მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7186.2
0.0031
flag
AZN 1.5493
-0.0004
flag
CNY 38.905
0.0029
flag
EUR 3.0191
0.0119
flag
GBP 3.5568
0.0293
flag
KZT 55.87
0.0009
flag
TRY 0.056
0
flag
USD 2.6333
-0.0011
news banner

სწორი დიაგნოზის დასმა, ერთ-ერთი უმთავრესი ეტაპია, ჩვენთვის ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანია და ამ მიმართულებით, აქტიურად ვმუშაობთ - მიხეილ სარჯველაძე

news image
mbc image

„სწორი დიაგნოზის დასმა, მკურნალობის დასაგეგმად, ერთ-ერთი უმთავრესი ეტაპია, წინააღმდეგ შემთხვევაში, მის ეფექტიანობას აზრი ეკარგება.  შეცდომების თავიდან აცილება სწორედ ამ მომენტში უნდა მოხდეს - იქნება ეს ტექნოლოგიების გამოყენებით, მაღალი კვალიფიკაციით, თუ კონკრეტული პროცედურების ზუსტად გაწერით. მთავარია, რომ დიაგნოსტირების პროცესში, არ დავუშვათ ისეთი შეცდომებით, რომელთა არიდებაც შეიძლებოდა. ჩვენთვის, ეს არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი და სწორედ ამ მიმართულებით აქტიურად ვმუშაობთ“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა, პაციენტის უსაფრთხოების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, რომელიც 17 სექტემბერს, სხვა ქვეყნებთან ერთად, საქართველოშიც აღინიშნა.

ღონისძიებაზე,  ჯანდაცვის პოლიტიკის შემქმნელებმა, დარგობრივი ასოციაციებისა და უმაღლესი სასწავლებლების წარმომადგენლებმა, არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზე იმსჯელეს. ასევე, ისაუბრეს პაციენტის უსაფრთხოების გაუმჯობესებაში, სწორი და დროული დიაგნოსტიკის მნიშვნელობაზე.

მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, პაციენტის უსაფრთხოების უზრუნველყოფა გლობალური პრობლემაა და ბუნებრივია, მის არსებობას საქართველოც აცნობიერებს. როგორც ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, ამ მიმართულებით არსებული გამოწვევების დასაძლევად, ქვეყანამ, ძალიან სერიოზული ნაბიჯები გადადგა და მომავალშიც ასე გაგრძელდება.

„პაციენტების უსაფრთხოების გაზრდის მიზნით, სექტორის წარმომადგენლებს, ამ მიმართულებით, მოსაზრებების წარმოდგენა ვთხოვეთ. მათ საკმაოდ მრავლად, საკუთარი პერსპექტივიდან გაგვიზიარეს შეხედულებები, რომლებზე მუშაობამაც, შესაძლოა, პაციენტის უსაფრთხოებისთვის, კონკრეტული შედეგი მოიტანოს. ამ საკითხების სპექტრი ძალიან დიდია - დაწყებული სამაჯურებით, რომელიც შესაძლოა, გაუკეთდეს პაციენტს, რომ მის შესახებ სამედიცინო პერსონალს დეტალური ინფორმაცია ჰქონდეს და დამთავრებული საგანმანათლებლო სისტემებში, ისეთი კურიკულუმების შეტანით, რომელიც უკეთ მოამზადებს მომავალ ექიმებს“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

პაციენტთა უსაფრთხოების მსოფლიო დღე, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ, 2019 წელს დააწესა. მისი მიზანი პაციენტის უსაფრთხოების გაუმჯობესების ხელშეწყობა და ამ საკითხზე, საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაა. წელს, მსოფლიოს მასშტაბით, მთავარი გზავნილია „დიაგნოსტიკის გაუმჯობესება პაციენტის უსაფრთხოებისთვის“, რაც სწორი და დროული დიაგნოსტიკის კრიტიკულ მნიშვნელობას უსვამს ხაზს.

news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ჯანდაცვა
image კავკასიის მედიცინის ცენტრის განახლებული სამკურნალო-დიაგნოსტიკური ჰაბი - სივრცე, სადაც „მთავარი შენ ხარ“

08.06.2026.15:14

JCI აკრედიტებულმა კავკასიის მედიცინის ცენტრმა (CMC) განახლებული სამკურნალო-დიაგნოსტიკური ჰაბი გახსნა - სივრცე, რომელიც სრულიად ახალ მასშტაბსა და პაციენტზე მორგებულ გამოცდილებას შექმნის. 

კავკასიის მედიცინის ცენტრის მრავალპროფილური სამედიცინო ეკოსისტემა  განახლებული ჰაბის ფორმატში პაციენტს მომსახურების უფრო ინტეგრირებულ, თანამედროვე მოდელს სთავაზობს. ერთ სივრცეში წარმოდგენილი 30-მდე საერთაშორისო სტანდარტის სამედიცინო სერვისის ერთობლიობა უზრუნველყოფს კონსულტაციის, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის ყოველი ეტაპი პაციენტისთვის მაქსიმალურად მარტივად და კოორდინირებულად წარიმართოს. ჰაბის უმთავრესი უპირატესობა მულტიდისციპლინური მუშაობის მოდელია - სხვადასხვა დარგის წამყვანი ექიმები კონსილიუმის პრინციპით ერთიანდებიან, რათა თითოეული პაციენტისთვის მკურნალობის გეგმა სწრაფად და კოორდინირებულად განისაზღვროს. 

ცენტრი აქტიურად ავითარებს ციფრულ სერვისებსაც. ონლაინ პლატფორმა www.cmchospital.geპაციენტებს აძლევს შესაძლებლობას, დისტანციურად დაჯავშნონ ექიმთან ვიზიტები და კვლევები, რაც ადგილზე სერვისების მიღებას ბევრად სწრაფს, მოქნილსა და კომფორტულს ხდის. ციფრული პირადი კაბინეტი კი ყველა სამედიცინო დოკუმენტს და ჩატარებულ კვლევას ერთ სივრცეში აერთიანებს.

განახლებული სამკურნალო-დიაგნოსტიკური ჰაბის დიზაინი ბუნებასთან დაკავშირებული ვიზუალური ელემენტების გამოყენებით არის შექმნილი. სივრცის კონცეფცია მიზნად ისახავს პაციენტისთვის უფრო მშვიდი, კომფორტული გარემოს შექმნას და განსხვავებული გამოცდილების გაზიარებას. 

გარემოსა და მომსახურების განახლებული მიდგომა დაედო საფუძვლად კავკასიის მედიცინის ცენტრის ახალ საკომუნიკაციო კამპანიასაც - „მთავარი შენ ხარ“.  გზავნილი გამოხატავს ცენტრის მნიშვნელოვან პრინციპს, რომლის მიხედვითაც სამედიცინო პროცესის ცენტრში პაციენტი და მისი ინდივიდუალური საჭიროებები დგას.  ამ ხედვის გარშემო ერთიანდება წამყვანი სამედიცინო პროფესიონალების გუნდი, რომელიც პაციენტს ცხოვრების ყველა ეტაპზე თან ახლავს - როგორც სანდო მრჩეველი და მაღალი სტანდარტის სამედიცინო მომსახურების უზრუნველმყოფელი.   

კავკასიის მედიცინის ცენტრი ადამიანის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაზე ზრუნვას ჰოლისტური მიდგომით აერთიანებს და ჯანმრთელობის მართვას, ერთიან, უწყვეტ პროცესად განიხილავს. მაღალტექნოლოგიური ამბულატორიულ-დიაგნოსტიკური ჰაბი და ძლიერი ქირურგიული სერვისები ერთ სივრცეში ქმნის უნიკალურ სამედიცინო ეკოსისტემას, რაც პაციენტს საშუალებას აძლევს დროულად, კომფორტულად და ხარისხიანად მიიღოს სრულყოფილი სამედიცინო დახმარება.  კავკასიის მედიცინის ცენტრი უწყვეტ რეჟიმში განაგრძობს სერვისების განვითარებას და ინოვაციურ განახლებას, რათა მუდმივად გააუმჯობესოს პაციენტზე ორიენტირებული სამედიცინო გამოცდილება. 

კავკასიის მედიცინის ცენტრი - მთავარი შენ ხარ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა