საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, „ამბასადორი ჯგუფმა“ სასტუმროს ახალი ფლიგელი და რესტორანი „მოზაიკო“ გახსნა
საქართველოს ბანკი პარტნიორი ბიზნესების მხარდაჭერას და მათ გაძლიერებას განაგრძობს. ამჯერად, ბანკთან თანამშრომლობით, „ამბასადორი ჯგუფმა“ სასტუმროს ახალი ფლიგელი და განახლებული რესტორანი მოზაიკო გახსნა.
ამბასადორი ჯგუფი სტუმარ-მასპინძლობის სექტორში მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ქართული კომპანიაა, რომელიც 2004 წელს დაარსდა. ის აერთიანებს სასტუმროებს „ამბასადორი კაჭრეთი“, „ამბასადორი თბილისი“, „ამბასადორი გოდერძი“, „ამბასადორი აკადემია“, ხელოვნური კუნძულის პროექტს “ამბასადორი აილენდ ბათუმი”, მეღვინეობა “ქებურიას”, რესტორანს „ამბასადორი“ ბათუმში და ახლა უკვე განახლებულ რესტორნებს - „მოზაიკო“ და “მოზაიკო ტერასა”.
„2023 წლის მარტში, სასტუმრო ამბასადორში მომხდარი ხანძრის შედეგად დამწვარი სასტუმროს ნომრების ნაწილი და რესტორანი “მოზაიკო” 1,5 წლიანი დაუღალავი შრომის და ჩვენი პარტნიორი, საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, უკვე სრულიად არის აღდგენილი. განახლებული „მოზაიკო“ უკვე სხვა კონცეფციის სივრცეა, რომელიც აზიურ რესტორანსა და ტერასას აერთიანებს. განახლებული ინტერიერის “მოზაიკოში” მთავარი იდეა სტუმრებისთვის უზადო გასტრონომიული გამოცდილების მინიჭებაა. სტუმრებს რესტორანში აზიური კერძები დახვდებათ, ხოლო ტერასაზე განსხვავებული მენიუ, ფერადი ბარი და ულამაზესი პანორამული ხედები ძველ თბილისზე. შესაბამისად, “მოზაიკო” იქცა ადგილად, სადაც ადამიანები ყველა სფეროდან იკრიბებიან არა მხოლოდ განსაკუთრებული კულინარიული გამოცდილებისთვის, არამედ განტვირთვისთვის და ჰარმონიულობის განსაცდელად. თითოეული სტუმარი თუ თანამშრომელი, დიდი მოზაიკის შემადგენელი უნიკალური ნაწილია. საქართველოს ბანკი 2012 წლიდან ჩვენი საიმედო პარტნიორია და აქამდე არაერთი ინიციატივა განგვიხორციელებია ერთობლივად. ვიმედოვნებთ, სამომავლოდ კიდევ არაერთ საინტერესო და ქართული სტუმარ-მასპინძლობის სფეროსთვის მნიშვნელოვან პროექტს განვახორციელებთ“, - განაცხადა ამბასადორის აღმასრულებელმა დირექტორმა, თეა ცხვიტავამ.
„საქართველოს ბანკისთვის სტუმარ-მასპინძლობის სექტორის განვითარების ხელშეწყობა და გაძლიერება ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. „ამბასადორი ჯგუფთან“ 10 წელზე მეტია ვთანამშრომლობთ და ამ პერიოდის განმავლობაში ბევრი საერთო პროექტი განგვიხორციელებია. აღსანიშნავია ბოლოდროინდელი „ამბასადორი აკადემია“ და “ამბასადორი კაჭრეთის” ახალი შენობის მშენებლობა. ამჯერად კი, „ამბასადორი თბილისში” ახლახან გახსნილი სასტუმროს ფლიგელი და განახლებული რესტორანი „მოზაიკო“. როგორც ყველასთვის ცნობილია, სასტუმროს ნაწილი და რესტორანი 2023 წელს ხანძრის შედეგად სრულიად განადგურდა ამიტომაც, ეს ორი პროექტი განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონეა. სასიხარულოა, როდესაც ჩვენი პარტნიორი ბიზნესები არ ჩერდებიან და მუდმივად ცდილობენ როგორც ქალაქისთვის, ასევე ქვეყნისთვის ახალი ტურისტული პროექტების განხორციელებას რაც, როგორც შიდა, ასევე უცხოელი ტურისტების მოზიდვას და საქართველოში სტუმარ-მასპინძლობის სფეროს განვითარებას უწყობს ხელს. გვინდა წარმატებები ვუსურვოთ გუნდს, ჩვენ კი ვაგრძელებთ ბიზნესების გაძლიერებას და მათი ინიციატივების მხარდაჭერას“,- განაცხადა საქართველოს ბანკის კორპორაციული კლიენტების მომსახურების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, ლალი ყელაურაძემ.
სხვა სიახლეები
J.P. Morgan-მა წარადგინა ახალი ინდექსი - GBI-EM Edge, რომლის შემადგენლობაშია ლარში დენომინირებული საქართველოს სახელმწიფო ობლიგაციები
18.09.2026.14:36
J.P. Morgan-მა წარადგინა ახალი ინდექსი - GBI-EM Edge, რომლის შემადგენლობაშია ლარში დენომინირებული საქართველოს სახელმწიფო ობლიგაციები.
J.P. Morgan-მა სახელმწიფო ობლიგაციების ინდექსებში, ახალი ინსტრუმენტი - GBI-EM Edge დაამატა, რომლის საბაზრო ღირებულება 328 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს და მოიცავს 26 ქვეყნის 24 ეროვნულ ვალუტასა და 425 ინსტრუმენტს. ახალ ინდექსში ჩართულია საქართველოს სახელმწიფო ობლიგაციები და ინდექსის 1.79%-იან წილს შეადგენს.
GBI-EM Edge წარმოადგენს განვითარებადი ფინანსური ბაზრების (frontier market) სრულიად ახალ ინდექსს. ინდექსის მიზანია ისეთი განვითარებადი ბაზრების (frontier market) სახელმწიფო ობლიგაციების დინამიკის ასახვა, რომლებიც მაღალი შემოსავლიანობითა და საერთაშორისო ინვესტორებისთვის გაუმჯობესებული ხელმისაწვდომობით ხასიათდებიან.
საქართველოს ჩართვა ახალ ინდექსში ნიშნავს, რომ ქვეყნის ადგილობრივი ვალუტით დენომინირებული სახელმწიფო ფასიანი ქაღალდები საერთაშორისო საინვესტიციო ინსტრუმენტის (ბენჩმარკის) ნაწილი გახდა. ეს მნიშვნელოვანია, რადგან გლობალური ინსტიტუციური ინვესტორები, აქტივების მმართველი კომპანიები და საერთაშორისო საინვესტიციო ფონდები, საინვესტიციო სტრატეგიებში აქტიურად იყენებენ საერთაშორისო ინდექსებს, როგორც პორტფელის სტრუქტურის მნიშვნელოვან მდგენელს.
აღნიშნულ ინდექსში საქართველოს მოხვედრა, თავის მხრივ, ეფუძნება ქვეყნის მყარ მაკროეკონომიკურ პარამეტრებსა და ადგილობრივი ობლიგაციების ბაზარზე წვდომის მზარდ სტანდარტებს. ახალ ინდექსში მონაწილეობა, ადასტურებს საქართველოს მთავრობის ვალის მართვის სტრატეგიით დასახული მიზნებისკენ მიღწეულ პროგრესს, როგორიცაა ბაზრის ზომის გეგმაზომიერი ზრდა და ძლიერი საორიენტაციო ნიშნულების ინსტრუმენტების (ბენჩმარკების) შექმნა, საქართველოს ფასიანი ქაღალდების საერთაშორისო ინდექსებში მოსახვედრად.
მსხვილი ობლიგაციების მშენებლობის პოლიტიკის ნაწილია, 2026 წლის მაისში ადგილობრივ ბაზარზე, სინდიკაციის მეთოდით 400 მილიონი ლარის მოცულობის სახაზინო ფასიანი ქაღალდების სადებიუტო გამოშვებაც, სადაც განსაკუთრებით მაღალი აქტივობა დაფიქსირდა საერთაშორისო ინვესტორების მხრიდან, ადგილობრივი ინვესტორების პარალელურად.
საერთაშორისო ფონდები, რომლებიც ინდექსებში ინვესტირებენ, დამატებით გაზრდიან ინტერესს ლარში დენომინირებულ სახელმწიფო ობლიგაციებზე. სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ბაზრის გაღრმავება თავის მხრივ ხელს უწყობს ფინანსური სისტემის განვითარებას და კერძო სექტორისთვის კაპიტალის ბაზრის შესაძლებლობების დამატებით გაფართოებას