სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო
დღეიდან, ქვეყნის მასშტაბით, სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
სამინისტროს ინფორმაციითვე, იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, საქართველომ, Abbott Biologicals B.V.-ის წარმოების, ოთხ-კომპონენტიანი ვაქცინა შეიძინა, რომელიც ერთ-ერთია ჯანმოს მიერ რეკომენდებულ ვაქცინებს შორის. ვაქცინა მორგებულია იმ შტამებზე, რომელთა ცირკულაცია მოსალოდნელია გრიპის სეზონზე.
„გრიპის ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია რისკ ჯგუფებს, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ჩაუტარდებათ.
გრიპის სეზონისათვის ქვეყანაში გრიპის ვაქცინაციის მიზნით მაღალი რისკის ჯგუფებად განისაზღვრა: დიაბეტის მქონე პირები; დიალიზზე მყოფი პირები; C ჰეპატიტის მქონე პირები,აივ ინფექცია/შიდსისა და ორგანოგადანერგილი და მუკოვისციდოზის დაავადების მქონე პირები.
აგრეთვე, 60 წლის და უფროსი ასაკის ხანდაზმული პირები; ორსულები; ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების (სკოლები) პედაგოგები; ბავშვთა (მ.შ. მცირე საოჯახო ტიპის) და მოხუცთა თავშესაფრების ბენეფიციარები და მათი მომვლელი პერსონალი; სავალდებულო ვაქცინაციას დაქვემდებარებული მედპერსონალი და სხვ.
4 ნოემბრიდან კი, სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, ყველა მსურველისთვის უფასოა.
აცრა ვაქცინაციის სერვისის მიმწოდებელ სამედიცინო დაწესებულებებში 6 თვის ასაკიდანაა შესაძლებელი და ბენეფიციარებისთვის სრულად უფასოა.
დაწესებულებების ბმული: https://ncdc.ge/#/pages/content/666ecf18-b8a9-446b-8a9d-f48cfb1e6c22“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
სხვა სიახლეები
კავკასიის მედიცინის ცენტრის განახლებული სამკურნალო-დიაგნოსტიკური ჰაბი - სივრცე, სადაც „მთავარი შენ ხარ“
08.06.2026.15:14
JCI აკრედიტებულმა კავკასიის მედიცინის ცენტრმა (CMC) განახლებული სამკურნალო-დიაგნოსტიკური ჰაბი გახსნა - სივრცე, რომელიც სრულიად ახალ მასშტაბსა და პაციენტზე მორგებულ გამოცდილებას შექმნის.
კავკასიის მედიცინის ცენტრის მრავალპროფილური სამედიცინო ეკოსისტემა განახლებული ჰაბის ფორმატში პაციენტს მომსახურების უფრო ინტეგრირებულ, თანამედროვე მოდელს სთავაზობს. ერთ სივრცეში წარმოდგენილი 30-მდე საერთაშორისო სტანდარტის სამედიცინო სერვისის ერთობლიობა უზრუნველყოფს კონსულტაციის, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის ყოველი ეტაპი პაციენტისთვის მაქსიმალურად მარტივად და კოორდინირებულად წარიმართოს. ჰაბის უმთავრესი უპირატესობა მულტიდისციპლინური მუშაობის მოდელია - სხვადასხვა დარგის წამყვანი ექიმები კონსილიუმის პრინციპით ერთიანდებიან, რათა თითოეული პაციენტისთვის მკურნალობის გეგმა სწრაფად და კოორდინირებულად განისაზღვროს.
ცენტრი აქტიურად ავითარებს ციფრულ სერვისებსაც. ონლაინ პლატფორმა www.cmchospital.geპაციენტებს აძლევს შესაძლებლობას, დისტანციურად დაჯავშნონ ექიმთან ვიზიტები და კვლევები, რაც ადგილზე სერვისების მიღებას ბევრად სწრაფს, მოქნილსა და კომფორტულს ხდის. ციფრული პირადი კაბინეტი კი ყველა სამედიცინო დოკუმენტს და ჩატარებულ კვლევას ერთ სივრცეში აერთიანებს.
განახლებული სამკურნალო-დიაგნოსტიკური ჰაბის დიზაინი ბუნებასთან დაკავშირებული ვიზუალური ელემენტების გამოყენებით არის შექმნილი. სივრცის კონცეფცია მიზნად ისახავს პაციენტისთვის უფრო მშვიდი, კომფორტული გარემოს შექმნას და განსხვავებული გამოცდილების გაზიარებას.
გარემოსა და მომსახურების განახლებული მიდგომა დაედო საფუძვლად კავკასიის მედიცინის ცენტრის ახალ საკომუნიკაციო კამპანიასაც - „მთავარი შენ ხარ“. გზავნილი გამოხატავს ცენტრის მნიშვნელოვან პრინციპს, რომლის მიხედვითაც სამედიცინო პროცესის ცენტრში პაციენტი და მისი ინდივიდუალური საჭიროებები დგას. ამ ხედვის გარშემო ერთიანდება წამყვანი სამედიცინო პროფესიონალების გუნდი, რომელიც პაციენტს ცხოვრების ყველა ეტაპზე თან ახლავს - როგორც სანდო მრჩეველი და მაღალი სტანდარტის სამედიცინო მომსახურების უზრუნველმყოფელი.
კავკასიის მედიცინის ცენტრი ადამიანის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაზე ზრუნვას ჰოლისტური მიდგომით აერთიანებს და ჯანმრთელობის მართვას, ერთიან, უწყვეტ პროცესად განიხილავს. მაღალტექნოლოგიური ამბულატორიულ-დიაგნოსტიკური ჰაბი და ძლიერი ქირურგიული სერვისები ერთ სივრცეში ქმნის უნიკალურ სამედიცინო ეკოსისტემას, რაც პაციენტს საშუალებას აძლევს დროულად, კომფორტულად და ხარისხიანად მიიღოს სრულყოფილი სამედიცინო დახმარება. კავკასიის მედიცინის ცენტრი უწყვეტ რეჟიმში განაგრძობს სერვისების განვითარებას და ინოვაციურ განახლებას, რათა მუდმივად გააუმჯობესოს პაციენტზე ორიენტირებული სამედიცინო გამოცდილება.
კავკასიის მედიცინის ცენტრი - მთავარი შენ ხარ.