მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7153.3
0.0216
flag
AZN 1.5401
-0.0008
flag
CNY 38.819
-0.0007
flag
EUR 3.0205
-0.0009
flag
GBP 3.5397
0.0037
flag
KZT 56.24
0.0009
flag
TRY 0.0548
-0.0001
flag
USD 2.6181
-0.001
news banner

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი განცხადებას ავრცელებს

news image
mbc image

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე და საუნივერსიტეტიო საზოგადოება ეხმაურებიან საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის „რეგიონში ერთ-ერთ დიდ, მძლავრ ტექნიკურ-ტექნოლოგიურ უმაღლეს დაწესებულებად ჩამოყალიბების შესახებ”. 

ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს. 

როგორც სტუ-ის მიერ გავრცელებულ მიმართვაშია აღნიშნული, სწრაფად ცვალებადი გლობალური რეალობა, შრომის ბაზრის მოთხოვნები და ინოვაციური ეკონომიკის განვითარება თანამედროვე, მოქნილ და ხარისხზეორიენტირებულ საგანმანათლებლო პოლიტიკას მოითხოვს. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, თავისიმრავალწლიანი გამოცდილებით, აკადემიური და სამეცნიერო პოტენციალით სრულ მზადყოფნას გამოთქვამსაქტიურად ჩაერთოს განათლების სისტემის რეფორმირების პროცესში.  

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი და საუნივერსიტეტო საზოგადოება გულწრფელ მადლობასუხდის საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრ გივი მიქანაძეს  კონსტრუქციული, ღია და პროფესიულ ინტერესებზე დაფუძნებულიდიალოგისთვის. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ მიღებული გადაწყვეტილება ასახავს როგორც აკადემიურისაზოგადოების პოზიციას, ისე ქვეყნის გრძელვადიან საგანმანათლებლო ინტერესებს: ტექნიკური უნივერსიტეტის - როგორც წამყვანი საინჟინრო-ტექნიკური და ტექნოლოგიური განათლების ცენტრის - თვითმყოფადობისშენარჩუნება და მისი სამეცნიერო-ტექნიკური პროფილის გამოკვეთა წარმოადგენს ერთ-ერთ მნიშვნელოვანწინაპირობას ქვეყნის ტექნოლოგიური და ინდუსტრიული განვითარებისა და მდგრადი ეკონომიკის ფორმირებისთვის.

მიღებული გადაწყვეტილება სრულ შესაბამისობაშია უმაღლესი განათლების სისტემის დივერსიფიკაციის, სპეციალიზაციისა და ინსტიტუციური იდენტობის განმტკიცების საერთაშორისო პრაქტიკასთან. 

გლობალური ტექნოლოგიური ცვლილებების, ციფრული ტრანსფორმაციისა და შრომის ბაზრის სტრუქტურული გარდაქმნების პირობებში, განათლების სისტემის რეფორმა სტრატეგიული მნიშვნელობის საკითხს წარმოადგენს. რეფორმის მიზანი უნდა იყოს არა მხოლოდ ინსტიტუციური რეორგანიზაცია, არამედ საგანმანათლებლო პროცესის შინაარსობრივი განახლება, ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმების გაძლიერება და უმაღლესი განათლების მჭიდრო კავშირი ეკონომიკური განვითარების პრიორიტეტებთან. ამ კონტექსტში ტექნიკური განათლება განიხილება როგორც  კომპონენტი ქვეყნის მდგრადი განვითარების სტრატეგიაში. 

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი გამოთქვამს სრულ მზაობას, სისტემურად და აქტიურად ჩაერთოს განათლების სისტემის რეფორმირების პროცესში. უნივერსიტეტი ფლობს მნიშვნელოვან ინსტიტუციურ, აკადემიურ და სამეცნიერო რესურსს, რაც საშუალებას აძლევს მას მონაწილეობა მიიღოს რეფორმის დაგეგმვის, განხორციელებისა და შეფასების ეტაპებზე. უნივერსიტეტის ხედვა ეფუძნება ხარისხზე ორიენტირებულ მართვას, სწავლებისა და კვლევის ინტეგრაციას, ინოვაციური პედაგოგიური მოდელების დანერგვას და შრომის ბაზრის მოთხოვნებთან შესაბამისი ადამიანური კაპიტალის განვითარებას.

სტრატეგიული განვითარების პერსპექტივაში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პრიორიტეტები მოიცავს ტექნიკური და საინჟინრო საგანმანათლებლო პროგრამების მოდერნიზაციას, კვლევითი და ლაბორატორიული ინფრასტრუქტურის განახლებას, საერთაშორისო აკადემიურ და სამეცნიერო ქსელებში ინტეგრაციის გაღრმავებას და ტექნოლოგიური ტრანსფერის მექანიზმების გაძლიერებას. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა უნივერსიტეტის როლის გაძლიერებას ინოვაციური ეკოსისტემის ფორმირებაში, კერძო სექტორთან თანამშრომლობის გაფართოებას და ახალგაზრდა მკვლევრებისა და ინჟინრების პროფესიულ განვითარებას.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი განიხილავს საკუთარ მისიას როგორც განათლების, მეცნიერებისა და ტექნოლოგიური განვითარების ერთიან პლატფორმას, რომელიც ემსახურება  ეროვნული და რეგიონული განვითარების მიზნებს. სახელმწიფოსა და სამეცნიერო-აკადემიური საზოგადოების პარტნიორობა ამ პროცესში განიხილება კრიტიკულ ფაქტორად რეფორმის ეფექტიანობისა და მდგრადობის უზრუნველსაყოფად. უნივერსიტეტი მზად არის, გააგრძელოს პასუხისმგებლიანი და შედეგზე ორიენტირებული თანამშრომლობა განათლების სისტემის იმგვარი ტრანსფორმაციისთვის, რომელიც უზრუნველყოფს ქვეყნის გრძელვადიან კონკურენტუნარიანობას.

დარწმუნებული ვართ, სახელმწიფოსა და აკადემიური საზოგადოების ერთობლივი ძალისხმევით შესაძლებელიიქნება ისეთი განათლების სისტემის ჩამოყალიბება, რომელიც უპასუხებს დღევანდელ გამოწვევებს და მომავლისსაჭიროებებს. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი კვლავ დარჩება პროგრესის, ცოდნისა და ინჟინრულიაზროვნების ერთ-ერთ მთავარ საყრდენად საქართველოსა და რეგიონში“, - აღნიშნულია გავრცელებულ მიმართვაში.

ინფორმაციისთვის, დღეს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორს, პროფესორ-მასწავლებლებსა და აკადემიური საბჭოს წარმომადგენლებს შეხვდა. პრემიერ-მინისტრის თქმით, შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი აღარ გაერთიანდება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან, „ერთი ქალაქი - ერთი ფაკულტეტი“ პრინციპის შესაბამისად სტუ გარდაიქმნება „წმინდა ტექნიკურ" უნივერსიტეტად. სტუ-ის რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის თქმით, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის, სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტისა და ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის საგანმანათლებლო პროგრამები მილევად რეჟიმში გადავა. 

banner image news banner
გვანცა მახარაძე ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

განათლება
image მინდა საზოგადოებას ვაცნობო, რომ სასკოლო ფორმების ყველა მოდელმა წარმატებით გაიარა საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე ლაბორატორიის მიერ ჩატარებული ლაბორატორიული კვლევების დადგენილი ტესტირებები და სრულად აკმაყოფილებს დაწესებულ მოთხოვნებსა და სტანდარტებს - გივი მიქანაძე

10.08.2026.08:50

2026-2027 სასწავლო წლიდან საჯარო სკოლების დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის სავალდებულო ხდება სასკოლო ფორმის ტარება, - განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ.

მისივე თქმით, ეს გადაწყვეტილება ემსახურება თანასწორობას, მოსწავლეთა უსაფრთხოებას, სასკოლო კულტურის განვითარებას და სასწავლო გარემოს გაუმჯობესებას.

„ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია, რომ სასკოლო ფორმის ხარისხი იყოს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი და ხელმისაწვდომობა იყოს მაქსიმალურად უზრუნველყოფილი.

მინდა საზოგადოებას ვაცნობო, რომ სასკოლო ფორმების ყველა მოდელმა წარმატებით გაიარა საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე ლაბორატორიის მიერ ჩატარებული ლაბორატორიული კვლევების დადგენილი ტესტირებები და სრულად აკმაყოფილებს დაწესებულ მოთხოვნებსა და სტანდარტებს.

ტესტირების შედეგები ადასტურებს, რომ ფორმა უსაფრთხოა ჯანმრთელობისთვის, ხოლო მასალა არის გამძლე და პრაქტიკული, გათვლილი ყოველდღიურ აქტიურ გამოყენებაზე“, - აღნიშნა გივი მიქანაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა