თიბისი ბანკის არხებით, ჯამური უნაღდო დანახარჯები წლიურ ჭრილში 18%-ით, ხოლო უნაღდო ტრანზაქციების რაოდენობა 11%-ით გაიზარდა - TBC Capital
2025 წლის სექტემბერში, თიბისი ბანკის არხებით, ჯამური უნაღდო დანახარჯები წლიურ ჭრილში 18%-ით, ხოლო უნაღდო ტრანზაქციების რაოდენობა 11%-ით გაიზარდა.
როგორც თიბისი კაპიტალის მიერ მომზადებულ პუბლიკაციაშია აღნიშნული, ამავე თვეში, რეზიდენტებისა და არარეზიდენტების წილებმა თიბისი ბანკის არხებით გაწეულ ჯამურ უნაღდო დანახარჯებში, შესაბამისად, 83% და 17% შეადგინა.
2025 წლის სექტემბერში, ჯამურ უნაღდო დანახარჯებში, თიბისი ბანკის არხებით, სურსათზე დანახარჯების წილი 27%-ს, ხოლო რესტორნებზე გაწეული ხარჯების წილი 16%-ს გაუტოლდა.
ამავე თვეში, სურსათზე უნაღდო დანახარჯები წლიურ ჭრილში 23%-ით გაიზარდა, ხოლო საშუალო დანახარჯი ერთ ტრანზაქციაზე 17 ლარს გაუტოლდა. სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე ინფლაციამ 12% შეადგინა.
2025 წლის სექტემბერში, ჯამური უნაღდო დანახარჯების განაწილებამ სამომხმარებლო საქონელსა და სერვისებზე, შესაბამისად, 63% და 37% შეადგინა.
თიბისი ბანკის არხებით სურსათზე გაწეულმა ხარჯებმა 42%-იანი წილი დაიკავა საქონელზე გაწეულ ჯამურ უნაღდო დანახარჯებში.
სხვა სიახლეები
მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით საქართველო საფინანსო სექტორის მდგრადობას აძლიერებს
30.07.2026.12:47
საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს (IBRD) შორის ხელი მოეწერა შეთანხმებას, რომელიც ითვალისწინებს 35 მლნ. აშშ დოლარის მოცულობის ფინანსური რესურსის გამოყოფას „საქართველოში საბანკო რეზოლუციისთვის მზადყოფნის პროექტისთვის".
დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში, როლანდ პრაისმა.
ხელმოწერის ცერემონიას დაესწრნენ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა, ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, სებ-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ეკატერინე მიქაბაძე, ფინანსთა სამინისტროს, ეროვნული ბანკისა და მსოფლიო ბანკის წარმომადგენლები.
მსოფლიო ბანკის მიერ დამტკიცებული პროექტი სარეზოლუციო ფონდისთვის ქმნის 35 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის წინასწარ შეთანხმებულ საკრედიტო ხაზს.
მსოფლიო ბანკის ჩართულობით, პროექტის ფარგლებში განხორციელებული სამუშაო და სამომავლოდ დაგეგმილი ღონისძიებები ხელს შეუწყობს სებ-ის რეზოლუციის ჩარჩოს შემდგომ სრულყოფას, ეფექტიანობის ზრდასა და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკასთან დაახლოებას.
ამასთან, საკრედიტო ხაზი სარეზოლუციო ფონდისთვის დამატებითი ფინანსური დაცვის მექანიზმია მისი სამიზნე ნიშნულამდე შევსების პერიოდში და ხელს შეუწყობს სარეზოლუციო პროცესის დროულად და ეფექტიანად განხორციელებას.