IMF-ის მისიის მიერ ხაზი გაესვა ქვეყნის მაკროეკონომიკური და ფისკალური პოლიტიკის მდგრადობას - ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე
„სავალუტო ფონდის მისიის მიერ ხაზი გაესვა ქვეყნის მაკროეკონომიკური და ფისკალური პოლიტიკის მდგრადობას", - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე გუნცაძემ სსფ-ის მორიგი მისიის დასრულების შემდეგ.
როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, სსფ-ის მისიის ფარგლებში, შეჯამდა 2025 წლის მაკროეკონომიკური და ფისკალური მაჩვენებლები, ასევე განხილულ იქნა 2026 წელს და საშუალოვადიან პერიოდში დაგეგმილი პარამეტრები.
„ხაზი გაესვა ეკონომიკური ზრდის მაღალ დონეს, ფისკალური პოლიტიკის სიჯანსაღეს, როგორიცაა დაბალი დეფიციტი, ვალის დაბალი მაჩვენებელი და ზოგადად, მაკროეკონომიკური და ფისკალური პოლიტიკის მდგრადობას. ასევე, განვიხილეთ 2026 წელს დაგეგმილი მეოთხე მუხლის (Article IV consultation) კონსულტაციების თემატიკა", - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე გუნცაძემ.
სხვა სიახლეები
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი ლონდონის საფონდო ბირჟის ჯგუფის (London Stock Exchange Group) ევროპის განყოფილების პირველადი ბაზრების ხელმძღვანელს შეხვდა
08.07.2026.17:23
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი „ლონდონის საფონდო ბირჟის ჯგუფის" (London Stock Exchange Group) ევროპის განყოფილების პირველადი ბაზრების ხელმძღვანელს, აიუნა ნეჩაევას და დიდი ბრიტანეთის ელჩს საქართველოში, გარეთ უორდს შეხვდა.
„ლონდონის საფონდო ბირჟის ჯგუფის" მიერ წარმოდგენილ იქნა ინფორმაცია ჯგუფის აქტივობებისა და საქმიანობის შესახებ. შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოს სუვერენულ და კერძო სექტორთან არსებულ მჭიდრო თანამშრომლობას და სამომავლო გეგმებს.
განხილულ იქნა საერთაშორისო კაპიტალის ბაზრებზე არსებული ტენდენციები, ინვესტორთა მზარდი დაინტერესება საქართველოს და რეგიონის ბაზრებით. აღინიშნა მიმდინარე წლის იანვარში საქართველოს მიერ ევრობონდების წარმატებით რეფინანსირება. ქართულმა მხარემ სტუმრებს მიაწოდა ინფორმაცია ფინანსთა სამინისტროს მიერ, მიმდინარე წლის მაისში, სადებიუტო სინდიკაციის მეთოდით გამოშვებული სახაზინო ობლიგაციების შესახებ.
ყურადღება დაეთმო იმ ღონისძიებებს, რომელსაც ქვეყნის მთავრობა ადგილობრივ და საერთაშორისო კაპიტალის ბაზრებზე ახორციელებს დაფინანსების წყაროების დივერსიფიკაციისა და ინვესტორთა ბაზის გაფართოების მიზნით.
შეხვედრაზე, ასევე, განხილულ იქნა ქვეყნის მაკროეკონომიკური და ფისკალური პოლიტიკის ტენდენციები და მიღწევები, მიმდინარე საერთაშორისო გეოპოლიტიკური გამოწვევების ფონზე.
შეხვედრას ქართული მხრიდან დაესწრო ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე.