სებ-ის ფინანსური ბაზრებისა და მაკროეკონომიკისა და სტატისტიკის დეპარტამენტების წარმომადგენლებმა კენიელ კოლეგებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს
სებ-ის ფინანსური ბაზრებისა და მაკროეკონომიკისა და სტატისტიკის დეპარტამენტების წარმომადგენლებმა კენიელ კოლეგებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს.
„საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკა, ასევე ფინანსური ბაზრების მართვის ჩარჩო და ინსტრუმენტები არაერთი საერთაშორისო ორგანიზაციის მიერაა შეფასებული, როგორც წარმატებული და სამაგალითო მოდელი. მოხარულები ვართ, ჩვენი ცოდნა და გამოცდილება სხვა ცენტრალურ ბანკებს გავუზიაროთ“, - აღნიშნა სებ-ის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა, ეკატერინე მიქაბაძემ.
„საგანმანათლებლო სივრცის“ პროექტის ფარგლებში, სებ-მა ბოლო ორი წლის განმავლობაში ყაზახეთის, უზბეკეთის, ყირგიზეთისა და ტაჯიკეთის ცენტრალური ბანკების წარმომადგენლებს უმასპინძლა.
სხვა სიახლეები
მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით საქართველო საფინანსო სექტორის მდგრადობას აძლიერებს
30.07.2026.12:47
საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს (IBRD) შორის ხელი მოეწერა შეთანხმებას, რომელიც ითვალისწინებს 35 მლნ. აშშ დოლარის მოცულობის ფინანსური რესურსის გამოყოფას „საქართველოში საბანკო რეზოლუციისთვის მზადყოფნის პროექტისთვის".
დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში, როლანდ პრაისმა.
ხელმოწერის ცერემონიას დაესწრნენ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა, ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, სებ-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ეკატერინე მიქაბაძე, ფინანსთა სამინისტროს, ეროვნული ბანკისა და მსოფლიო ბანკის წარმომადგენლები.
მსოფლიო ბანკის მიერ დამტკიცებული პროექტი სარეზოლუციო ფონდისთვის ქმნის 35 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის წინასწარ შეთანხმებულ საკრედიტო ხაზს.
მსოფლიო ბანკის ჩართულობით, პროექტის ფარგლებში განხორციელებული სამუშაო და სამომავლოდ დაგეგმილი ღონისძიებები ხელს შეუწყობს სებ-ის რეზოლუციის ჩარჩოს შემდგომ სრულყოფას, ეფექტიანობის ზრდასა და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკასთან დაახლოებას.
ამასთან, საკრედიტო ხაზი სარეზოლუციო ფონდისთვის დამატებითი ფინანსური დაცვის მექანიზმია მისი სამიზნე ნიშნულამდე შევსების პერიოდში და ხელს შეუწყობს სარეზოლუციო პროცესის დროულად და ეფექტიანად განხორციელებას.