მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7176.8
0.0019
flag
AZN 1.5353
-0.0001
flag
CNY 38.899
-0.0018
flag
EUR 3.0247
-0.0095
flag
GBP 3.5239
-0.0097
flag
KZT 57.79
-0.005
flag
TRY 0.0537
-0.0001
flag
USD 2.6095
-0.0006
news banner

ევროკავშირიდან და დიდი ბრიტანეთიდან შემოსული საერთაშორისო ვიზიტები და შემოსავლები 13%-ზე მეტითაა გაზრდილი - ირაკლი ნადარეიშვილი

news image
mbc image

„ტურიზმის სექტორში მიმდინარე წელს რეკორდული მაჩვენებლები ფიქსირდება როგორც ვიზიტორების, ასევე ინდუსტრიაში გენერირებული შემოსავლების თვალსაზრისით. გეოგრაფიას თუ შევხედავთ, პრიორიტეტული ქვეყნები, რომლებშიც ევროკავშირი ნამდვილად გამორჩეულია, ამ ზრდაში წამყვან როლს თამაშობს - 2025 წლის იანვარი-სექტემბრის პერიოდში ევროკავშირის ქვეყნებიდან და დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში, წინა წელთან შედარებით, საერთაშორისო ვიზიტების 13%-ზე მეტი ზრდა დაფიქსირდა, ეს შეეხება, რა თქმა უნდა, ამ მოგზაურების მიერ გენერირებულ შემოსავალსაც"- განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ირაკლი ნადარეიშვილმა.

მინისტრის მოადგილის ინფორმაციით,  „სამინისტროს თანმიმდევრული პოლიტიკით, ერთი მხრივ, ტურიზმის ადმინისტრაცია ინტენსიურად მუშაობს სამიზნე ბაზრებზე ქვეყნის წარმოჩენის პოპულარიზაციის თვალსაზრისით. ამის ძალიან კარგი ილუსტრაციაა გერმანიასა და საფრანგეთში დაწყებული ახალი კამპანია, რომელიც ზამთრის მოსამზადებელი სეზონისთვის ტურისტების საქართველოში მოზიდვასა და  ცნობადობის ამაღლებაზე მუშაობს, მათ შორის, სამთო-სათხილამურო მიმართულებით, მეორე მხრივ კი ესაა პირდაპირი დაკავშირებადობის და პირდაპირი ფრენების სტიმულირება - განვითარება," - აღნიშნა ირაკლი ნადარეიშვილმა. მისი თქმით, ათეულობით მიმართულება შემოემატა იმ პორტფელს, რომელიც თბილისი და საქართველოს სხვა საერთაშორისო აეროპორტები პირდაპირი ფრენებით ევროპის სხვადასხვა დედაქალაქებსა და მსხვილ ქალაქებს დაუკავშირდნენ.

საფრანგეთსა და გერმანიაში მიმდინარე მარკეტინგული კამპანიების ფარგლებში, პარიზის მეტროს სადგურებთან, 170 სხვადასხვა ლოკაციაზე, ქალაქის ცენტრალურ ქუჩებსა და მოედნებზე საქართველოს შესახებ ბანერები განთავსდა. პარალელურად, გერმანიის უმსხვილეს ქალაქებში — ბერლინში, ფრანკფურტში, მიუნხენსა და ჰამბურგში — მეტროს სადგურებში, მთავარ მოედნებსა და ცენტრალურ გამზირებზე გამოიფინა საქართველოს ზამთრის კურორტებისა და ტურისტული პროდუქტების სარეკლამო ბანერები.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

პოლიტიკა
image ცესკოს თავმჯდომარე და მდივანი უსკოს ახალ თავმჯდომარეს და აჭარის საოლქო საარჩევნო კომისიების თავმჯდომარეებს შეხვდნენ

11.09.2026.20:45

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი და მდივანი გიორგი ჯავახიშვილი აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის (უსკო) ახალ თავმჯდომარეს პაატა კეშელავას შეხვდნენ. ცესკოს ხელმძღვანელმა პირებმა პაატა კეშელავას ახალი მანდატის ფარგლებში საქმიანობის დაწყება მიულოცეს და წარმატება უსურვეს.

შეხვედრა უსკოში გაიმართა და მას ასევე დაესწრნენ უსკოს წევრები, ცესკოს წევრი გიორგი ძაგანია, საარჩევნო პროცესების მართვის დეპარტამენტის უფროსი ეკა ცაბაშვილი, რეგიონული კოორდინატორები ზვიად თენეიშვილი და მანუჩარ გამყრელიძე, აჭარის მასშტაბით მოქმედი საოლქო საარჩევნო კომისიების თავმჯდომარეები.

როგორც გიორგი კალანდარიშვილმა აღნიშნა, მსგავსი, გაფართოებული ფორმატის შეხვედრა როგორც ცენტრალურ, ისე რეგიონულ დონეზე საარჩევნო ადმინისტრაციების კოორდინაციის თვალსაზრისით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. მისივე თქმით, შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი მიზანი იყო ცესკოსა და უსკოს შორის არსებული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერება და ახალი შესაძლებლობების განსაზღვრა. აღინიშნა, რომ ცესკო მომავალშიც აქტიურად შეუწყობს ხელს უსკოსთან პროფესიული თანამშრომლობის განვითარებას.

შეხვედრაზე განიხილეს ერთობლივი საქმიანობის მიმართულებები, საერთო პრიორიტეტები და საკითხები, რომლებზეც საარჩევნო ადმინისტრაციებს სამომავლოდ კიდევ უფრო მჭიდრო კოორდინაცია დასჭირდებათ. მხარეებმა ისაუბრეს საზოგადოებასთან ეფექტიანი კომუნიკაციის, ამომრჩეველთა ინფორმირების, ცნობიერების ამაღლებისა და საარჩევნო პროცესის შესახებ სანდო ინფორმაციის გავრცელების მნიშვნელობაზე. ასევე განიხილეს დეზინფორმაციისა და მცდარი ინფორმაციის წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების კოორდინაციისა და საზოგადოების ინფორმირების ეფექტიანი მექანიზმები.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ თანამედროვე საარჩევნო ადმინისტრაციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანაა ინოვაციების, ტექნოლოგიებისა და საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკის ადგილობრივ გამოცდილებასთან ეფექტიანი ინტეგრირება.

მხარეები შეთანხმდნენ, რომ ერთობლივი სამუშაო შეხვედრები, გამოცდილების გაზიარება და პროფესიული დიალოგი მომავალში აქტიურ და მჭიდრო რეჟიმში გაგრძელდება.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა