მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7180
0.0026
flag
AZN 1.55
-0.0006
flag
CNY 38.856
-0.0027
flag
EUR 3.0026
-0.0102
flag
GBP 3.5248
-0.0044
flag
KZT 56.11
0.0046
flag
TRY 0.056
-0.0001
flag
USD 2.635
-0.0009
news banner

საქართველოს ელჩებმა საბერძნეთში, ურუგვაისა და თურქეთში შეხვედრები გამართეს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან

news image
mbc image

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საბერძნეთის რესპუბლიკაში, ლევან ბერიძე საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს ეკონომიკის დარგში, ათანასიოს ხაძივასილიუს შეხვდა.

მხარეებმა განიხილეს საქართველო-საბერძნეთის ორმხრივ სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობათა გაღრმავების შესაძლებლობები, მათ შორის, იმსჯელეს მიმდინარე წელს საქართველოში ორმხრივი მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომის გამართვაზე და საქმიანი შეხვედრების ხელშეწყობაზე კერძო სექტორებს შორის თანამშრომლობის კიდევ უფრო გასააქტიურებლად.

საუბრისას განსაკუთრებით აღინიშნა თანამშრომლობისა და გამოცდილების ურთიერთგაზიარების მნიშვნელობა განახლებადი ენერგიის, ინოვაციების, ტექნოლოგიებისა და ხელოვნური ინტელექტის სფეროებში.

მინისტრის მოადგილემ დაადასტურა საბერძნეთის მხარდაჭერა საქართველოს ევროპული მისწრაფებების მიმართ.

თავის მხრივ, ელჩმა აღნიშნა, რომ ევროინტეგრაცია კვლავ რჩება საქართველოს მთავარ პრიორიტეტად და აქტიურად გრძელდება მუშაობა ამ მიმართულებით გასატარებელი რეკომენდაციების შესასრულებლად.

ამასთან, ელჩმა ყურადღება გაამახვილა რეგიონში საქართველოს სატრანზიტო, ენერგეტიკულ და სტრატეგიული პარტნიორობის როლზე და ქვეყნის მნიშვნელობაზე შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების პროცესში.

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ურუგვაიში, გვარამ ხანდამიშვილი (რეზიდენციით ქ. ბუენოს-აირესი) ქ.მონტევიდეოს ეწვია და შეხვედრა გამართა ურუგვაის საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელთან, ვალერია კსუკასისთან. 
მხარეებმა განიხილეს ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატში თანამშრომლობის აქტუალური საკითხები, ორმხრივი ურთიერთობების პოზიტიური დინამიკა, სავაჭრო-ეკონომიკური და კულტურული კავშირების გაღრმავების პერსპექტივები. 

საუბარი შეეხო საქართველოსა და შავი ზღვის რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებს. შეხვედრაზე, ურუგვაულმა მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა თავის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი.

ასევე, თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა არჩილ კალანდიამ, შეხვედრა გამართა ქ. სტამბოლის გუბერნატორთან, დავუთ გულთან. შეხვედრაზე, მხარეებმა მიმოიხილეს საქართველოსა და თურქეთს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის საკითხები და რეგიონში მიმდინარე პროცესები. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველო-თურქეთს შორის არსებული კეთილმეზობლური ურთიერთობებისა და სტრატეგიული პარტნიორობის კიდევ უფრო გაღრმავების მნიშვნელობაზე, აგრეთვე, ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის განვითარების უაღრესად დადებით დინამიკაზე. შეხვედრის დასასრულს, მხარეები შეთანხმდნენ მჭიდრო კოორდინაციაზე.

ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

პოლიტიკა
image წარმატება მინდა ვუსურვო ყველას, ვინც ამ ქალაქში სიკეთეს თესავს - ნოდარ გიორგაძე

14.07.2026.23:00

თბილისის საკრებულოსა და სს „ჯინო ჰოლდინგს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმდა.

დოკუმენტს ხელი საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის ინიციატივით მოეწერა. ხელმოწერის ცერემონია დედაქალაქის წარმომადგენლობით ორგანოში გაიმართა.

თამარ მეფის სახელობის დარბაზში შეკრებილ საზოგადოებას თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ აბაშიძე მიესალმა და საკრებულოსა და „ჯინო ჰოლდინგს“ შორის მემორანდუმის გაფორმებას მუნიციპალიტეტსა და კერძო სტრუქტურებს შორის თანამშრომლობის საუკეთესო მაგალითი უწოდა.

ღონისძიება საკრებულოს განათლებისა და კულტურის თავმჯდომარემ, ბექა ოდიშარიამ, გახსნა.

საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ მისასალმებელ სიტყვაში გაფორმებული მემორანდუმის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ დღევანდელი ღონისძიება მაღალი სოციალური პასუხისმგებლობისა და ქალაქის სასიკეთოდ თანამშრომლობის სურვილის გამოვლინებაა.

„გაფორმებული მემორანდუმით ინფრასტრუქტურა, რომელიც არის „ჯინო ჰოლდინგის“ საკუთრება, იქნება ხელმისაწვდომი, რაც მთავარია იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც თბილისის საკრებულოს თითოეული წევრი ემსახურება. ვისურვებდი, რომ ყველა საინვესტიციო ჯგუფმა გამოხატოს ისეთივე სოციალური პასუხისმგებლობა, როგორსაც გამოხატავს „ჯინოს“ საინვესტიციო ჯგუფი“, - განაცხადა ბექა ოდიშარიამ.

მემორანდუმს ხელი საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ აბაშიძემ, დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ, ბექა ოდიშარიამ და სს „ჯინო ჰოლდინგის“ პრეზიდენტმა ნოდარ გიორგაძემ მოაწერეს.

როგორც მემორანდუმის გაფორმების შემდეგ „ჯინო ჰოლდინგის“ პრეზიდენტმა ნოდარ გიორგაძემ აღნიშნა, საამაყოა, როდესაც მუნიციპალიტეტთან თანამშრომლობისა და ურთიერთობის სულ სხვა და უფრო მჭიდრო ეტაპი იწყება.

„მინდა ყველას დიდი მადლობა გადავუხადო მოწვევისა და ამ მნიშვნელოვანი მემორანდუმის გაფორმების შესაძლებლობისთვის. მუნიციპალიტეტის, მერიის, საკრებულოს, გამგეობებისა და მაჟორიტარი დეპუტატების თანამშრომლობა „ჯინო ჰოლდინგთან“ და მრავალი სოციალური და სხვა სახის პროექტის ერთობლივად განხორციელება ძალიან მნიშვნელოვანი იქნება და ვფიქრობ, რომ საკმაოდ კარგ შედეგებს მოიტანს. წარმატება მინდა ვუსურვო ყველას, ვინც ამ ქალაქში სიკეთეს თესავს“, - განაცხადა ნოდარ გიორგაძემ საკრებულოში.

მემორანდუმის გაფორმების ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა თბილისის საკრებულოს ფრაქციის „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ თავმჯდომარემ, ზურაბ ჩიკვილაძემ.

მემორანდუმის მიზანი საკრებულოსა და „ჯინო ჰოლდინგს“ შორის თანამშრომლობის გაღრმავება, ჰოლდინგის საგანმანათლებლო პროექტებში განსაკუთრებული და შეღავათიანი პირობების უზრუნველყოფა და კულტურული, საგანმანათლებლო, სპორტული, საქველმოქმედო და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ინიციატივების მხარდაჭერის მიზნით მხარეთა კოორდინირებული თანამშრომლობის ხელშეწყობაა. 

გაფორმებული დოკუმენტის საფუძველზე, სს „ჯინო ჰოლდინგი“ იღებს ვალდებულებას შეიმუშაოს და დანერგოს სპეციალური პარტნიორული და შეღავათიანი პირობები ჰოლდინგის საკუთრებაში არსებულ ობიექტებში. საკუთარი შესაძლებლობებისა და რესურსების ფარგლებში მონაწილეობა მიიღოს და მხარდაჭერა გაუწიოს თბილისის საკრებულოს მიერ ინიცირებულ ან მხარდაჭერილ კულტურულ, საგანმანათლებლო, სპორტულ, საქველმოქმედო, გარემოსდაცვით და საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროექტებს.

თავის მხრივ, საკრებულო იღებს ვალდებულებას საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში ხელი შეუწყოს სს „ჯინო ჰოლდინგის“ საგანმანათლებლო, ტურისტულ და გამაჯანსაღებელ პროექტებთან დაკავშირებული ერთობლივი ინიციატივების განხორციელებას, ითანამშრომლოს სს „ჯინო ჰოლდინგთან“ მემორანდუმით განსაზღვრული მიზნებისა და ამოცანების ეფექტიანად შესრულებისთვის.

მემორანდუმი ძალაში შედის მხარეთა მიერ მისი ხელმოწერის დღიდან და მოქმედებს 5 წლის განმავლობაში.

ღონისძიებას თბილისის საკრებულოს წევრები, „ჯინო ჰოლდინგის“ წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა