მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7143.2
-0.0025
flag
AZN 1.5389
-0.0007
flag
CNY 38.803
-0.0004
flag
EUR 3.0233
0.0042
flag
GBP 3.5395
0.0077
flag
KZT 56.41
0.0015
flag
TRY 0.0546
-0.0002
flag
USD 2.6162
-0.0009
news banner

ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით თბილისის მთავრობას საკმაოდ მძიმე მემკვიდრეობა ერგო - ანდრია ბასილაია

news image
mbc image

„ინფრასტრუქტურის მიმართულებით, ჩვენ საკმაოდ მძიმე მემკვიდრეობა გვერგო - ძალიან ბევრი სპორტული მოედანი და დარბაზი ან გასხვისებული იყო ან, პრაქტიკულად, ჩამოშლის პირას“, - ამის შესახებ დღეს კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის პოლიტიკის მიმართულებით ბოლო წლების პროექტების პრეზენტაციისას, თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაიამ აღნიშნა.

მან განხორციელებულ და მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე გაამახვილა ყურადღება.

„განხორციელდა 500-ზე მეტი ღია სპორტული მოედნის რეაბილიტაცია, რაშიც აქტიურად მონაწილეობდა, როგორც საქალაქო სამსახური, ისე რაიონული გამგეობები; 12 ცენტრს ჩაუტარდა სრული რეაბილიტაცია; 11 სპორტულ ობიექტს სრულად განუახლდა ეკიპირება და ინვენტარი. ასევე, აქტიურად მიმდინარეობს ღია ფიტნეს ზონების, სატრენაჟორო სივრცეების მოწყობა და ეს მიმართულება სულ უფრო მოთხოვნადი ხდება. ჩვენ გავაგრძელებთ შესაბამისი ზონების მოწყობას მოქალაქეებისთვის“, - განაცხადა ანდრია ბასილაიამ.

მისი თქმით, პარალელურად, აშენდა ახალი სპორტული ობიექტები, მათ შორის ისეთ რაიონებში, სადაც სპორტული ცენტრები მანამდე არასდროს ყოფილა.

„მნიშვნელოვანია, რომ ბევრ რაიონში არასდროს ყოფილა მსგავსი ინფრასტრუქტურა და ვცდილობთ, შევიდეთ იქ, სადაც ყველაზე დიდი მოთხოვნაა ამ მიმართულებით. ცოტა ხნის წინ ჩვენ გავხსენით დიდი დიღმის მულტიფუნქციური საზოგადოებრივი ცენტრი, რომელიც ჩვენს დედაქალაქში პირველი მულტიფუნქციური ცენტრია. ასეთი ცენტრების მიზანია, რომ ყველა რაიონში გაჩნდეს შესაბამისი სპორტული ინფრასტრუქტურა, კერძოდ, საცურაო აუზები, მოედნები, სატრენაჟორო სივრცეები. ასეთ ცენტრებში, ასევე, ფუნქციონირებს მედიათეკა და სხვადასხვა კულტურული წრე“, - აღნიშნა ანდრია ბასილაიამ.

მან ასევე გამოყო ნაძალადევის სპორტული კომპლექსი და სპორტული ცენტრი ლადო ასათიანის ქუჩაზე, სადაც კალათბურთის ისტორიული დარბაზი ფუნქციონირებდა და იგი, პრაქტიკულად, ნანგრევებად იყო ქცეული.

ანდრია ბასილაიას თქმით, ფაქტობრივად, ეს დარბაზი თავიდან აშენდა და მას თავისი ისტორიული ფუნქციაც დაუბრუნდა.

ასევე, აშენდა სპორტული ცენტრი დაბა წყნეთში და ლილოს დასახლებაში არსებული სპორტული ცენტრის ტერიტორიაზე მოეწყო საცურაო აუზი.

როგორც თბილისის მერის მოადგილემ განაცხადა, ინფრასტრუქტურული პროექტები აქტიურად ხორციელდება კულტურის სფეროშიც. სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმს, რომელიც „თბილისის განვითარების ფონდმა“ განახორციელა. ასევე, სრულად განახლდა გალაკტიონის მუზეუმი და სრულდება მერაბ კოსტავას სახლ-მუზეუმის რეაბილიტაცია.

გრძელდება სახელოვნებო სკოლების, მედიათეკებისა და ბიბლიოთეკების რეაბილიტაცია და მათი ტრანსფორმირება მულტიფუნქციურ მედიათეკებში. ასევე, რეაბილიტირდა სამგორის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლი, მულტიფუნქციურ სივრცედ გარდაიქმნა ხუთი ბიბლიოთეკა, ზღვის უბანში გაიხსნა მედიათეკა, რეაბილიტირდა და აღიჭურვა ელენე ახვლედიანის სახელობის ბავშვთა სურათების გალერეაც.

„სექტემბერში გაიხსნება უკვე განახლებული ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე, რომელიც მნიშვნელოვანი ისტორიული ძეგლია ჩვენი დედაქალაქისთვის და განხორციელდა ძალიან რთული და მნიშვნელოვანი პროექტი. შესაბამისად, სექტემბერში გვექნება შესაძლებლობა ვიხილოთ, თუ რა მასშატაბის სამუშაოები ჩატარდა ეროვნულ სასახლეში“, - განაცხადა თბილისის მერის მოადგილემ.

რაც შეხება მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს, როგორც ანდრია ბასილაიამ აღნიშნა, ძალიან ბევრ მისამართზე აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა.

„ისანი-სამგორის კომპლექსური სპორტული ცენტრის ტერიტორიაზე შენდება ბევრი ღია სპორტული მოედანი პადელის, ფეხბურთისა და კალათბურთისთვის. ასევე, სექტემბერში გავხსნით კიდევ ერთ მრავალფუნქციურ სპორტულ ცენტრს ვარკეთილში, რომელიც 10 000-ზე მეტ მომხმარებელს მოემსახურება. გარდა ამისა, სოფელ დიდ ლილოში, სადაც არასდროს ყოფილა მსგავსი ინფრასტრუქტურა, შენდება სპორტული კომპლექსი. ტაბახმელაში სრულდება ღია მოედნების კომპლექსის რეაბილიტაცია“, - განაცხადა ანდრია ბასიალაიამ.

მისი თქმით, მიმდინარეობს ილია ჭავჭავაძის სახლის აღდგენა-რესტავრაციაც, ხოლო სათამაშოებისა და თოჯინების მუზეუმისთვის გამოიყო შესაბამისი სივრცე.

„ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მუზეუმია და, სამწუხაროდ, ათეულობით წელია მისი კოლექცია საცავშია ჩაკეტილი. მოხერხდა შესაბამისი სივრცის გამოყოფა და აღნიშნული პროექტის განხორციელება წელსვე დაიწყება“, - განაცხადა ანდრია ბასილაიამ.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

პოლიტიკა
image ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ გამორჩეული ქართველი ფოტოგრაფის, ბადრი ვადაჭკორიას, გარდაცვალების გამო - ვუსამძიმრებ მის ოჯახს, მეგობრებსა და კოლეგებს l შალვა პაპუაშვილი

14.08.2026.22:41

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ცნობილი ქართველი ფოტოგრაფის, ბადრი ვადაჭკორიას გარდაცვალების გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს.

,,ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ გამორჩეული ქართველი ფოტოგრაფის, ბადრი ვადაჭკორიას, გარდაცვალების გამო. ბადრი ვადაჭკორიამ თავისი მრავალწლიანი და ნაყოფიერი საქმიანობით მნიშვნელოვანი კვალი დატოვა ქართულ ფოტოჟურნალისტიკაში. მისმა ობიექტივმა შემოგვინახა არაერთი მნიშვნელოვანი და დასამახსოვრებელი მოვლენა ჩვენი ქვეყნის ისტორიიდან. ვუსამძიმრებ ბადრი ვადაჭკორიას ოჯახს, ახლობლებს, მეგობრებსა და კოლეგებს,”- წერს პარლამენტის თავმჯდომარე.

ცნობილი ქართველი ფოტოხელოვანი ბადრი ვადაჭკორია 79 წლის ასაკში გარდაიცვალა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა