ირაკლი კობახიძე - დარწმუნებული ვარ, საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის სასარგებლოდ ევროკავშირი დადებით გადაწყვეტილებას მიიღებს
დარწმუნებული ვარ, რომ ევროკავშირი საქართველოს, უკრაინის და მოლდოვის სასარგებლოდ დადებით გადაწყვეტილებას მიიღებს, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
ირაკლი კობახიძეს კითხვა დაუსვეს უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის მიერ ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან გაგზავნილ წერილზე.
„ევროკავშირის და უნგრეთის მოლაპარაკებები არის ევროკავშირისა და უნგრეთის საქმე, ჩვენ ამაში ვერ ჩავერევით. საბოლოო ჯამში, მე დარწმუნებული ვარ, რომ იქნება დადებითი გადაწყვეტილებები მიღებული ევროინტეგრაცისთან დაკავშირებით, მათ შორის უკრაინის სასარგებლოდ, მოლდოვის სასარგებლოდ და ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია რომ დადებითი გადაწყვეტიკება იქნეს მიღებული საქართველოს სასარგებლოდ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
სხვა სიახლეები
პარლამენტმა მხარი დაუჭირა ცვლილებას, რომელიც 2025 წლის 17 დეკემბრამდე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხული პირების სწავლის დაფინანსების საკითხს შეეხება
14.05.2026.15:15
პარლამენტმა „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი მესამე მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და 77 ხმით მხარი დაუჭირა.
საკანონმდებლო ცვლილების თანახმად, 2025 წლის 17 დეკემბრამდე ჩარიცხულ სტუდენტებს გარდამავალ პერიოდში (2030-2031 სასწავლო წლის ჩათვლით) შეუნარჩუნდებათ არა მხოლოდ უკვე მოპოვებული დაფინანსება, არამედ მიეცემათ მისი მოპოვებისა და გაუმჯობესების შესაძლებლობაც.
პარლამენტის მიერ მიღებული ცვლილება სრულად უზრუნველყოფს სახელმწიფო საგრანტო კონკურსებში სტუდენტების მონაწილეობას და სოციალური პროგრამებით სარგებლობას.
საკანონმდებლო ცვლილების ავტორია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, ინიციატორი კი - საქართველოს მთავრობა.