ვფიქრობთ, გადაწყვეტილებები, რაც ჩვენ მივიღეთ ენერგეტიკის სფეროში, ხელს შეუწყობს დარგის სწრაფ განვითარებას - ირაკლი კობახიძე
ვფიქრობთ, გადაწყვეტილებები, რაც ჩვენ მივიღეთ ენერგეტიკის სფეროში, ხელს შეუწყობს დარგის სწრაფ განვითარებას, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა „აქტუალური თემაში“.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, არასწორად იყო დალაგებული მართვის სისტემა, მათ შორის იყო გადაყიდვის პრაქტიკა, რაც პირდაპირ აფერხებდა ენერგეტიკის სექტორის განვითარებას კონკრეტულად, ჰესების, მზის ელექტროსადგურების, ქარის სადგურების მშენებლობას.
„ამ ყველაფრისგან გავწმინდეთ ჩვენ სისტემა, იმისათვის, რომ ყველა დაბრკოლება მოგვეხსნა ენერგეტიკის სექტორის განვითარებისთვის. ეს ყველაფერი გავაკეთეთ დარგის სპეციალისტებთან და შესაბამის კომპანიებთან კონსულტაციების საფუძველზე. იყო ხელოვნური დაბრკოლებები შექმნილი, აქ არ ვიცი, შეიძლება, იყო სხვადასხვა ტიპის ინტერესები, არ მინდა არ შევიდე, შეიძლება კონკრეტული უწყებები დაინტერესდნენ ამ ყველაფრით და შეიძლება, დაინტერესებულიც არიან უკვე. შეიძლება, კორუფციული ინტერესებიც იყო აქ და ამას გამოიძიებენ საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი უწყებები.
ენერგეტიკის სფეროში კონკრეტული საქმეებიც არის აღძრული და ეს შეიძლება, ამ პრაქტიკებთანაც იყოს დაკავშირებული. ამას სჭირდება ჩაძიება, მაგრამ ჩვენთვის ამ ეტაპზე მთავარია, რომ ყველა ხელოვნური ბარიერი მოიხსნას. ერთ-ერთი ბარიერი, რაც ხელოვნურად დაგროვდა არასწორი პრაქტიკების საფუძველზე იყო სწორედ ეს დავალიანებები, რაც ჰქონდათ შესაბამის ენერგეტიკულ კომპანიებს. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, ყველასთვის უკლებლივ ამ ჯარიმების და საურავების ჩამოწერის თაობაზე. დათქმით გავაკეთეთ ესეც, დათქმის არსი მდგომარეობს იმაში, რომ შესაბამისმა კომპანიამ უნდა დაიწყოს შესაბამისი პროექტის განხორციელება, ან განაახლოს შესაბამისი პროექტის განხორციელება, წინააღმდეგ შემთხვევაში მას ჯარიმა და საუბარი აღუდგება. ამ დათქმით, ჩვენ გვინდა წავახალისოთ ყველა კომპანია, რომ სათანადო ვადებში განახორციელონ შესაბამისი პროექტები. ვფიქრობთ, რომ ეს გადაწყვეტილება და სხვა გადაწყვეტილებები, რაც ჩვენ მივიღეთ ენერგეტიკის სფეროში, ხელს შეუწყობს დარგის სწრაფ განვითარებას. რეალურად ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, გვქონდა სერიოზული ჩამორჩენა, მანამდე გვქონდა ძალიან სერიოზული განვითარება ძირითადად 2013-2019 წლებში და შემდეგ ტემპები შენელდა, სწორედ ამ არასწორი პრაქტიკების საფუძველზე. რა ტემპიც გვქონდა ჩვენ აღებული 2013 წლიდან, 2019 წლის ჩათვლით, ვფიქრობთ, შეგვიძლია იმას დავუბრუნდეთ უკვე მომავალი წლიდან და ეს გადაწყვეტილებები ქმნის საუკეთესო საფუძვლებს ამისათვის“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
სხვა სიახლეები
საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა გიორგი ზაქარაშვილმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს რწმუნებათა სიგელები გადასცა
16.10.2026.17:26
აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, გიორგი ზაქარაშვილმა რწმუნებათა სიგელები გადასცა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს.
რწმუნებათა სიგელების გადაცემის ცერემონიის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე, მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებულ კეთილმეზობლურ, მეგობრულ და სტრატეგიულ პარტნიორობას და ყურადღება გაამახვილეს სხვადასხვა სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობაზე. აღინიშნა ხალხთაშორის კავშირებისა და რეგიონული სტაბილურობის ხელშეწყობის აუცილებლობა.
ილჰამ ალიევმა საქართველოს ელჩს მიულოცა თანამდებობის დაკავება და ნაყოფიერი დიპლომატიური საქმიანობა უსურვა.