2026 წელს ჩინეთი მზადაა, ორი ქვეყნის ლიდერების მნიშვნელოვანი კონსენსუსის გათვალისწინებით, ხელი შეუწყოს თანამშრომლობას პრეზიდენტ სი ძინფინგის „სარტყლისა და გზის“ ინიციატივისა და 4 გლობალური ინიციატივის ფარგლებში - ჩინეთის ელჩი
ჩინეთის ელჩი საქართველოში ჭოუ ციენი ორი ქვეყნის სამომავლო თანამშრომლობისა და მეგობრობის შესახებ აცხადებს. ელჩის თქმით, ჩინეთი და საქართველო კვლავ იქნებიან ნამდვილი მეგობრები და კარგი პარტნიორები.
„დამდეგ 2026 წელს, ჩინეთი მზადაა, ორი ქვეყნის ლიდერების მიერ მიღწეული მნიშვნელოვანი კონსენსუსის გათვალისწინებით, ხელი შეუწყოს ჩინეთ-საქართველოს შორის თანამშრომლობას პრეზიდენტ სი ძინფინგის „სარტყლისა და გზის“ ინიციატივისა და ოთხი გლობალური ინიციატივის ფარგლებში. ჩინეთ-საქართველო კვლავ იქნებიან ნამდვილი მეგობრები და კარგი პარტნიორები, რომლებიც მხარს დაუჭერენ ერთმანეთის ძირითად ინტერესებს, ერთად დაიცავენ საერთაშორისო სამართლიანობას და ხელს შეუწყობენ მშვიდობასა და განვითარებას", - აცხადებს ელჩი.
სხვა სიახლეები
სოფლის მეურნეობის კომიტეტმა საქართველოს 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი განიხილა
09.10.2026.17:03
საქართველოს პარლამენტის სოფლის მეურნეობის კომიტეტმა „საქართველოს 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" კანონპროექტი განიხილა, რომელიც სხდომაზე ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ წარადგინა.
მომხსენებელმა კომიტეტის წევრებს 2027 წლის ძირითადი მაკროეკონომიკური და ფისკალური პარამეტრები გააცნო. კომიტეტის საქმიანობის სფეროს გათვალისწინებით, განსაკუთრებული ყურადღება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიმართულებით გათვალისწინებულ დაფინანსებასა და პრიორიტეტებზე გაამახვილა.
გიორგი კაკაურიძის ინფორმაციით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაფინანსება გაზრდილია 90 მილიონი ლარით და 1 მილიარდ 15 მილიონ ლარს შეადგენს. მისივე თქმით, სურსათის უვნებლობისა და მცენარეთა დაცვის მიმართულებით გამოყოფილია - 99 მილიონ ლარამდე, მევენახეობა-მეღვინეობის განვითარებისთვის - 105 მილიონი ლარი, ერთიანი აგროპროექტისთვის - 313 მილიონ ლარამდე, ხოლო სამელიორაციო სისტემების მოდერნიზაციისთვის - 223 მილიონი ლარი.
პროექტის წარდგენის შემდეგ, ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ კომიტეტის წევრების შეკითხვებს უპასუხა.
სხდომას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეები - ზურაბ ეზუგბაია და ლაშა ავალიანი ესწრებოდნენ. მათ სამინისტროს პრიორიტეტულ მიმართულებებზე ისაუბრეს და შესაბამისი სფეროების განვითარების ძირითადი საკითხები მიმოიხილეს.
სოფლის მეურნეობის კომიტეტმა „საქართველოს 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" კანონპროექტს მხარი დაუჭირა.