მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7172
-0.0088
flag
AZN 1.5298
-0.0007
flag
CNY 38.855
0.0037
flag
EUR 2.9154
0.0054
flag
GBP 3.4415
0.0073
flag
KZT 57.3
-0.0048
flag
TRY 0.0527
-0.0002
flag
USD 2.6005
-0.0014
news banner

ანტიკორუფციული მიმართულებით ბოლომდე აღმოფხვრილი უნდა იყოს კორუფცია და ადამიანებმა უნდა დაიჯერონ, რომ შეიძლება იყო მაღალი თანამდებობის პირი და არანაირი კორუფციული გარიგების თანამონაწილე არცერთ მომენტში არ იყო - მამუკა მდინარაძე

news image
mbc image

ანტიკორუფციული მიმართულებით პრაქტიკულად ბოლომდე აღმოფხვრილი უნდა იყოს კორუფცია და ადამიანებმა უნდა დაიჯერონ, რომ შეიძლება იყო მაღალი თანამდებობის პირი და კორუფციული არანაირი გარიგების თანამონაწილე არცერთ მომენტში არ იყო, - განაცხადა სუს-ის უფროსმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან. 

„როგორ შეგპირდეთ, რომ სუს-ი ბოლომდე გახსნილი იქნება, როგორც ქართველები ვიტყვით ხოლმე, ჩემ მტერს ბოლომდე გახსნილი უსაფრთხოების სამსახური. თავისი ფუნქცია აქვს მას თითოეულ რგოლში და ვფიქრობ, რომ თავისი ფუნქციების შესრულების დროს, სპეცსამსახურების ნიშა, საიდუმლო ნაწილი ძალიან, ძალიან მნიშვნელოვანია. თუმცა, მეტ გახსნილობას შემიძლია დაგპირდეთ. 

დღესაც კი, უსაფრთხოების სამსახური შეიძლება ასოცირდებოდეს მოსმენასთან და მსგავს საკითხებთან. კანონიერი მოსმენა, შეიძლება იყო სუს-ის საქმიანობის ნული მთელი რაღაც პროცენტი. შესაბამისად, იმდენად დიდია ფუნქციონალი თითოეული რგოლისა. ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ანტიტერორისტული, სადაზვერვო, კონტრდაზვერვის, ანტიკორუფციული მიმართულება გვაქვს, სადაც ჩვენ სერიოზული შედეგები უნდა გვქონდეს. მაგალითად, ანტიკორუფციული მიმართულებით პრაქტიკულად ბოლომდე აღმოფხვრილი უნდა იყოს კორუფცია და ადამიანებმა უნდა დაიჯერონ, რომ შეიძლება იყო მაღალი თანამდებობის პირი და კორუფციული არანაირი გარიგების თანამონაწილე არცერთ მომენტში არ იყო. ეს შესაძლებელია, ეს უნდა დაიჯეროს ხალხმა და ეს უნდა უზრუნველვყოთ რეალური მოქმედებებით, არა ზედმეტი სიხისტით და ზედმეტად მკაცრი და საჩვენებელი მიდგომებით, არამედ რეალური ბრძოლით კორუფციასთან“, - აღნიშნა მდინარაძემ.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

პოლიტიკა
image სოფლის მეურნეობის კომიტეტმა საქართველოს 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი განიხილა

09.10.2026.17:03

საქართველოს პარლამენტის სოფლის მეურნეობის კომიტეტმა „საქართველოს 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" კანონპროექტი განიხილა, რომელიც სხდომაზე ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ წარადგინა.

მომხსენებელმა კომიტეტის წევრებს 2027 წლის ძირითადი მაკროეკონომიკური და ფისკალური პარამეტრები გააცნო. კომიტეტის საქმიანობის სფეროს გათვალისწინებით, განსაკუთრებული ყურადღება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიმართულებით გათვალისწინებულ დაფინანსებასა და პრიორიტეტებზე გაამახვილა.

გიორგი კაკაურიძის ინფორმაციით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაფინანსება გაზრდილია 90 მილიონი ლარით და 1 მილიარდ 15 მილიონ ლარს შეადგენს. მისივე თქმით, სურსათის უვნებლობისა და მცენარეთა დაცვის მიმართულებით გამოყოფილია - 99 მილიონ ლარამდე, მევენახეობა-მეღვინეობის განვითარებისთვის - 105 მილიონი ლარი, ერთიანი აგროპროექტისთვის - 313 მილიონ ლარამდე, ხოლო სამელიორაციო სისტემების მოდერნიზაციისთვის - 223 მილიონი ლარი.

პროექტის წარდგენის შემდეგ, ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ კომიტეტის წევრების შეკითხვებს უპასუხა.

სხდომას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეები - ზურაბ ეზუგბაია და ლაშა ავალიანი ესწრებოდნენ. მათ სამინისტროს პრიორიტეტულ მიმართულებებზე ისაუბრეს და შესაბამისი სფეროების განვითარების ძირითადი საკითხები მიმოიხილეს.

სოფლის მეურნეობის კომიტეტმა „საქართველოს 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" კანონპროექტს მხარი დაუჭირა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა