მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7172
-0.0088
flag
AZN 1.5298
-0.0007
flag
CNY 38.855
0.0037
flag
EUR 2.9154
0.0054
flag
GBP 3.4415
0.0073
flag
KZT 57.3
-0.0048
flag
TRY 0.0527
-0.0002
flag
USD 2.6005
-0.0014
news banner

ვინ იქნებიან 63 მუნიციპალიტეტში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატები - სრული სია

news image
mbc image

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, საზოგადოებას 63 მუნიციპალიტეტში მერობის კანდიდატები „ქართული ოცნების“ გორგასლის ოფისში გამართულ ღონისძიებაზე წარუდგინა. 

ესენი არიან: ახმეტაში: ალექსი ფიცხელაური; გურჯაანში: გიორგი მაჭავარიანი; დედოფლისწყაროში: ნიკოლოზ ჯანიაშვილი; ლაგოდეხში: ჯონდო მდივნიშვილი; სიღნაღში: მალხაზ ბეგიაშვილი ყვარელში- ილია მზექალაშვილი; საგარეჯოში- ვახტანგ კაკუტაშვილი, თელავში კახეთის საოლქო პროკურორის მოქმედი მოადგილე - ვაჟა მაღრაძე. რუსთავში: ნინო ლაცაბიძე

გარდაბანში: დავით კარგარეთელი - დმანისში: კობა მურადაშვილი - წალკაში: ილია საბაძე მარნეულში დაური ისმაილოვი თეთრიწყაროში თეთრიწყაროს საკრებულოს თავმჯდომარის მოქმედი მოადგილე - მიხეილ აფციაურს; ბოლნისში ზამური ჭითანავა მცხეთა-მთიანეთში მოქმედ მერი- ლევან წიკლაური თიანეთის მუნიციპალიტეტში.

მცხეთაში გოგი აბუაშვილი; დუშეთში დუშეთის საკრებულოს მოქმედი თავმჯდომარე- კახაბერ ჩიტაური ყაზბეგში- კობა გელაძე გორში: კონსტანტინე ბუზალაძე - ქარელში: ზაზა გულიაშვილი - კასპში: ვახტანგ მაისურაძე ხაშურში პაატა ჩადუნელი ადიგენში: გოჩა ქიმაძე.

ასპინძაში: როსტომ მაგრაქველიძე - ახალქალაქში: მელქონ მაკარიანი - ნინოწმინდაში: ანივარდ მოსოიანი ახალციხეში ვარლამ წიკლაური ბორჯომში მამუკა გელაშვილი ქუთაისში: დავით ერემეიშვილი - საჩხერეში: ლევან ივანაშვილი - ჭიათურაში: გივი მოდებაძე - ხარაგაულში: კობა ლურსმანაშვილი - თერჯოლაში: მანუჩარ რობაქიძე - ვანში: ალექსანდრე გოგორიშვილი - სამტრედიაში: დავით ბახტაძე - ხონში: ლადო ჯურხაძე - წყალტუბოში: გენადი ბალანჩივაძე ბაღდათში ჩვენი მერობის კანდიდატი იქნება ბაღდათის საკრებულოს მოქმედი თავმჯდომარე - ნოდარ გიორგიძე; ზესტაფონში ზესტაფონის საკრებულოს მოქმედი თავმჯდომარე - ვახტანგ ღამბაშიძე; ტყიბულში - დავით კუბლაშვილი რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში 2 მუნიციპალიტეტში მერობის კანდიდატებად წარვადგენთ მოქმედ საკრებულოს თავმჯდომარეებს. ესენია: - ცაგერში: ჭაბუკი ჭაბუკიანი - ლენტეხში: გიორგი გაზდელიანი ამბროლაურში - ზაზა ქევანიშვილს, ონში - დავით ლობჟანიძეს. - ფოთში: ბექა ვაჭარაძე - ხობში: დავით ბუკია - სენაკში: ვახტანგ გადელია - აბაშაში: გიგა გაბელაია - მესტიაში: კაპიტონ ჟორჟოლიანი ზუგდიდში- დათო კოდუა; ჩხოროწყუში ყოფილი პარლამენტარი - ჯუმბერ იზორია; მარტვილში- გიორგი ნაჭყებია; წალენჯიხაში - ნიკა კანკია. 

გურიაში მოქმედ მერს - ალექსანდრე სარიშვილს წარვადგენთ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში.

ოზურგეთში ჩვენი მერობის კანდიდატი იქნება- პაატა კუნჭულია; ჩოხატაურში ჩოხატაურის მერის მოქმედი მოადგილე - მინდია ჟღერია.

აჭარაში მოქმედ მერს ან მერის მოვალეობის შემსრულებელს წარვადგენთ 6-დან 3 მუნიციპალიტეტში. ესენია: - ქობულეთში: ირაკლი ცეცხლაძე - ხელვაჩაურში: ზაზა დიასამიძე - შუახევში: ომარ ტაკიძე 2 მუნიციპალიტეტში მერობის კანდიდატებად წარვადგენთ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მოქმედ დეპუტატებს. ესენია: - ქედაში: მამუკა თურმანიძე - ხულოში: ვახტანგ ბერიძე.

ბათუმში ჩვენი მერობის კანდიდატი იქნება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ადმინისტრაციის მოქმედი უფროსი - გიორგი ცინცაძე.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

პოლიტიკა
image საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „საქართველოს 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" კანონპროექტი განიხილა

12.10.2026.16:04

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „საქართველოს 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" კანონპროექტი განიხილა და მხარი დაუჭირა.

მომხსენებელმა, ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ დეპუტატებს ძირითადი მაკროეკონომიკური და ფისკალური პარამეტრები გააცნო.

მისი განცხადებით, რეალური ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2027 წლისთვის 5.0%-ს შეადგენს, ხოლო 2028-2030 წლებში 5.2-5.3%-ის ფარგლებში იქნება.

როგორც გიორგი კაკაურიძემ აღნიშნა, ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტი 2027 წელს 8.9%-ით იზრდება და 126.4 მილიარდ ლარს შეადგენს. შემდგომ წლებში ზრდის პროგნოზი საშუალოდ 8.5%-ია და 2030 წლისთვის 161.0 მილიარდ ლარს აჭარბებს.

„ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებით, მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელი 2027 წლის ბოლოსთვის 12.0 ათას დოლარს, ხოლო 2030 წლისთვის 15.0 ათას დოლარს აჭარბებს", - აღნიშნა მომხსენებელმა.

პროექტის თანახმად: მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი 2027 წლისთვის 4.5%-ს შეადგენს, ხოლო მომდევნო წლებში ეს მაჩვენებელი 4.3%-მდე მცირდება; ბიუჯეტის დეფიციტი დაგეგმილია მთლიანი შიდა პროდუქტის 2.5%-ის დონეზე; მთავრობის ვალის მაჩვენებელი 31.6%-ია და მომდევნო წლებში მცირედით კლების ტენდენცია შენარჩუნდება; ინფლაციის მაჩვენებელს მომდევნო წელს კლებადი ტენდენცია ექნება და წლის ბოლოსთვის მის მიზნობრივ მაჩვენებელს, 3.0%-ს დაუბრუნდება.

ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილის განცხადებით, ნაერთი ბიუჯეტის ჯამური შემოსულობები 37 მილიარდ 531 მილიონ ლარს შეადგენს, რომლის ძირითადი ნაწილი, 32 მილიარდ 90 მილიონი ლარი შემოსავლებზე მოდის. თავის მხრივ, შემოსავლების დიდი ნაწილი საგადასახადო შემოსავლებია, რომლის მოცულობაც 29 მილიარდ 520 მილიონი ლარია.

როგორც გიორგი კაკაურიძემ აღნიშნა, 2027 წლის ნაერთი ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი 37 მილიარდ 562 მილიონი ლარის ოდენობით არის დაგეგმილი, რაც მიმდინარე წლის საპროგნოზო მოცულობას მილიარდ 928 მილიონი ლარით აღემატება.

მისი თქმით, ყველაზე მეტად იზრდება ჯანდაცვისა და სოციალური ხარჯები - 830 მილიონი ლარით, განათლების ხარჯები გაზრდილია 400 მილიონი ლარით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის პროგრამების დაფინანსება - 90 მილიონი ლარით და სპორტული ფედერაციების დაფინანსება - 50 მილიონი ლარით.

ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილის განცხადებით, ასევე იზრდება საჯარო სექტორში შრომის ანაზღაურების ფონდი. მისი განმარტებით, საჯარო სექტორში ხელფასების ზრდა კანონმდებლობით დაკავშირებულია კერძო სექტორში ხელფასების ზრდასთან. ბოლო ოთხი კვარტლის განმავლობაში კერძო სექტორში საშუალო ხელფასის ზრდა 8.4% იყო. აქედან გამომდინარე, საბაზო თანამდებობრივი სარგო 8.4%-ით იზრდება და შესაბამისად, საჯარო სექტორში დასაქმებულთა ანაზღაურების გადაანგარიშება ხორციელდება.

პროექტის თანახმად: საქართველოს 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების ჯამური მაჩვენებელი, მიმდინარე წლის დამტკიცებული გეგმით გათვალისწინებულ მაჩვენებელთან შედარებით, 1 406.6 მილიონი ლარით არის გაზრდილი და 32 166.0 მილიონ ლარს შეადგენს, ხოლო სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებების მოცულობა 32 071,5 მილიონი ლარია, რაც მიმდინარე წლის დამტკიცებულ გეგმას 1 190,1 მილიონი ლარით აჭარბებს.

გიორგი კაკაურიძემ კომიტეტის სხდომაზე, ბიუჯეტის პროექტთან ერთად, წარადგინა დოკუმენტი - „ქვეყნის ძირითადი მონაცემები და მიმართულებები 2027-2030 წლებისათვის" და საქართველოს მთავრობის მოხსენება - „საქართველოს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ".

მოხსენების შემდეგ ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ პარლამენტის წევრების შეკითხვებს უპასუხა.

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა ასევე მოისმინა სახელმწიფო აუდიტის სამსახურისა და საქართველოს ეროვნული ბანკის დასკვნები „საქართველოს 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" კანონპროექტზე.

როგორც საქართველოს გენერალური აუდიტორის პირველმა მოადგილემ, ირაკლი ბერაიამ განაცხადა, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შეფასებით, ბიუჯეტის პროექტში წარდგენილი შემოსულობები და გადასახდელები, არსებული დაშვების საფუძველზე, მოქმედი ნორმატიული ბაზის გათვალისწინებით, შესაძლებელია შეფასდეს საფუძვლიანად და კანონიერად.

„ამავდროულად, კანონპროექტის შემდგომი სრულყოფისა და არსებული ფისკალური რისკების ინდიკაციის მიზნით, მნიშვნელოვანია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ დასკვნაში მოცემული შენიშვნებისა და რეკომენდაციების გათვალისწინება", - განაცხადა გენერალური აუდიტორის პირველმა მოადგილემ.

საქართველოს ეროვნული ბანკის აღმასრულებელი დირექტორის, ბექა დოჭვირის განცხადებით, ეროვნულ ბანკს, მისი კომპეტენციის ფარგლებში, სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით შენიშვნები არ გააჩნია.

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი, პარლამენტში ბიუჯეტის პროექტის პირველადი ვარიანტის განხილვების დროს გამოთქმული შენიშვნების საფუძველზე, დასკვნას მოამზადებს, რომელიც საქართველოს მთავრობას გადაეგზავნება.

კომიტეტმა სხდომაზე ასევე განიხილა კანონპროექტი „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ".

ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილის, გიორგი კაკაურიძის განმარტებით, კანონპროექტით, მიმდინარე წლის ბოლომდე, სახელმწიფო საწარმოები სრულად გადავლენ ხაზინის მომსახურებაზე.

პროექტის თანახმად, ლიკვიდაციის/რეორგანიზაციის/პრივატიზაციის ან/და სტატუსის შეცვლა/დაზუსტების პროცესში მყოფი ან/და არააქტიური/არაფუნქციონირებადი სამთავრობო სექტორისთვის მიკუთვნებული სახელმწიფო საწარმოების სახელმწიფო ხაზინის მომსახურებაზე გადაყვანა არ განხორციელდება. ასევე, კანონმდებლობით დარეგულირდება სამთავრობო სექტორისთვის მიკუთვნებული სახელმწიფო საწარმოების საბანკო დაწესებულებებში სადეპოზიტო და მიმდინარე ანგარიშების გახსნის საკითხი.

მეორე საკითხი, რომელსაც კანონპროექტი ეხება, მუნიციპალიტეტებს შორის დამატებული ღირებულების გადასახადის საპროგნოზო მოცულობის უფრო თანაბარი გადანაწილებაა.

პროექტის მიხედვით, 2027 წელს მუნიციპალიტეტებისთვის მისაღები დამატებული ღირებულების გადასახადის მოცულობა, 2026 წელთან შედარებით, არანაკლებ 8,4%-ით გაიზრდება, ხოლო მაქსიმალური ზრდის ზედა ზღვარი არაუმეტეს 25%-ით განისაზღვრება. ასევე, გათანაბრებითი ტრანსფერის სისტემიდან დამატებული ღირებულების გადასახადის განაწილების სისტემაზე გადასვლის გარდამავალი პერიოდი 2030 წლის ჩათვლით გაგრძელდება.

კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე განხილვას.

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა ასევე განიხილა და მხარი დაუჭირა საქართველოს მთავრობის მიერ დასამტკიცებლად წარდგენილ თავდაცვის ძალების რაოდენობას.

როგორც თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, გრიგოლ გიორგაძემ განაცხადა, საქართველოს თავდაცვის ძალების რაოდენობა 2027 წელს განისაზღვრება არაუმეტეს 37 000 სამხედრო მოსამსახურით.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა