ტრამპი მალაიზიის შემდეგ იაპონიაში ჩავიდა
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აზიური ტურნეს ფარგლებში მალაიზიის შემდეგ იაპონიაში ჩავიდა. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
მისი თვითმფრინავი რამდენიმე წუთის წინ ტოკიოს ჰანედას საერთაშორისო აეროპორტში დაეშვა.
„ახლა ვეშვები იაპონიაში. ველი იმპერატორთან შეხვედრას“, - დაწერა ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში.
თვითმფრინავის ტრაპთან თეთრი სახლის ლიდერს იაპონიისა და აშშ-ის ოფიციალური პირები დახვდნენ, მათ შორის აშშ-ის ელჩი იაპონიაში, აშშ-ის სამხედრო ძალების მეთაური და იაპონიის მინისტრთა კაბინეტის უფროსი მდივანი.
თვითმფრინავიდან ტრამპი ვერტმფრენში გადაჯდა და ტოკიოში მდებარე სასტუმროში გაფრინდა.
ტოკიოში ტრამპისა და იაპონიის ახლად დანიშნული პრემიერ-მინისტრის სანაე ტაკაიჩის შეხვედრა იგეგმება.
სხვა სიახლეები
კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში ერთი ნაბიჯით არ დავიხევთ უკან - მამუკა მდინარაძე
19.08.2026.16:39
კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში ერთი ნაბიჯით არ დავიხევთ უკან, - განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარების მინისტრმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან.
ვიცე-პრემიერმა ყურადღება დაუთმო, კორუფციული დანაშაულის შედეგად, წინა წლებში რეგიონებში დაგროვილ პრობლემებს და აღნიშნა, რომ დროულად და ხარისხიანად უნდა დასრულდეს ყველა ის პროექტი, რომლებიც რეგიონებშია დაწყებული.
„მინდა ვისაუბრო წინა წლებიდან გადმოსულ პრობლემებზე, რაც კორუფციული დანაშაულის შედეგი იყო და დღეს სამწუხარო მემკვიდრეობად გვაქვს. რამდენ რეგიონშიც არ ჩავედი, ყველგან დამხვდა რამდენიმე პროექტი - ხიდი, გზა, წყალი, გაზიფიცირების საკითხებთან დაკავშირებული პროექტები, რომლებიც, რამდენიმე ცალკეული კონტრაქტორის გამო, დღემდე დაუსრულებელია, უხარისხოდ არის შესრულებული. მინდა გავაფრთხილო ყველა ის ადამიანი, რომლებიც ცდილობენ უხარისხობის, დაგვიანებისა და პრობლემების შექმნის ხარჯზე მეტი მატერიალური სარგებელი მიიღონ, ყველას ეს არ შეეხება, რა თქმა უნდა, ყველას ვაფრთხილებ, ჩვენი ჰუმანურობით ნუ ისარგებლებენ. დროულად და ხარისხიანად დაასრულონ ის პროექტები, რომლებიც რეგიონებში არის დაწყებული. არ ვაპირებ არც მე და ხელისუფლების არც სხვა წარმომადგენელი, რომ შევეგუოთ იმას, რომ სადღაც ბეტონის მარკა დაწიეს, სადღაც დააგვიანეს და ამის გამო მოსახლეობა იყოს პრობლემების წინაშე. ესეც გარკვეული კორუფციული მიმართულებაა და ამასაც უნდა ვებრძოლოთ. ბრალდებებისთვის მზად ვართ, მთავარია, ეს ბრალდებები არ იყოს რეალური და ამასაც გადავიტანთ და ბევრ რამესაც. კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაშიც ერთი ნაბიჯით არ დავიხევთ უკან,“- აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.