მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7267.8
-0.0018
flag
AZN 1.5776
-0.0014
flag
CNY 39.488
-0.0006
flag
EUR 3.1404
-0.019
flag
GBP 3.6245
-0.0235
flag
KZT 57.11
-0.0078
flag
TRY 0.059
-0.0002
flag
USD 2.6818
-0.0025
news banner

აზერბაიჯანის სატრანზიტო როლი და ფუნქცია საქართველოს გარეშე, რა თქმა უნდა წარმოუდგენელია - მაკა ბოჭორიშვილი

news image

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა გადაცემაში "იმედის კვირა" აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის საქართველოში განხორციელებული სახელმწიფო ვიზიტი შეაფასა: "ეს პირველ რიგში ქმნის შესაძლებლობებს იმისა, რომ ჩვენ ერთობლივად ვიმუშაოთ სწორედ შუა დერეფნის განვითარების, ევროპასა და აზიას შორის დაკავშირებადობის კონტექსტში და ამ კონტექსტში, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი იყო პრეზიდენტ ალიევის ვიზიტი საქართველოში."

საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ყურადღება გაამახვილა პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებლისა და საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის და პრეზიდენტ ალიევის შეხვერდის მნიშვნელობაზე.

"ბიძინა ივანიშვილის როლზე აღარ დავიწყებ საუბარს, თუ რა როლი აქვს მას ქართულ პოლიტიკაში და რა როლი აქვს მას პირადად სწორედ იმ პოლიტიკაში, რომელმაც ქვეყანას შეუნარჩუნა მშვიდობა იმ ტურბულენტურ დროს, რა დროშიც ჩვენ გვიწევს ცხოვრება და მუშაობა და რა თქმა უნდა, ამ კონტექსტში ძალიან მნიშვნელოვანი იყო, სწორედ ბატონ ბიძინა ივანიშვილთან პრეზიდენტ ალიევის შეხვედრა.

ჩვენ შარშან ვიმყოფებოდით არაერთხელ თურქმენეთში, ყაზახეთში, უზბეკეთში; ასევე, ვგეგმავთ ვიზიტებს ტაჯიკეთსა და ყირგიზეთში, იმისათვის რომ ცენტრალური აზიის ხუთივე ქვეყანასთან თანამშროლობას ჰქონდეს ინტენსიური სახე. სულ ცოტა ხნის წინ აზერბაიჯანი ჩაერთო ამ ფორმატში და ეს ფორმატი ერთგვარად იქცა ექვს სახელმწიფოს თანამშრომლობის ფორმატად. ეს ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან აზერბაიჯანის სატრანზიტო როლი და ფუნქცია საქართველოს გარეშე, რა თქმა უნდა წარმოუდგენელია," - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

მინისტრმა ვრცლად ისაუბრა საქართველოს მნიშვნელოვან როლსა და უნიკალურ უპირატესობებზეც.

"საქართველოს ამ შემთხვევაში არაფერი დაუკარგავს, საქართველოს ფუნქციას და საჭიროებას ვერავინ და ვერაფერი ჩაანაცვლებს. აქედან გამომდინარე, ღიმილისმომგვრელია,  როცა ევროკავშირი დაკავშირებადობაზე საუბრობს, ღონისძიებებს აწყობს და იქ მთავარი ქვეყანა, ვისი მეშვეობითაც ხდება დაკავშირებადობა, არ არის მოწვეული. აქ მხოლოდ და მხოლოდ ევროპა წააგებს.

,,საქართველოს აქვს დიდი უპირატესობები, უნიკალური უპირატესობები, რასაც ვერაფერი და ვერავინ ვერ ჩაანაცვლებს. საქართველოს აქვს გასასვლელი ზღვაზე და ეს ძალიან მნიშვნელოვანი პლიუსია და რა თქმა უნდა, ამ შესაძლებლობების გამოყენება ჩვენს მეზობლებთან და მეგობრებთან თანამშრომლობით, კიდევ უფრო უკეთ უნდა მოვახდინოთ. შესაბამისად, რაიმე სახის სპეკულაციები საქართველოს როლთან დაკავშირებით უბრალოდ უვიცობაა, მეტი არაფერი. რუკას ვინც კარგად შეხედავს, ძალიან ცხადად ჩანს რა როლს ასრულებს საქართველო რეგიონული თანამშრომლობის კონტექსტში," - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.

news banner
გვანცა მახარაძე ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

პოლიტიკა
image საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი საქართველოში გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (UNHCR) წარმომადგენელ ანა რიჩს შეხვდა

13.05.2026.16:31

ლევან ჟორჟოლიანმა ანა რიჩს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა.

შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოსა და გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის ოფისს (UNHCR) შორის არსებულ თანამშრომლობაზე. აღინიშნა გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის თბილისის ოფისის ჩართულობის მნიშვნელობა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული მდგომარეობის გაუმჯობესების კუთხით.

შეხვედრაზე ასევე იმსჯელეს საქართველოსა და UNHCR-ს შორის პარტნიორობის შემდგომი გაღრმავების გზებზე. UNHCR-ის წარმომადგენელმა გრანტების გამჭვირვალობის მიმართულებით საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა