ცხადია, კარგ ურთიერთობას განვაგრძობთ საქართველოსთან - მოხარული ვიქნები, რომ გესტუმროთ თბილისში, მოუთმენლად ველი თქვენთან თანამშრომლობას | პეტერ მადიარი
ცხადია, კარგ ურთიერთობას განვაგრძობთ საქართველოსთან, - განცხადა უნგრეთის მომავალმა პრემიერ-მინისტრმა, პეტერ მადიარმა.
მისივე თქმით, იგი მოუთმენლად ელის საქართველოს ხელისუფლებასთან თანამშრომლობას.
„ის ფაქტი, რომ ვიქტორ ორბანის მთავრობას ბალკანეთის ქვეყნებთან ან სხვა სახელმწიფოებთან ძლიერი ურთიერთობა ჰქონდა, არ ნიშნავს, რომ ჩვენ ნაკლები ურთიერთობა გვექნება ამ ქვეყნებთან. თუმცა, თუ უნგრეთს ცუდი ურთიერთობა ჰქონდა ვინმესთან, ჩვენ ვეცდებით, ეს გავაუმჯობესოთ.
მე მოხარული ვიქნები, რომ გესტუმროთ თბილისში ან სხვაგან. მოუთმენლად ველი თქვენთან თანამშრომლობას, თუმცა ჩვენ არ ჩავერევით არც ერთი სხვა ქვეყნის შიდა საქმეებში და არც თქვენი, ან სხვა სახელმწიფოს არჩევნებში. ეს არ არის ჩვენი სტილი და ეს არ არის არც ერთი ევროპული მთავრობის საქმე. ყველა მთავრობა არჩეულია იმისთვის, რომ საკუთარი ქვეყნის ამომრჩეველი წარმოადგინოს“, - განაცხადა პეტერ მადიარმა.
სხვა სიახლეები
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი საქართველოში გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (UNHCR) წარმომადგენელ ანა რიჩს შეხვდა
13.05.2026.16:31
ლევან ჟორჟოლიანმა ანა რიჩს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა.
შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოსა და გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის ოფისს (UNHCR) შორის არსებულ თანამშრომლობაზე. აღინიშნა გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის თბილისის ოფისის ჩართულობის მნიშვნელობა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული მდგომარეობის გაუმჯობესების კუთხით.
შეხვედრაზე ასევე იმსჯელეს საქართველოსა და UNHCR-ს შორის პარტნიორობის შემდგომი გაღრმავების გზებზე. UNHCR-ის წარმომადგენელმა გრანტების გამჭვირვალობის მიმართულებით საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვა.