მოთხოვნა ავარიული კორპუსების ჩანაცვლების პროგრამაზე მზარდია და მუნიციპალიტეტის ეს შეთავაზება მოსახლეობამ უნდა გამოიყენოს - ბექა ოდიშარია
„ნამდვილად ვერ მოგცემთ იმის საშუალებას, რომ თქვათ თითქოს თბილისი არ არის უსაფრთხო ქალაქი, ან არ არის სინათლის ქალაქი, მიუღებელია ასე საუბარი. ასევე მიუღებელია თქვენი ქსენოფობიის ზღვარზე გავლილი განცხადებები. ბათუმში აშენდება ბათუმური და თბილისში- თბილისური ქალაქი, გაკეთდება ქართული საქმე და მიმაჩნია, რომ მსგავსი განცხადებები 21- ე საუკუნეში მიუღებელია. ჩვენ უნდა მივესალმოთ უდიდესი დეველოპერული კომპანიის, EMAAR ჯგუფის საინვესტიციო პროექტს - ასეთ უპრეცენდენტო ინიციატივას საქართველოს ისტორიაში, რადგან მსგავსი ბევრ ევროპულ ქალაქშიც კი არ ყოფილა“, -ამის შესახებ დღეს გამართულ სხდომაზე საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ ბექა ოდიშარიამ განაცხადა.
„შემიძლია მოგაწოდოთ რეიტინგული საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გამოქვეყნებული უსაფრთხო ქალაქების რეიტინგი, სადაც პირველ ადგილზე აბუდაბია, მეორეზე დოჰადა ა.შ. სწორედ აზიური ქვეყნების ქალაქები იკავებს პირველ ხუთეულს. თუ პოლიტიკური ინტერესი და ქვეყანა არ გადარდებთ, მოერიდეთ და თბილისელების და ბათუმელების ინტერესებს მაინც ნუ აზიანებთ. არაჩვეულებრივი ინვესტიცია ხორციელდება თბილისსა და ბათუმში , რომელიც წარმოუდგენელ ეფექტს მოიტანს“,- განაცხადა ბექა ოდიშარიამ.
დღევანდელ გამოსვლაში განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ ბექა ოდიშარიამ ყურადღება გაამახვილა ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამაზე და აღნიშნა, რომ მოსახლეობის მხრიდან მოთხოვნა ყოველდღიურად მატულობს.
„რვა წლის განმავლობაში კრწანისის მაჟორიტარი დეპუტატი ვიყავი და მიუხედავად იმისა, რომ უამრავ დეველოპერთან მქონდა ურთიერთობა, მაინც არ მქონდა საშუალება ორივე მხარესთან გარიგება შემდგარიყო, ამის მიზეზი კი უმეტესწილად მოსახლეობა იყო. მინდა მივმართო მათ, რომ მოთხოვნა ავარიული კორპუსების ჩანაცვლების პროგრამაზე მზარდია და მუნიციპალიტეტის მხრიდან ეს შესაძლებლობა უნდა გამოიყენონ. სახლების მდგომარეობა ყოველწლიურად უარესდება, ამ პროგრამით კი მათი ქონების ფასი ორმაგდება, საცხოვრებელი გარემო კი უსაფრთხო გახდება“,- განაცხადა ბექა ოდიშარიამ
ბექა ოდიშარიამ თავის გამოსვლაში ახალგაზრდებს მიმართა და „ისწავლე და დასაქმდი“ პროგრამაზე ისაუბრა.
„მინდა მივმართო ახალგაზრდებს, რომ პროფესიულ გადამზადებას დიდი უპირატესობა აქვს, რადგან მოთხოვნა პროფესიულ საქმიანობაზე დიდია. ეს შესწავლილია მუნიციპალიტეტის და გუნდის მიერ. პროფესიული სასწავლებლის დახმარებით მიიღებ ცოდნას და დასაქმდები. აღნიშნული პროგრამა მერიამ 10 ათას ახალგაზრდაზე გამოყო, ხოლო 12 ათასმა მიმართა, რაც ძალიან სასიხარულოა. მინდა ავღნიშნო რომ ამ პროგრამაზე მოთხოვნა 100 % გაიზარდა“, - აღნიშნა ბექა ოდიშარიამ.
სხვა სიახლეები
ცესკოსა და ახალგაზრდების შეხვედრაზე ბაკურიანში არჩევნებთან დაკავშირებული საკითხები, მათ შორის, საარჩევნო უფლება, არჩევნებში მონაწილეობის ფორმები, არჩევნების გამჭვირვალობისა და სანდოობის უზრუნველყოფა განიხილეს
10.07.2026.12:49
ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი და საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის დირექტორი ნათია ზაალიშვილი სამგორის რაიონის გამგეობის ინიციატივით დაგეგმილი საგანმანათლებლო კვირეულის ფარგლებში ახალგაზრდებს შეხვდნენ.
შეხვედრის ფარგლებში ახალგაზრდებმა მიიღეს ინფორმაცია ისეთი მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ როგორებიცაა არჩევნების მნიშვნელობა, საარჩევნო უფლება, არჩევნებში მონაწილეობის ფორმების, საარჩევნო ადმინისტრირების ძირითადი მექანიზმები, არჩევნების გამჭვირვალობისა და სანდოობის უზრუნველყოფა და თითოეული მოქალაქის როლი თავისუფალი, ინკლუზიური და სამართლიანი საარჩევნო გარემოს ჩამოყალიბების პროცესში.
ცესკოს თავმჯდომარემ გიორგი კალანდარიშვილმა მონაწილეებს საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობისა და იმ საგანმანათლებლო პროექტების შესახებაც ესაუბრა, რომლებიც მოქალაქეების, განსაკუთრებით კი ახალგაზრდების, ინფორმირებასა და მათი სამოქალაქო ჩართულობის გაზრდას ემსახურება. მან აღნიშნა, რომ ახალგაზრდების ინფორმირება, მათი არჩევნებითა და საარჩევნო პროცესებით დაინტერესება და აქტიური მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის წახალისება საარჩევნო ადმინისტრაციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. მისი თქმით, სწორედ ამიტომ ადმინისტრაცია აქტიურად იყენებს ყველა შესაძლებლობას, რათა ახალგაზრდებს მიაწოდოს ობიექტური, ამომწურავი და სანდო ინფორმაცია საარჩევნო საკითხებზე, შეუწყოს ხელი მათ ცნობიერების ამაღლებასა და მომავალში პასუხისმგებლობიანი არჩევანის გაკეთებას.
როგორც გიორგი კალანდარიშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ აღნიშნა, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს იმ ახალგაზრდებთან კომუნიკაციას, რომლებიც მომდევნო საერთო არჩევნებში პირველად მიიღებენ მონაწილეობას. მისივე თქმით, ინფორმირებული ამომრჩეველი ძლიერი დემოკრატიისა და ჯანსაღი საარჩევნო გარემოს ერთ-ერთი მთავარი საფუძველია, ხოლო ახალგაზრდებთან პირდაპირი დიალოგი საარჩევნო ადმინისტრაციას შესაძლებლობას აძლევს, უკეთ უპასუხოს მათ ინტერესებსა და შეკითხვებს.
შეხვედრა ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა, ახალგაზრდებმა დეტალური ინფორმაცია მიიღეს მათთვის საინტერესო კითხვებზე. უშუალოდ არჩევნების დღის ადმინისტრირებაზე და მასთან დაკავშირებულ საკითხებზე ახალგაზრდებს ინფორმაცია სწავლების ცენტრის დირექტორმა ნათია ზაალიშვილმა და სასწავლო პროგრამების სამსახურის უფროსმა მაია გუდაძემ მიაწოდეს.
თავის მხრივ პროექტში საარჩევნო ადმინისტრაციის ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრა სამგორის რაიონის გამგებელმა კახა სამხარაძემ. მისი თქმით შეხვედრის მიმართ მაღალი ინტერესი და ის ფაქტი, რომ განხილვები დაგეგმილ დროზე მეტხანს გაგრძელდა ადასტურებს ახალგაზრდების ინტერესს საარჩევნო საკითხების მიმართ.
შეხვედრა დაბა ბაკურიანში 9 ივლისს გაიმართა და მასში მონაწილეობა ორმოცამდე ახალგაზრდამ მიიღო.
ინფორმაციას ცესკო ავრცელებს.