როგორ ნაწილდება ბაზარი და რა მოგება მიიღო ჰოსპიტალურმა სექტორმა - გალტ & თაგარტი
ჯანდაცვის სექტორის საოპერაციო და ფინანსური ეფექტურობის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი მასშტაბის მიღწევაა, თუმცა სექტორი კვლავ ფრაგმენტულია, - ამის შესახებ გალტ & თაგარტის მიმოხილვაშია ნათქვამი, რომელშიც საქართველოს ჯანდაცვის სისტემაში შექმნილი ვითარებაა შეფასებული.
2022 წელს, საყოველთაო ჯანდაცვა კერძო ჯანდაცვის სექტორის შემოსავლების ნახევარს, 1.4 მლრდ ლარს შეადგენს.
ბაზრის წილი ჰოსპიტალიზაციების მიხედვით, (2021 წელი) ასე ნაწილდება:
ევექსი - 16.7%;
ავერსი - 6.9%;
ჯეო ჰოსპიტალსი - 5.5%;
ინგოროყვას კლინიკა - 2.1%;
ვივო მედიქალ ჯგუფი - 1.8%;
ნიუ ჰოსპიტალსი - 1.7%;
ბათუმის სამედიცინო ცენტრი - 1.7%.
სხვა 63.7%
ბაზრის წილი შემოსავლების მიხედვით (2021 წელი)
ევექსი - 13.4%;
ავერსი - 7.5%;
ჯეო ჰოსპიტალსი - 3.1%
ვივო მედიქალ ჯგუფი - 2,8%;
ნიუ ჰოსპიტალსი - 2.3%;
თოდუას კლინიკა - 2.1%;
ღუდუშაურის კლინიკა - 1.4%.
„საქართველოს ჰოსპიტალური სექტორი დაბალი ეფექტურობით ხასიათდება. საავადმყოფო საწოლების რაოდენობა 2021 წელს 1,000 ადამიანზე 5.6-ს შეადგენდა, რაც შესადარის და მაღალშემოსავლიანი ქვეყნების მაჩვენებელს აღემატება. საწოლების ჭარბი რაოდენობის გამო, მათი დატვირთულობა პანდემიის პირობებშიც დაბალ დონეზე შენარჩუნდა (55% 2021 წელს).
ჯანდაცვის სექტორის მომგებიანობა 2021 წელს, წინა წლებისგან განსხვავებით, გაუმჯობესდა (ძირითადად, სახელმწიფოს მხრიდან COVID-19-ის მენეჯმენტისთვის გაწეული დანახარჯების შედეგად). წლის განმავლობაში სექტორის EBITDA მარჟა 17.1%-ს გაუტოლდა, წმინდა მოგების მარჟა კი 14.6%-ს. DRG მოდელის შემოღებასთან ერთად, მომგებიანობის ჯანსაღ დონეზე დასტაბილურებაა მოსალდონელი“, - ამის შესახებ გალტ & თაგარტის მიმოხილვაშია ნათქვამი.
სხვა სიახლეები
მიხეილ სარჯველაძემ ბერლინში, გერმანია–აღმოსავლეთ ევროპის ჯანმრთელობის მე-9 ფორუმის ფარგლებში გამართულ მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა
09.10.2026.17:07
ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ ბერლინში, გერმანია–აღმოსავლეთ ევროპის ჯანმრთელობის მე-9 ფორუმის ფარგლებში გამართულ მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა.
მინისტრმა საქართველოს ჯანდაცვის სისტემაში განხორციელებულ რეფორმებზე ისაუბრა და ყურადღება გაამახვილა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის შედეგებზე, მედიკამენტების ფასების რეგულირებასა და პირველადი ჯანდაცვის გაძლიერებაზე. აღნიშნა, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით მოსახლეობის 95%-ზე მეტი სარგებლობს, ხოლო მედიკამენტებზე რეფერენტული ფასების მექანიზმის ამოქმედების შემდეგ წამლის ფასი საშუალოდ 40%-ით შემცირდა.
მიხეილ სარჯველაძემ ასევე ისაუბრა პირველადი ჯანდაცვის ახალ მოდელზე, რომელიც პრევენციას, დაავადებების ადრეულ გამოვლენასა და ქრონიკული დაავადებების ეფექტიან მართვას ითვალისწინებს.
მინისტრმა ხაზი გაუსვა გერმანიასთან თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობას და სამედიცინო დაწესებულებებს, უნივერსიტეტებსა და კვლევით ორგანიზაციებს შორის პარტნიორობის განვითარების შესაძლებლობებს. თანამშრომლობის მნიშვნელოვან მიმართულებებად დასახელდა სამედიცინო მომსახურების ხარისხი, ქრონიკული დაავადებების მართვა, ინოვაციური მედიკამენტები, კლინიკური კვლევები და სამედიცინო პერსონალის პროფესიული განვითარება.
შეხვედრას გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ალექსანდრე კარტოზია, ასევე სხვადასხვა ქვეყნის მინისტრები და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.