მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7186.2
0.0031
flag
AZN 1.5493
-0.0004
flag
CNY 38.905
0.0029
flag
EUR 3.0191
0.0119
flag
GBP 3.5568
0.0293
flag
KZT 55.87
0.0009
flag
TRY 0.056
0
flag
USD 2.6333
-0.0011
news banner

ბექა მიქაუტაძე დედაქალაქის მერის მიერ „რევმატოიდული ართრიტის სამკურნალო მედიკამენტების დაფინანსების“ პროგრამასთან დაკავშირებულ განცხადებას ეხმაურება

news image
mbc image

თბილისის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ბექა მიქაუტაძე დედაქალაქის მერის, კახა კალაძის, მიერ „რევმატოიდული ართრიტის სამკურნალო მედიკამენტების დაფინანსების“ პროგრამასთან დაკავშირებულ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება. 

ბექა მიქაუტაძის თქმით, თბილისის მერია რევმატოიდული ართრიტის სამკურნალო მედიკამენტების დაფინანსების პროგრამას 1 სექტემბრიდან წარმატებით ახორციელებს და ძვირადღირებული მედიკამენტები ასზე მეტ მოქალაქეს უკვე დაუფინანსდა. 

„აღნიშნული ქვეპროგრამა მიზნად რევმატოიდული ართრიტით დაავადებული მოქალაქეების მკურნალობის უზრუნველყოფას ისახავს, რაც დაავადების პროგრესირების შესაჩერებლად და პაციენტთა ცხოვრების ხარისხის გასაუმჯობესებლად უკიდურესად მნიშვნელოვანია“, - განაცხადა ბექა მიქაუტაძემ.

აღსანიშნავია, რომ „რევმატოიდული ართრიტის სამკურნალო მედიკამენტების დაფინანსების“ პროგრამის მოქმედების დაწყებიდან თბილისის მერიამ რევმატოიდული ართრიტის სამკურნალო ძვირადღირებული მედიკამენტი „აქტემრა“ უკვე 129 მოქალაქეს დაუფინანსა. 

პროგრამა სამ თვეში ერთხელ, „აქტემრას“ მისაღებად საჭირო მატერიალიზებული ვაუჩერის გაცემას ითვალისწინებს, რომლითაც მოქალაქეზე აფთიაქში მედიკამენტი გაიცემა. სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებულ პირებს, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 150 000-ს, მედიკამენტი სრულად, 100%-ით, უფინანსდებათ, ხოლო ყველა სხვა მოსარგებლეს - 80%-ით. 

მოქალაქემ მედიკამენტის დასაფინანსებლად საჭირო მატერიალიზებული ვაუჩერის მისაღებად შესაბამისი საბუთებით ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურს უნდა მიმართოს. 

თბილისის მერიის პროგრამაში ჩართვის შესაძლებლობა აქვთ რევმატოიდული ართრიტის დიაგნოზის მქონე საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც განცხადებით მიმართვამდე ბოლო 2 წლის განმავლობაში უწყვეტად და ამავდროულად პროგრამაში ჩართვის დროისთვის თბილისის მუნიციპალიტეტში არიან რეგისტრირებული. 

რევმატოიდული ართრიტი ქრონიკული, პროგრესირებადი ავტოიმუნური დაავადებაა, მედიკამენტოზური მკურნალობის საფუძველზე კი შესაძლებელია დაავადების პროგრესის შეჩერება და მისი რემისიის ეტაპზე გადასვლა.

 
news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

პოლიტიკა
image საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი თურქმენეთის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარის მოადგილეებს შეხვდა

16.07.2026.15:46

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი თურქმენეთის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარის მოადგილეებს შეხვდა, რომლებიც საქართველოში თურქმენეთის პრეზიდენტ სერდარ ბერდიმუჰამედოვის სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში იმყოფებიან.
საუბარი შეეხო სხვადასხვა სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის, მათ შორის, პოლიტიკური და ეკონომიკური კავშირების გაღრმავების შესაძლებლობებს. 
მხარეებმა განიხილეს შუა დერეფნის განვითარების პერსპექტივები. ყურადღება გამახვილდა საქართველოს მნიშვნელოვან როლზე შუა დერეფანში. ლევან ჟორჟოლიანმა თურქმენეთის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარის მოადგილეებთან შეხვედრებზე იმ მნიშვნელოვან საინვესტიციო პროექტებზე ისაუბრა, რომლებსაც საქართველოს მთავრობა ტრანსკასპიური დერეფნის განვითარების მიმართულებით ახორციელებს. 
მთავრობის ადმინისტრაციის უფროსთან შეხვედრებში  მონაწილეობდნენ თურქმენეთის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარის მოადგილეები ეკონომიკური მიმართულებით - გუვანჩ აგაჯანოვი, ბათირ ანაიევი და ნოკერგული ატაგულიევი, ასევე თურქმენეთის ვაჭრობისა და საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების მინისტრი ნაზარ აგაჰანოვი.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა