ბაზისბანკი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის 2025 წლის განათლების პროექტების მხარდამჭერია
ბაზისბანკსა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობა 17 წლის წინ დაიწყო და დღემდე წარმატებით გრძელდება, რომლის მანძილზე არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა ახალი თაობის განათლების მხარდაჭერის მიმართულებით:
• ილიაუნის მაგისტრების განათლების დაფინანსება და ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტების სტაჟირება და დასაქმება ბანკში;
• სტუდენტების პერსონალური კომპიუტერებით უზრუნველყოფა;
• უნივერსიტეტის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის აღჭურვა;
• „პასკალის პრემიით“ ახალგაზრდა მეცნიერების დაჯილდოება;
• „სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის“ სასტიპენდიო პროგრამები;
• ყოველწლიურად, პირველკურსელთა მიღების ცერემონიისა და კურსდამთავრებულთა გამოსაშვები საღამოების ორგანიზების ფინანსური მხარდაჭერა.
29 მარტს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით აბიტურიენტებისთვის ღია კარის დღე გაიმართა. აბიტურიენტები გაეცნენ ილიაუნის მისიასა და ღირებულებებს, მიიღეს ინფორმაცია სასწავლო პროგრამების, სტუდენტური ცხოვრების, გაცვლითი პროგრამებისა და დასაქმების შესაძლებლობების შესახებ.
ღია კარის დღეზე გამოვლინდა ფოტოკონკურსის „ჩემი დამოუკიდებელი არჩევანი“ გამარჯვებული, რომელსაც ბაზისბანკისგან საჩუქრად პროფესიონალური ფოტოკამერა Canon EOS 2000D გადაეცა. კონკურსის მიზანი იყო პროფესიის შერჩევისას დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მნიშვნელობის ასახვა ერთ კადრში. გამარჯვებულის ფოტოკამერის ფოკუსში ფსიქოლოგის პროფესია მოხვდა.
2025 წლიდან ბაზისბანკისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ურთიერთთანამშრომლობა კიდევ ინტენსიური გახდება და ახალი თაობის განათლების მხარდაჭერისა და წახალისების მიმართულებით ახალ მასშტაბებს მიაღწევს.
სხვა სიახლეები
საჯარო სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაციის V ეტაპი 20 ივლისს დაიწყება
17.07.2026.11:34
2026-2027 სასწავლო წლისთვის საჯარო სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაციის V ეტაპი 20 ივლისს დაიწყება და 31 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება.
აღნიშნული ეტაპის ფარგლებში, პირველკლასელთა რეგისტრაცია განხორციელდება საჯარო სკოლებში დარჩენილ თავისუფალ ან წინა ეტაპების დასრულების შემდეგ გამოთავისუფლებულ ადგილებზე.
საჯარო სკოლებში არსებული თავისუფალი ადგილების, ცვლებისა და სექტორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ონლაინპორტალზე - skolebi.emis.ge.
რეგისტრაციის მიზნით მშობელმა ან კანონიერმა წარმომადგენელმა სასურველ საჯარო სკოლას განცხადებით უნდა მიმართოს და წარადგინოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის და ბავშვის დაბადების მოწმობის ასლები.
მოსწავლის რეგისტრაციას შესაბამისი საჯარო სკოლა წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე უზრუნველყოფს.