მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7185.7
-0.0005
flag
AZN 1.5489
-0.0004
flag
CNY 38.826
-0.0079
flag
EUR 3.01
-0.0091
flag
GBP 3.5362
-0.0206
flag
KZT 55.76
-0.0011
flag
TRY 0.0558
-0.0002
flag
USD 2.6327
-0.0006
news banner

ერთობლივი ძალისხმევით გავაგრძელებთ როგორც საქართველოს, ასევე ჩვენი დედაქალაქის განვითარების შეუქცევად პროცესს - ზურაბ აბაშიძე

news image
mbc image

თბილისის საკრებულოს სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარემ, ზურაბ აბაშიძემ, საკრებულოს უმრავლესობის წევრებს და პარტიას „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვება მიულოცა. 

„4 ოქტომბერს  ქართველი ხალხის მიერ გამოვლენილმა  მხარდაჭერამ, ნდობამ კიდევ უფრო მეტი სტიმული მოგვცა, რათა ყოველდღიურად ვიზრუნოთ თითოეული ადამიანის,  ოჯახის კეთილდღეობაზე. მინდა მოგილოცოთ ყველას დამაჯერებელი გამარჯვება ამ არჩევნებში,  პირველ რიგში მივულოცო პარტია „ქართულ ოცნების” თითოეულ წევრს და მის  თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს. მთელი საქართველოს მასშტაბით ძალიან დამაჯერებელი შედეგი მიიღო მმართველმა პარტიამ. გამარჯვება მინდა მივულოცო  დედაქალაქის მერს, კახა კალაძეს. მნიშვნელოვანია, რომ არჩევნები პირველივე ტურში დასრულდა. ეს არის იმ დაუღალავი შრომის შედეგი, რომელიც ამ წლების განმავლობაში იყო გაწეული.  დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ და წარმატებები გისურვოთ ყველას, როგორც მოქმედ წევრებს, ასევე  საკრებულოს მომავალ წევრებს“,  - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ. 

საკრებულოს თავმჯდომარემ და მთაწმინდის მაჟორიტარმა აღნიშნა, რომ მოსახლეობის საკეთილდღეოდ აქტიური მუშაობა გაგრძელდება.

„ჩვენ გავაგრძელებთ აქტიურ მუშაობას ჩვენი დედაქალაქის და ჩვენი მოსახლეობის საკეთილდღეოდ. ჩვენი ურთიერთობა,  კომუნიკაცია მოქალაქეებთან  მომავალშიც   ისევე გაგრძელდება,  როგორც  გვქონდა წინა წლების განმავლობაში. გპირდებით, რომ ვიდგები თქვენთან ერთად და ერთობლივი ძალისხმევით გავაგრძელებთ როგორც საქართველოს, ასევე ჩვენი დედაქალაქის  განვითარების შეუქცევად პროცესს“,  - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

პოლიტიკა

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა