მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7206
-0.0073
flag
AZN 1.5623
-0.0002
flag
CNY 39.301
-0.0006
flag
EUR 3.0835
-0.0013
flag
GBP 3.5646
-0.0028
flag
KZT 54.51
0.0027
flag
TRY 0.0574
0
flag
USD 2.6554
-0.0009
news banner

ჩინეთში ვიზიტის ფარგლებში შედგება პრემიერ-მინისტრების შეხვედრა, რაც პოლიტიკურად მნიშვნელოვანია ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა საკითხების განხილვებისთვის და ურთიერთობების გაძლიერებისთვის - მაკა ბოჭორიშვილი

news image
mbc image
ჩინეთში ვიზიტის ფარგლებში  შედგება პრემიერ-მინისტრების შეხვედრა, რაც პოლიტიკურად მნიშვნელოვანია ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა საკითხების განხილვებისთვის და ურთიერთობების გაძლიერებისთვის, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ჩინეთში პრემიერ-მინისტრის ვიზიტთან დაკავშირებით განაცხადა.
 
მისი თქმით, ვიზიტის ფარგლებში ჩინეთსა და საქართველოს შორის  ხელი მოეწერება რამდენიმე შეთანხმებას სხვადასხვა სფეროებში თანამშრომლობის შესახებ. 
 
„ჩინეთში ხორციელდება პრემიერ-მინისტრის ვიზიტი. შანხაიში გაიმართება გამოფენა, რომელშიც საქართველო მიიღებს მონაწილეობას, როგორც საპატიო სტუმარი. ეს არის ძალიან კარგი შესაძლებლობა საქართველოსა და ჩინეთის ეკონომიკური კავშირების გასაძლიერებლად და გასაღრმავებლად. ამ გამოფენის ფარგლებში შედგება პრემიერ-მინისტრების შეხვედრა, რაც პოლიტიკურად მნიშვნელოვანია ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა საკითხების განხილვებისთვის და ურთიერთობების გაძლიერებისთვის. ვიზიტის ფარგლებში ხელი მოეწერება რამდენიმე შეთანხმებას, ჩინეთსა და საქართველოს შორის სხვადასხვა სფეროებში თანამშრომლობის შესახებ. ეს ვიზიტი იქნება კარგი შესაძლებლობა, ორ ქვეყანას შორის მჭიდრო ეკონომიკური კავშირების გასაღრმავებლად", - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

პოლიტიკა
image მაკა ბოჭორიშვილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ეთნიკურ საკითხთა ეროვნული კომისიის კომისარ ცინ იჭის შეხვდა

16.06.2026.19:50

2026 წლის 16 ივნისს, ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა შეხვედრა გამართა საქართველოში ვიზიტით მყოფ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ეთნიკურ საკითხთა ეროვნული კომისიის (NEAC) კომისარ ცინ იჭისთან.

საუბარი შეეხო საქართველო-ჩინეთს შორის ორმხრივი ურთიერთობების დინამიკას და ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში თანამშრომლობის გაღრმავების პოტენციალს სხვადასხვა სფეროში.

ყურადღება გამახვილდა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ეთნიკურ საკითხთა ეროვნულ კომისიას შორის თანამშრომლობის მნიშვნელობაზე.

შეხვედრის ფარგლებში, ხაზგასმით აღინიშნა პოლიტიკური დიალოგის მაღალ დონეზე შენარჩუნება და ჩინეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის, ხოლო საქართველოს მხრიდან ერთიანი ჩინეთის პოლიტიკის მხარდაჭერა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა