მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7185.7
-0.0005
flag
AZN 1.5489
-0.0004
flag
CNY 38.826
-0.0079
flag
EUR 3.01
-0.0091
flag
GBP 3.5362
-0.0206
flag
KZT 55.76
-0.0011
flag
TRY 0.0558
-0.0002
flag
USD 2.6327
-0.0006
news banner

ჩინეთში ვიზიტის ფარგლებში ხელი მოეწერება ახალ, უმნიშვნელოვანეს ორმხრივ შეთანხმებებს, რომლებიც კიდევ უფრო გაამყარებს როგორც სავაჭრო ეკონომიკურ, ისე ხალხთა შორის ურთიერთობებს ორ ქვეყანას შორის - მარიამ ქვრივიშვილი

news image
mbc image

„საქართველო  საპატიო სტუმრის სტატუსით პირველად წარდგება  ჩინეთის უმსხვილეს იმპორტის საერთაშორისო გამოფენაზე - ჩვენთან ერთად მოემგზავრება 40-მდე ქართული კომპანია, რომლებსაც შესაძლებლობა ექნებათ, საქართველოში წარმოებული პროდუქციის პოპულარიზაცია მოახდინონ საერთაშორისო გამოფენის ფარგლებში" - ამის შესახებ მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა, რომელიც, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტის ფარგლებში, ქართულ დელეგაციასთან ერთად, შანხაიში გაემგზავრა.

ეკონომიკის მინისტრის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში,  პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით,  გაიმართება არაერთი მაღალი რანგის შეხვედრა, მათ შორის ჩინეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრთან, ასევე ხელი მოეწერება ახალ, უმნიშვნელოვანეს ორმხრივ შეთანხმებებს, რომლებიც კიდევ უფრო გაამყარებს როგორც სავაჭრო ეკონომიკუ, ისე ხალხთა შორის ურთიერთობებ ორ ქვეყანას შორის.

„ჩვენთვის უმნიშვნელოვანეს ამოცანას წარმოადგენს, რომ მოხდეს ქართული პროდუქციის ექსპორტი და ამ პლატფორმას ჩვენ გამოვიყენებთ იმისთვის, რომ ვნახოთ კიდევ უფრო მეტი ქართული პროდუქცია ჩინეთის ბაზარზე", - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

ჩინეთში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ხელს მოაწერს რამდენიმე ურთიერთგაგების მემორანდუმს, მათ შორის, ჩინეთის სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციასთან, ჩინეთის ვაჭრობის სამინისტროსა და ჩინეთის ეროვნული განვითარებისა და რეფორმების კომისიასთან. 

საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანხმხლებ დელეგაციაში არიან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი, ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

პოლიტიკა

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა