მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7143.2
-0.0025
flag
AZN 1.5389
-0.0007
flag
CNY 38.803
-0.0004
flag
EUR 3.0233
0.0042
flag
GBP 3.5395
0.0077
flag
KZT 56.41
0.0015
flag
TRY 0.0546
-0.0002
flag
USD 2.6162
-0.0009
news banner

ოპტიმიზაციის შედეგად, ყველა სახელმწიფო საწარმოში ჯამურად, წლიურ ჭრილში, მივაღწიეთ 700 მლნ ლარის ეკონომიას, რაც პირდაპირ აისახება ქვეყნის ეკონომიკური ზრდის ტემპის კიდევ უფრო მეტად დაჩქარებაზე - პრემიერი

news image
mbc image

ოპტიმიზაციის შედეგად, ყველა სახელმწიფო საწარმოში ჯამურად, წლიურ ჭრილში, მივაღწიეთ 700 მლნ ლარის ეკონომიას, რაც ჩაბრუნდება შესაბამისი სახელმწიფო საწარმოების განვითარებაში და პირდაპირ აისახება ქვეყნის ეკონომიკური ზრდის ტემპის კიდევ უფრო მეტად დაჩქარებაზე, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, ძირითადად, სახელმწიფო საწარმოების ნაწილში ორი ძირითადი მიმართულება გამოიკვეთა - ენერგეტიკული საწარმოები და საქართველოს რკინიგზა.

„ენერგეტიკის მიმართულებით ყველაზე მასშტაბური ოპტიმიზაცია შესაძლებელი გახდა „ელექტროსისტემასა" და „საქრუსენერგოში", ამ საწარმოებში ყველაზე მეტი თანხა დაიზოგა წლიურ ჭრილში. ჩვენ საკადრო გადაადგილებების, ცვლილებების და ოპტიმიზაციის შედეგად, ოპტიმიზაციაში იგულისხმება როგორც საკადრო, ისე ზოგადი ხარჯების ოპტიმიზაცია, ყველა სახელმწიფო საწარმოში ერთად, წლის ჭრილში, მივაღწიეთ 700 მლნ-იან ეკონომიას. ეს არ არის ერთჯერადი ეკონომია, ეს თანხა ჩაბრუნდება შესაბამისი სახელმწიფო საწარმოების, ეკონომიკის განვითარებაში, რკინიგზის, ელექტროსისტემის, გადამცემი ხაზების განვითარებაში, რაც პირდაპირ აისახება ქვეყნის ეკონომიკური ზრდის ტემპის კიდევ უფრო მეტად დაჩქარებაზე,"- განაცხადა პრემიერმა.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

პოლიტიკა
image ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ გამორჩეული ქართველი ფოტოგრაფის, ბადრი ვადაჭკორიას, გარდაცვალების გამო - ვუსამძიმრებ მის ოჯახს, მეგობრებსა და კოლეგებს l შალვა პაპუაშვილი

14.08.2026.22:41

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ცნობილი ქართველი ფოტოგრაფის, ბადრი ვადაჭკორიას გარდაცვალების გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს.

,,ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ გამორჩეული ქართველი ფოტოგრაფის, ბადრი ვადაჭკორიას, გარდაცვალების გამო. ბადრი ვადაჭკორიამ თავისი მრავალწლიანი და ნაყოფიერი საქმიანობით მნიშვნელოვანი კვალი დატოვა ქართულ ფოტოჟურნალისტიკაში. მისმა ობიექტივმა შემოგვინახა არაერთი მნიშვნელოვანი და დასამახსოვრებელი მოვლენა ჩვენი ქვეყნის ისტორიიდან. ვუსამძიმრებ ბადრი ვადაჭკორიას ოჯახს, ახლობლებს, მეგობრებსა და კოლეგებს,”- წერს პარლამენტის თავმჯდომარე.

ცნობილი ქართველი ფოტოხელოვანი ბადრი ვადაჭკორია 79 წლის ასაკში გარდაიცვალა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა