მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7275.6
0.0078
flag
AZN 1.5769
-0.0007
flag
CNY 39.5
0.0012
flag
EUR 3.1374
-0.003
flag
GBP 3.6215
-0.003
flag
KZT 56.55
-0.0056
flag
TRY 0.059
0
flag
USD 2.6802
-0.0016
news banner

ცენტრალური ბანკების მხრიდან მხარდაჭერა ოქროს მიმართ გაგრძელდება - TBC Capital

news image

ოქროს ფასებმა (XAU/USD) აღმასვლა მოახერხა და ამჟამად შედარებით სტაბილურ დიაპაზონში ვაჭრობს – დაახლოებით 3,380 დოლარის დონეზე. ამის შესახებ თიბისი კაპიტალის მიერ მომზადებულ პუბლიკაციაშია აღნიშნული. ირკვევა, რომ მცირე აღმასვლა, რომელიც აშშ-ჩინეთის სავაჭრო მოლაპარაკებებიდან წამოსულმა დადებითმა სიგნალებმა გამოიწვია, სწრაფად ჩაცხრა მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ცალმხრივი ტარიფების ახალი მუქარებით სავაჭრო დაძაბულობა გაახალა და რისკის მიმართ ინვესტორთა განწყობა დაასუსტა.

ლონდონში დიპლომატიური პროგრესის ფონზე აღმოცენებული ოპტიმიზმი სწრაფად დაჩრდილა ადმინისტრაციის აგრესიულმა რიტორიკამ, რაც კვლავ გააცოცხლა შეშფოთება სავაჭრო დაპირისპირების შესაძლო გაღრმავებაზე.

„ამავე დროს, ახლო აღმოსავლეთში მზარდი გეოპოლიტიკური რისკები განაგრძობს ოქროს მიმზიდველობის მხარდაჭერას, როგორც დამცავი აქტივისა. ვაშინგტონის გადაწყვეტილება ნაწილობრივ გაიყვანოს პერსონალი ბაღდადში მდებარე საელჩოდან რეგიონში მომატებული დაძაბულობის ფონზე, ასევე რუსეთის მიერ განახლებული სამხედრო აქტივობა–მათ შორის ხარკოვზე განხორციელებული დრონების შეტევა გლობალურ ბაზრებს კიდევ უფრო დაძაბულ მდგომარეობაში ამყოფებს. ეს მოვლენები ამყარებს ოქროს სტატუსს, როგორც თავშესაფრის აქტივს და ხელს უწყობს ფასების შენარჩუნებას უფრო ფართო ბაზრის არასტაბილურობის მიუხედავად,

ცენტრალური ბანკების აქტივობაც კვლავ რჩება სტრუქტურული მოთხოვნის მნიშვნელოვან მამოძრავებლად. მსოფლიო ოქროს საბჭოს უახლესი მონაცემების მიხედვით, გლობალური ოფიციალური სექტორის წმინდა შესყიდვებმა აპრილში 12 ტონა შეადგინა – რაც მარტთან შედარებით 12%-ით ნაკლებია და მკვეთრად ჩამორჩება ბოლო 12 თვის საშუალო მაჩვენებელს, რომელიც 28 ტონას შეადგენს. ეს ზედიზედ მეორე თვეა, როდესაც შენაძენების მასშტაბი მცირდება. მიუხედავად შენელებისა, რაც ნაწილობრივ უკავშირდება ფასების მაღალ დონეს, ცენტრალური ბანკები კვლავ რჩებიან წმინდა მყიდველებად, რაც რეზერვების დივერსიფიკაციის მდგრად ტენდენციაზე მიუთითებს.

სამომავლოდ, მიუხედავად შესყიდვების ტემპის შემცირებისა, მაკროეკონომიკური გარემო– რომელიც ხასიათდება ინფლაციის გაზრდილი რისკებით, გეოპოლიტიკური ფრაგმენტაციით და აშშ დოლარზე დამოკიდებულების შემცირების მცდელობებით – მიანიშნებს, რომ ცენტრალური ბანკების მხრიდან მხარდაჭერა ოქროს მიმართ გაგრძელდება. გლობალური გაურკვევლობის ზრდასთან ერთად, ოქროს სტრატეგიული როლი ცენტრალური ბანკების რეზერვულ პორტფელებში, სავარაუდოდ, კვლავ მტკიცედ შენარჩუნდება“, - აღნიშნულია თიბისი კაპიტალის პუბლიკაციაში.

 

 

news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ფინანსები
image როგორ იცვლებოდა ქართული კომპანიების აქციების ფასი ლონდონის ბირჟაზე

11.05.2026.15:57

Galt & Taggart ბაზრის ყოველკვირეულ მიმოხილვას აქვეყნებს.

Lion Finance Group-ის (BGEO LN) აქციები დაიხურა 110.30 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +1.66% წინა კვირასთან შედარებით და +2.22% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 353 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 105.70 - 117.40 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 62 ათასი აქცია შეადგინა.

თიბისი ბანკის ჯგუფის (TBCG LN) აქციები დაიხურა 46.62 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), -2.18% წინა კვირასთან შედარებით და -0.43% გასულ თვესთან შედარებით.
ვაჭრობის მოცულობამ 303 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 45.06 - 48.74 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 47 ათასი აქცია შეადგინა.

Georgia Capital-ის (CGEO LN) აქციები დაიხურა 38.75 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), უცვლელი წინა კვირასთან შედარებით და -3.37% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 253 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 37.95 - 39.50 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 63 ათასი აქცია შეადგინა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა