მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7143.2
-0.0025
flag
AZN 1.5389
-0.0007
flag
CNY 38.803
-0.0004
flag
EUR 3.0233
0.0042
flag
GBP 3.5395
0.0077
flag
KZT 56.41
0.0015
flag
TRY 0.0546
-0.0002
flag
USD 2.6162
-0.0009
news banner

დიდი პასუხისმგებლობაა იყო თბილისის წარმომადგენლობითი ორგანოს წევრი და ორმაგი პასუხისმგებლობაა იყო თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე - ზურაბ აბაშიძე

news image
mbc image

თბილისის საკრებულოში მერვე მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარედ ზურაბ აბაშიძე აირჩიეს. ახლად არჩეულმა თავმჯდომარემ სიტყვით გამოსვლისას პირველ რიგში თბილისელებს, შემდგომ კი კოლეგებს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ იყო დედაქალაქის საკრებულოს წევრი დიდი პასუხისმგებლობაა. ზურაბ აბაშიძემ მადლობა საქართველოს პრემიერ მინისტრს, დედაქალაქის მერს, პარტია „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობასაც გადაუხადა. მისი თქმით, მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში თბილისის წარმომადგენლობითი ორგანო თავდაუზოგავად იმუშავებს იმ დაპირებების და პროექტების განსახორციელებლად, რომლებიც დედაქალაქის  მოსახლეობისა და თბილისისთვის სასიკეთო იქნება.  

„ჩვენ თბილისელებს ძალიან ბევრი დაპირება მივეცით და ამ დაპირებების შესასრულებლად მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში თავდაუზოგავად ვიმუშავებთ. დარწმუნებული ვარ, რომ საკრებულოს ახალი შემადგენლობის მუშაობა იქნება პროდუქტიული და ჩვენ, ყველანი ერთად, თბილისისთვის ბევრ სასიკეთო საქმეს გავაკეთებთ.  მინდა, გამოცხადებული ნდობისთვის,  მადლობა გადავუხადო თბილისის მოსახლეობას, პოლიტიკურ ხელმძღვანელობას, პრემიერ-მინისტრს, დედაქალაქის მერს, პარტიის თავმჯდომარეს. დიდი პასუხისმგებლობაა იყო თბილისის წარმომადგენლობითი ორგანოს წევრი და ორმაგი პასუხისმგებლობაა იყო თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე. ჩვენ ისევ ისე თავდაუზოგავად გავაგრძელებთ მუშაობას, როგორც აქამდე ვმუშაობდით და თბილისში  უამრავი, საჭირო პროექტი განხორციელდება“- განაცხადა ზურაბ აბაშიძემ. 

საკრებულოს მერვე მოწვევის თავმჯდომარე ოპოზიციასაც მიესალმა  და მათ წარმატებული მუშაობა უსურვა. ზურაბ აბაშიძის თქმით, იგი იმედოვნებს, რომ მათი თანამშრომლობა კონსტრუქციული იქნება.

„მინდა, მივესალმო  ოპოზიციის წარმომადგენლებს და ვუსურვო წარმატებები. მინდა მჯეროდეს, რომ კონსტრუქციულ რეჟიმში გავაგრძელებთ მუშაობას. ჩვენ ამისთვის მზად ვართ.  ჩვენი კარი მუდამ ღია იქნება თქვენთვის. სამწუხაროდ,  წინა გამოცდილება არ იყო ასეთი. წინა მოწვევის ოპოზიციის წარმომადგენლებმა მთელი  დრო  ბოიკოტის რეჟიმში გაატარეს. შესაბამისად, შედეგიც სახეზეა. ჩვენ ახალი მოწვევის საკრებულოში 45  წევრით ვართ წარმოდგენილები, ოპოზიცია კი მხოლოდ ხუთით“- განაცხადა ზურაბ აბაშიძემ. 

 

 

 

 

 

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

პოლიტიკა
image ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ გამორჩეული ქართველი ფოტოგრაფის, ბადრი ვადაჭკორიას, გარდაცვალების გამო - ვუსამძიმრებ მის ოჯახს, მეგობრებსა და კოლეგებს l შალვა პაპუაშვილი

14.08.2026.22:41

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ცნობილი ქართველი ფოტოგრაფის, ბადრი ვადაჭკორიას გარდაცვალების გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს.

,,ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ გამორჩეული ქართველი ფოტოგრაფის, ბადრი ვადაჭკორიას, გარდაცვალების გამო. ბადრი ვადაჭკორიამ თავისი მრავალწლიანი და ნაყოფიერი საქმიანობით მნიშვნელოვანი კვალი დატოვა ქართულ ფოტოჟურნალისტიკაში. მისმა ობიექტივმა შემოგვინახა არაერთი მნიშვნელოვანი და დასამახსოვრებელი მოვლენა ჩვენი ქვეყნის ისტორიიდან. ვუსამძიმრებ ბადრი ვადაჭკორიას ოჯახს, ახლობლებს, მეგობრებსა და კოლეგებს,”- წერს პარლამენტის თავმჯდომარე.

ცნობილი ქართველი ფოტოხელოვანი ბადრი ვადაჭკორია 79 წლის ასაკში გარდაიცვალა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა