საქართველოსა და სამხრეთ აფრიკის საარჩევნო კომისიებს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა
საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიასა (ცესკო) და სამხრეთ აფრიკის საარჩევნო კომისიას შორის ცესკოში დღეს ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტის მიზანია ორი ქვეყნის საარჩევნო ადმინისტრაციებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის გაძლიერება და გამოცდილების გაზიარება საარჩევნო პროცესების მართვის სფეროში.
ურთიერთგაგების მემორანდუმი, რომელსაც ხელი მოაწერა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ და სამხრეთ აფრიკის საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილემ მიზნად ისახავს, მხარეებს შორის კონსტრუქციული ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებასა და დემოკრატიული პროცესების ხელშეწყობას.
მემორანდუმი ითვალისწინებს გამოცდილების გაზიარებას, როგორც ინოვაციური ტექნოლოგიების გამოყენების კუთხით, ისე საარჩევნო პროცესების კიბერუსაფრთხოების მიმართულებით. ასევე არჩევნების ინკლუზიურობისა და ამომრჩეველთა ცნობიერების ამაღლების კუთხით.
მხარეები კონსულტაციებს გამართავენ თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებების განსასაზღვრად და ერთობლივი საქმიანობის დაგეგმვის მიზნით.
აღნიშნული დოკუმენტის ხელმოწერა ხაზს უსვამს საქართველოსა და სამხრეთ აფრიკის საერთო მიზანს, ხელი შეუწყონ გამჭვირვალე, ინკლუზიურ და თანამედროვე სტანდარტებზე დაფუძნებულ საარჩევნო გარემოს განვითარებას.
ურთიერთგაგების მემორანდუმზე ხელმოწერამდე, გიორგი კალანდარიშვილმა, ჯანეტ ლავს დეტალურად გაუზიარა ინფორმაცია 4 ოქტომბრის არჩევნების სამზადისთანდაკავშირებით და აღნიშნა, რომ ადმინისტრაცია სრულად არის მზად უზრუნველყოს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მაღალ დონეზე ადმინისტრირება.
ინფორმაციას ცესკო ავრცელებს.
სხვა სიახლეები
მაკა ბოჭორიშვილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ეთნიკურ საკითხთა ეროვნული კომისიის კომისარ ცინ იჭის შეხვდა
16.06.2026.19:50
2026 წლის 16 ივნისს, ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა შეხვედრა გამართა საქართველოში ვიზიტით მყოფ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ეთნიკურ საკითხთა ეროვნული კომისიის (NEAC) კომისარ ცინ იჭისთან.
საუბარი შეეხო საქართველო-ჩინეთს შორის ორმხრივი ურთიერთობების დინამიკას და ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში თანამშრომლობის გაღრმავების პოტენციალს სხვადასხვა სფეროში.
ყურადღება გამახვილდა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ეთნიკურ საკითხთა ეროვნულ კომისიას შორის თანამშრომლობის მნიშვნელობაზე.
შეხვედრის ფარგლებში, ხაზგასმით აღინიშნა პოლიტიკური დიალოგის მაღალ დონეზე შენარჩუნება და ჩინეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის, ხოლო საქართველოს მხრიდან ერთიანი ჩინეთის პოლიტიკის მხარდაჭერა.