მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7180
0.0026
flag
AZN 1.55
-0.0006
flag
CNY 38.856
-0.0027
flag
EUR 3.0026
-0.0102
flag
GBP 3.5248
-0.0044
flag
KZT 56.11
0.0046
flag
TRY 0.056
-0.0001
flag
USD 2.635
-0.0009
news banner

სებ-მა „ლომბარდო“ დააჯარიმა - დეტალები

news image
mbc image

სებ-მა სესხის გამცემ სუბიექტი „ლომბარდო“ დააჯარიმა. როგორც საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდზე განთავსებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, სესხის გამცემ სუბიექტს სსიპ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში პირველადი აღრიცხვის ფორმა წარდგენილი ჰქონდა დაგვიანებით. სესხის გამცემი სუბიექტი საქართველოს ეროვნულ ბანკში დარეგისტრირდა 2019 წლის 12 თებერვალს. „ანგარიშვალდებული პირის მიერ გარიგების თაობაზე ინფორმაციის აღრიცხვის, შენახვისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის წარდგენის წესი დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2020 წლის 5 ივნისის ბრძანება №1-ის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, „სადაზღვევო ბროკერმა, გადაზღვევის ბროკერმა, სესხის გამცემმა სუბიექტმა, ადვოკატმა, საადვოკატო ბიურომ, რომელსაც საქმიანობა დაწყებული აქვს ამ ბრძანების ამოქმედებამდე, ამ ბრძანების ამოქმედებიდან არაუგვიანეს 1 თვისა უნდა წარუდგინონ აღრიცხვის შევსებული ფორმა საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს“. სესხის გამცემი სუბიექტის მიერ პირველადი აღრიცხვის ფორმის წარდგენა განხორციელდა 2021 წლის 20 იანვარს, შესაბამისად დგინდება, რომ სესხის გამცემი სუბიექტის შპს „ლომბარდო“-ს მიერ აღრიცხვის ფორმის წარდგენა მოხდა დაგვიანებით. აღნიშნული საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 27 სექტემბრის №218/04 ბრძანებით დამტკიცებული „სესხის გამცემი სუბიექტისთვის ფულადი ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესის“ 21 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად ითვალისწინებს დაჯარიმებას - 5,000 ლარის ოდენობით.


სესხის გამცემი სუბიექტის მიერ, შემოწმების პროცესში ეროვნული ბანკისთვის ინფორმაციის/დოკუმენტაციის არასწორად წარმოდგენის 3 ფაქტი, რაც საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 27 სექტემბრის №218/04 ბრძანებით დამტკიცებული „სესხის გამცემი სუბიექტისთვის ფულადი ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის, დაკისრების და აღსრულების წესის“ 21 მუხლის მე-3 პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტით ითვალისწინებს დაჯარიმებას – 2,000 ლარის ოდენობით თითოეულ ასეთ ფაქტზე - სულ 6,000  ლარის ოდენობით.


სესხის გამცემ სუბიექტს, შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში არ ჰქონდა შემუშავებული შიდა კონტროლთან დაკავშირებული პოლიტიკა/პროცედურები, რაც საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 27 სექტემბრის №218/04 ბრძანებით დამტკიცებული „სესხის გამცემი სუბიექტისთვის ფულადი ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის, დაკისრების და აღსრულების წესის“ 21 მუხლის მე-3 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტით ითვალისწინებს დაჯარიმებას – 5,000 ლარის ოდენობით.

ორგანიზაციაში დანერგილი პროგრამული (ელექტრონული) სისტემა ფუნქციონირებს მნიშვნელოვანი ხარვეზებით. კერძოდ, მას არ გააჩნია საეჭვო/უჩვეულო და დანაწევრებული/დაკავშირებული ოპერაციების/გარიგებების და ურთიერთდაკავშირებული პირების გამოვლენის შესაძლებლობა, ხოლო სანქციადაკისრებული და პოლიტიკურად აქტიური პირების გამოვლენის (ტესტირების პროცესში პროგრამამ ვერ შეძლო ყველა სანქცირებული პირის ავტომატური გამოვლენა/ბლოკირება) სისტემა ფუნქციონირებს მნიშვნელოვანი ხარვეზებით, რაც საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 27 სექტემბრის №218/04 ბრძანებით დამტკიცებული „სესხის გამცემი სუბიექტისთვის ფულადი ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის, დაკისრების და აღსრულების წესის“ 21 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით ითვალისწინებს დაჯარიმებას 15,000 ლარის ოდენობით.


სესხის გამცემი სუბიექტის მიერ, ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგებით საქართველოს ეროვნული ბანკისთვის არასწორი ინფორმაციის წარდგენის 4 (ოთხი) ფაქტი, რაც საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 27 სექტემბრის №218/04 ბრძანებით დამტკიცებული „სესხის გამცემი სუბიექტისთვის ფულადი ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესის“ 21 მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით ითვალისწინებს დაჯარიმებას 1,000 ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე - სულ 4,000 ლარის ოდენობით.


სესხის გამცემი სუბიექტის მიერ, ოთხ კლიენტთან მიმართებით არ არის დადგენილი საქმიანობის არსი, საქმიანი ურთიერთობის მიზანი და განზრახული ხასიათი, რაც საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 27 სექტემბრის №218/04 ბრძანებით დამტკიცებული „სესხის გამცემი სუბიექტისთვის ფულადი ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესის“ 21 მუხლის მე-3 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით ითვალისწინებს დაჯარიმებას 2,000 ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე - სულ 8,000 ლარის ოდენობით.


სესხის გამცემი სუბიექტის მიერ, საქართველოს ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით განსაზღვრული შემოწმების დაწყების თარიღისთვის, ორ კლიენტს არ ქონდა მინიჭებული რისკის დონე, რაც საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 27 სექტემბრის №218/04 ბრძანებით დამტკიცებული „სესხის გამცემი სუბიექტისთვის ფულადი ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის, დაკისრების და აღსრულების წესის“ 21 მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით ითვალისწინებს დაჯარიმებას 2,000 ლარის ოდენობით, თითოეულ ასეთ ფაქტზე - სულ 4,000 ლარის ოდენობით.


სესხის გამცემ სუბიექტს შპს „ლომბარდო“-ს დაეკისრა ფულადი ჯარიმა ჯამში 47,000 ლარის ოდენობით.

news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ფინანსები
image ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი ლონდონის საფონდო ბირჟის ჯგუფის (London Stock Exchange Group) ევროპის განყოფილების პირველადი ბაზრების ხელმძღვანელს შეხვდა

08.07.2026.17:23

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი „ლონდონის საფონდო ბირჟის ჯგუფის" (London Stock Exchange Group) ევროპის განყოფილების პირველადი ბაზრების ხელმძღვანელს, აიუნა ნეჩაევას და დიდი ბრიტანეთის ელჩს საქართველოში, გარეთ უორდს შეხვდა.

„ლონდონის საფონდო ბირჟის ჯგუფის" მიერ წარმოდგენილ იქნა ინფორმაცია ჯგუფის აქტივობებისა და საქმიანობის შესახებ. შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოს სუვერენულ და კერძო სექტორთან არსებულ მჭიდრო თანამშრომლობას და სამომავლო გეგმებს.

განხილულ იქნა საერთაშორისო კაპიტალის ბაზრებზე არსებული ტენდენციები, ინვესტორთა მზარდი დაინტერესება საქართველოს და რეგიონის ბაზრებით. აღინიშნა მიმდინარე წლის იანვარში საქართველოს მიერ ევრობონდების წარმატებით რეფინანსირება. ქართულმა მხარემ სტუმრებს მიაწოდა ინფორმაცია ფინანსთა სამინისტროს მიერ, მიმდინარე წლის მაისში, სადებიუტო სინდიკაციის მეთოდით გამოშვებული სახაზინო ობლიგაციების შესახებ.

ყურადღება დაეთმო იმ ღონისძიებებს, რომელსაც ქვეყნის მთავრობა ადგილობრივ და საერთაშორისო კაპიტალის ბაზრებზე ახორციელებს დაფინანსების წყაროების დივერსიფიკაციისა და ინვესტორთა ბაზის გაფართოების მიზნით.

შეხვედრაზე, ასევე, განხილულ იქნა ქვეყნის მაკროეკონომიკური და ფისკალური პოლიტიკის ტენდენციები და მიღწევები, მიმდინარე საერთაშორისო გეოპოლიტიკური გამოწვევების ფონზე.

შეხვედრას ქართული მხრიდან დაესწრო ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა