დაზიანებული მოჭრილი ყვავილები ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას დაექვემდებარა
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტში „სადახლო-საავტომობილო", უცხო ქვეყნიდან შემოსული, 9450 ცალი სხვადასხვა სახეობის მოჭრილი ყვავილებით დატვირთული ავტოსატრანსპორტო საშუალება იქნა შეჩერებული.
სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის პროცედურების განხორციელებისას, საქართველოს ფიტოსანიტარიულ მოთხოვნებთან შეუსაბამობა კერძოდ, მცენარეებზე მავნე ორგანიზმებით გამოწვეული დაზიანებები გამოვლინდა.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 20 სექტემბრის №463 დადგენილების შესაბამისად, აღნიშნული საქონელი ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას დაექვემდებარა.
სხვა სიახლეები
საქართველო ხდება მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც მედიკამენტ ჯივინოსტატს შეიძენს და სახელმწიფო პროგრამაში დანერგავს - ბექა მიქაუტაძე
07.08.2026.17:07
ხელისუფლებამ დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო თანამედროვე მედიკამენტის საქართველოში შემოტანისა და პაციენტებისთვის ხელმისაწვდომობის მიმართულებით უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო.
აღნიშნულის თაობაზე საკრებულოს სხდომაზე განცხადება ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ გააკეთა.
როგორც ბექა მიქაუტაძემ აღნიშნა, საქართველომ იტალიურ ფარმაცევტულ კომპანია „იტალფარმაკოსთან“ დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო ინოვაციური პრეპარატის, „ჯივინოსტატის“, შეძენის შესახებ ოფიციალური ხელშეკრულება გააფორმა. შედეგად საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იქნება, რომელიც ამ მედიკამენტს შეიძენს, ქვეყანაში შემოიტანს და დაავადების მართვის სახელმწიფო პროგრამაში ჩართავს.
„ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი სიახლეა დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტებისა და მათი ოჯახებისთვის, რადგან პრეპარატი დაავადების პროგრესირების შენელებაზე მოქმედი ინოვაციური თერაპიაა და მისი სახელმწიფო პროგრამაში ჩართვა თანამედროვე მკურნალობაზე ხელმისაწვდომობას მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს, - განაცხადა ბექა მიქაუტაძემ.
ინფორმაციას თბილისის საკრებულო ავრცელებს.