Business Insider Georgia-ს დამფუძნებლის, გიორგი აბაშიშვილის ექსკლუზიური ინტერვიუ არქის დამფუძნებელ ილია წულაიასთან
Business Insider Georgia-ს დამფუძნებლის, გიორგი აბაშიშვილის ექსკლუზიური ინტერვიუ „არქის“ დამფუძნებელ ილია წულაია / Ilia Tsulaia-სთან
„არქის“ წარმატების განმაპირობებელი ფაქტორები და კომპანიის პოზიციები საქართველოს უძრავი ქონების ბაზარზე
Trump Tower-ის პროექტის მნიშვნელობა და ქვეყნის საინვესტიციო მიმზიდველობა
„არქი გრანდ ავენიუს“ გაყიდვების რეკორდული მაჩვენებლები და მომხმარებელთა მოთხოვნის მზარდი დინამიკა
საქართველოს უძრავი ქონების ბაზრის ძირითადი ტენდენციები და 2027 წლის მოლოდინები
„არქის“ სამომავლო განვითარების პრიორიტეტები, ახალი პროექტები და საერთაშორისო ბაზრებზე გაფართოების პერსპექტივები
სხვა სიახლეები
ჯანდაცვის სფეროში სახელმწიფოსა და ბიზნესის თანამშრომლობის მთავარი პრინციპი პაციენტის ინტერესების დაცვაა - მიხეილ სარჯველაძე
16.11.2026.17:51
ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ ბიზნესასოციაციის კონფერენციის - „ბიზნესგარემო საქართველოში, დიალოგი მთავრობასა და ბიზნესს შორის“ ფარგლებში, პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა.
მინისტრმა ჯანდაცვის სფეროში სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობაზე, გამოწვევებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.
უწყების ხელმძღვანელის განცხადებით, ჯანდაცვის სფეროში ბიზნესთან თანამშრომლობა განსაკუთრებულ მიდგომას საჭიროებს. მისივე თქმით, ჯანდაცვის სისტემაში ჩართული ყველა მხარე პაციენტის საუკეთესო ინტერესებით უნდა ხელმძღვანელობდეს.
მიხეილ სარჯველაძემ დისკუსიისას განსაკუთრებული ყურადღება ფარმაცევტული პროდუქტების ფასწარმოქმნის საკითხს დაუთმო და აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით მნიშვნელოვანია სახელმწიფოსა და ბიზნესს შორის აქტიური თანამშრომლობა და მუდმივი კომუნიკაცია, რათა ფასებთან დაკავშირებული საკითხები სათანადოდ იყოს შესწავლილი და გათვალისწინებული.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა სახელმწიფოსა და ბიზნესს შორის უწყვეტი დიალოგის მნიშვნელობას ასევე - შრომის ინსპექციის სამსახურის საქმიანობის შედეგად სამუშაო ადგილებზე შრომის უსაფრთხოების სტანდარტების გაუმჯობესებასა და უსაფრთხო სამუშაო გარემოს უზრუნველყოფის მიმართულებით მიღწეულ პროგრესს.
ღონისძიებას, რომელიც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გახსნა, საქართველოს მთავრობის, პარლამენტის წევრები და ბიზნესსექტორის წარმომადგენლები დაესწრნენ.