მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7177.9
0.0017
flag
AZN 1.5313
-0.0007
flag
CNY 38.817
-0.001
flag
EUR 2.9169
-0.0088
flag
GBP 3.443
0.0038
flag
KZT 56.95
-0.0098
flag
TRY 0.053
0
flag
USD 2.6032
-0.0007
news banner

საქართველო და თურქეთი ვიმუშავებთ, ვითანამშრომლებთ ჩვენს რეგიონში მშვიდობისა და განვითარებისთვის - რეჯეფ თაიფ ერდოღანი

news image
mbc image

მოგესალმებით ყველას გულთბილად. კეთილი იყოს საქართველოს პრეზიდენტის, ბატონი ყაველაშვილის მობრძანება. თურქეთი და საქართველო არ არიან მხოლოდ მეზობელი ქვეყნები. ჩვენ ვართ სტრატეგიული პარტნიორები, რომლებსაც ღრმა ისტორიული, კულტურული და ადამიანური კავშირები გვაერთიანებს. ჩვენ ვართ ორი ქვეყანა, რომლებიც ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის პროექტის მონაწილეები ვართ, რომელიც შუა დერეფნის ხერხემალია. ჩვენ გვაქვს სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ნავთობსადენი, გაზსადენი, - განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მიხეილ ყაველაშვილთან ერთობლივ ბრიფინგზე. 

მან იმ საკითხებზე გაამახვილა ყურადღება, რომლებიც საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრაზე განიხილა. 

„ჩვენს დისკუსიებში, რომლებიც ეფუძნება ამ ეკონომიკურ და კულტურულ-ისტორიულ კავშირებს, ჩვენ კიდევ ერთხელ ვაცხადებთ ჩვენს მზაობას გავაღრმაოთ ჩვენი ურთიერთობები. ჩვენ განვაგრძობთ ჩვენი ვაჭრობის, ჩვენი ურთიერთობების, ჩვენი ხალხების საკეთილდღეოდ. ჩვენი ქვეყანა გახლავთ საქართველოს უდიდესი სავაჭრო პარტნიორი წლების განმავლობაში და ეს კიდევ ერთი დასტურია, რომ ჩვენი ურთიერთობა მყარ საფუძველს ემყარება. 

ჩვენ დიდი სავაჭრო ბრუნვა გვაქვს - 3 მილიარდი დოლარი და მივდივართ ახალი მიზნებისკენ, როგორიცაა 5 მილიარდი დოლარი და ასევე მეტი ურთიერთინვესტიციისკენ. 

იმ კარგი, გულთბილი ატმოსფეროს წყალობით, რაც არის შექმნილი საქართველოში, ათასობით თურქული კომპანია მუშაობს საქართველოში. თურქული სამშენებლო კომპანიები დიდ დაინტერესებას აჩვენებენ საქართველოს საინვესტიციო, ინფრასტრუქტურული პროექტებით. გარდა ამისა, 300 დიდი სამშენებლო პროექტი, მილიარდობით ღირებულებისა, უკვე განხორციელებულია. 

ჩემს პატივცემულ კოლეგასთან ვისაუბრეთ იმაზე, რომ თბილისი-ყარსის რკინიგზის სრული განხორციელება ძალიან მნიშვნელოვანია ყველა ჩვენგანისთვის. უდიდესი მნიშვნელობისაა თანამშრომლობა სამხედრო, თავდაცვის სფეროებში. ეს არის ჩვენი დღის წესრიგის საკითხები. 

საუბრისას ასევე გავცვალეთ აზრები იმ მოვლენებზე, რაც ჩვენს რეგიონში და მსოფლიოში ვითარდება. მსურს შესაძლებლობით ვისარგებლო და ხაზი გავუსვა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მყარ მხარდაჭერას. სამმხრივი მექანიზმების მეშვეობით, რომელიც საქართველოსთან და აზერბაიჯანთან ვართ, ჩვენ წვლილი შეგვაქვს რეგიონული მშვიდობისა და უსაფრთხოების გამყარების საკითხში. ჩვენი საგარეო საქმეთა მინისტრების შემდგომი სამმხრივი შეხვედრა გვექნება ახლო მომავალში, ჩვენს ქვეყანაში. ასევე, პარლამენტის თავმჯდომარეების სამმხრივი შეხვედრის გამართვის განზრახვა გვაქვს. 

საქართველო და თურქეთი ვიმუშავებთ, ვითანამშრომლებთ ჩვენს რეგიონში მშვიდობისა და განვითარებისთვის“, - განაცხადა ერდოღანმა. 

მისივე თქმით, შეხვედრაზე თურქი მესხების საკითხიც განიხილეს, რა დროსაც თურქულმა მხარემ აღნიშნა, რომ მათი დაბრუნების პროცესს მხარდაჭერას აღმოუჩენს. ერდოღანმა ასევე იმედი გამოთქვა, რომ მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩები ორი ქვეყნის საფეხბურთო ნაკრებებს შორის ხელს შეუწყობს თურქი და ქართველი ხალხის მეგობრობის გააღრმავებს.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

პოლიტიკა
image მაკა ბოჭორიშვილმა გაცნობითი შეხვედრა გამართა საქართველოში საბერძნეთის რესპუბლიკის ახლადდანიშნულ ელჩთან სოტირია თეოჰარიდისთან

05.10.2026.19:04

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა გაცნობითი შეხვედრა გამართა საქართველოში საბერძნეთის რესპუბლიკის ახლადდანიშნულ ელჩთან, სოტირია თეოჰარიდისთან.

შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და საბერძნეთს შორის თანამშრომლობის აქტუალური საკითხები და პერსპექტივები.

ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის ისტორიულ და ხალხთა შორის არსებულ კავშირებს, რაც მნიშვნელოვნად განსაზღვრავს ქვეყნებს შორის ურთიერთობების დღის წესრიგს.

საუბარი ასევე შეეხო საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში თანამშრომლობას, ასევე ყურადღება გამახვილდა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებზე.

მაკა ბოჭორიშვილმა წარმატებები უსურვა ელჩს მომავალ საქმიანობაში.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა