2024 წლის პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ათასწლეულის ფონდის ორგანიზებით, პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.
ღონისძიებაზე პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს 2024 წლის გამარჯვებულები ოთხ ძირითად საკონკურსო კატეგორიაში გამოვლინდნენ. 2024 წლის გამარჯვებულები არიან:
საქართველოს პარლამენტმა ინკლუზიური პროფესიული განათლების ხელშეწყობისთვის სპეციალური პრიზით სსიპ კოლეჯი „მერმისი“ დააჯილდოვა.
ა(ა)იპ სამშენებლო კოლეჯი „კონსტრუქტ2“ დააჯილდოვა პროფესიული უნარების სააგენტომ კატეგორიაში „დამსაქმებლებთან და ბიზნესთან თანამშრომლობის საუკეთესო პრაქტიკა“.
პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს ყოველწლიური კონკურსი 2017 წლიდან იმართება და მისი მიზანია პროფესიული განათლების, როგორც ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერების მნიშვნელოვანი კომპონენტის, განვითარება, ხელშეწყობა და პოპულარიზაცია. ჯილდოს გენერალური სპონსორია გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდი.
კონკურსის მხარდამჭერია საქართველოს განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტრო, საქართველოს პარლამენტი, პროფესიული უნარების სააგენტო, ისრაელის საელჩო საქართველოში და საქართველოს ბიზნეს ასოციაცია.
სხვა სიახლეები
მინდა საზოგადოებას ვაცნობო, რომ სასკოლო ფორმების ყველა მოდელმა წარმატებით გაიარა საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე ლაბორატორიის მიერ ჩატარებული ლაბორატორიული კვლევების დადგენილი ტესტირებები და სრულად აკმაყოფილებს დაწესებულ მოთხოვნებსა და სტანდარტებს - გივი მიქანაძე
10.08.2026.08:50
2026-2027 სასწავლო წლიდან საჯარო სკოლების დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის სავალდებულო ხდება სასკოლო ფორმის ტარება, - განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ.
მისივე თქმით, ეს გადაწყვეტილება ემსახურება თანასწორობას, მოსწავლეთა უსაფრთხოებას, სასკოლო კულტურის განვითარებას და სასწავლო გარემოს გაუმჯობესებას.
„ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია, რომ სასკოლო ფორმის ხარისხი იყოს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი და ხელმისაწვდომობა იყოს მაქსიმალურად უზრუნველყოფილი.
მინდა საზოგადოებას ვაცნობო, რომ სასკოლო ფორმების ყველა მოდელმა წარმატებით გაიარა საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე ლაბორატორიის მიერ ჩატარებული ლაბორატორიული კვლევების დადგენილი ტესტირებები და სრულად აკმაყოფილებს დაწესებულ მოთხოვნებსა და სტანდარტებს.
ტესტირების შედეგები ადასტურებს, რომ ფორმა უსაფრთხოა ჯანმრთელობისთვის, ხოლო მასალა არის გამძლე და პრაქტიკული, გათვლილი ყოველდღიურ აქტიურ გამოყენებაზე“, - აღნიშნა გივი მიქანაძემ.