აზერბაიჯანი და საქართველო ტრანსსასაზღვრო წყალსაცავის ერთობლივ გამოყენებაზე შეთანხმდნენ
აზერბაიჯანისა და საქართველოს საზღვარზე მდებარე ჯანდარგელის წყალსაცავის ერთობლივი გამოყენების შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა.
აზერბაიჯანული მედიის ცნობით, დოკუმენტს ხელი საქართველოში აზერბაიჯანის მელიორაციისა და წყალმომარაგების OJSC-ის წარმომადგენლების ვიზიტის დროს მოეწერა. დელეგაციას აზერბაიჯანის მელიორაციის თავმჯდომარის მოადგილე ზაქირ გულიევი ხელმძღვანელობდა.
ვიზიტი შპს „საქართველოს მელიორაციის“ მოწვევით შედგა. ვიზიტის ფარგლებში გაფორმდა შესაბამისი ხელშეკრულება წყალსაცავის ერთობლივი გამოყენების შესახებ, მოხდა გარდაბნის სარწყავი სისტემების შემოწმება.
სხვა სიახლეები
პარლამენტმა მხარი დაუჭირა ცვლილებას, რომელიც 2025 წლის 17 დეკემბრამდე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხული პირების სწავლის დაფინანსების საკითხს შეეხება
14.05.2026.15:15
პარლამენტმა „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი მესამე მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და 77 ხმით მხარი დაუჭირა.
საკანონმდებლო ცვლილების თანახმად, 2025 წლის 17 დეკემბრამდე ჩარიცხულ სტუდენტებს გარდამავალ პერიოდში (2030-2031 სასწავლო წლის ჩათვლით) შეუნარჩუნდებათ არა მხოლოდ უკვე მოპოვებული დაფინანსება, არამედ მიეცემათ მისი მოპოვებისა და გაუმჯობესების შესაძლებლობაც.
პარლამენტის მიერ მიღებული ცვლილება სრულად უზრუნველყოფს სახელმწიფო საგრანტო კონკურსებში სტუდენტების მონაწილეობას და სოციალური პროგრამებით სარგებლობას.
საკანონმდებლო ცვლილების ავტორია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, ინიციატორი კი - საქართველოს მთავრობა.