მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7179.8
-0.005
flag
AZN 1.537
-0.0033
flag
CNY 38.931
-0.0026
flag
EUR 3.0364
-0.0002
flag
GBP 3.5359
0.005
flag
KZT 57.34
0.0005
flag
TRY 0.0539
-0.0003
flag
USD 2.6126
-0.0054
news banner

ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებების შედეგად, ფერმერებს სიმინდის მოსავალი სრულად შეუნარჩუნდათ

news image
mbc image

სურსათის ეროვნული სააგენტოს აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო   მართვის ცენტრი, სასოფლო-სამეურნეო კულტურების დაცვის მიზნით, დასავლეთ საქართველოში მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებებს ინტენსიურად ახორცილებს. აჭარაში, სამეგრელოს, იმერეთისა და გურიის რეგიონებში, ტერიტორიების თერმული ნისლით  დამუშავების  პარალელურად,  საყანე ფართობები ცივი შესხურების ტექნოლოგიით იწამლება. 

დასავლეთ საქართველოს ყველა რეგიონში სასიმინდე ფართობების აბსოლუტური უმრავლესობა დამუშავებულია, თუმცა, ღონისძიებები გრძელდება სასიმინდე კულტურების საგვიანო ჯიშის ნათესებში. 

„უმეტეს ნათესებში მოსავლის აღება დაწყებულია და მავნებლის მიერ მოსავლის დაზიანების რისკი აღარ არსებობს. რაც შეეხება საგვიანო ჯიშის ნათესებს, ღონისძიებები ინტენსიურად და ინსექტიციდების ლოდინის პერიოდის სრული დაცვით მიმდინარეობს”, - აღნიშნა სურსათის ეროვნული სააგენტოს  მცენარეთა დაცვის დეპარტამენტის უფროსმა  ნიკოლოზ მესხმა.  

შეწამვლის სამუშაოები აქტიურად ტარდება  აბაშის მუნიციპალიტეტის ზანათის ადმინისტრაციულ ერთეულში, სადაც  რვა ერთეული სპეციალიზებული ტექნიკით სიმინდის მასივები მთელი სოფლის პერიმეტრზე  ცივი შესხურების ტექნოლოგიით მუშავდება. 

ღონისძიებების მიმდინარეობას და საყანე ფართობებში არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნენ სურსათის ეროვნული სააგენტოს  მცენარეთა დაცვის დეპარტამენტის უფროსი ნიკოლოზ მესხი,   ფაროსანას საწინააღმდეგო მართვის ცენტრის უფროსი დავით აშორდია და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები. 

ამ ეტაპისთვის, სურსათის ეროვნული სააგენტოს აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო მართვის ცენტრის მიერ ქვეყნის მასშტაბით დამუშავებულია: ცივი შესხურებით - 74 ათას ჰა-მდე ტერიტორია (ტყის პერიმეტრი, ჯაგნარი, სოფლის პერიმეტრი, სიმინდის მასივი);  თერმული ნისლით -  215 270 ჰა ტერიტორია; განთავსებულია  7474  „მონიტორინგის ხაფანგი” და 152 117 „მოიზიდე და გაანადგურე“ სადგური.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image საქართველოს ეროვნული ბანკი „თვის მიმოხილვას“ აქვეყნებს

04.09.2026.17:15

მიმოხილვაში ქვეყნის საბანკო და საფინანსო სექტორებში არსებული მდგომარეობისა და მაკროეკონომიკური პარამეტრების დეტალურ ანალიზს გაეცნობით. გამოცემის მიზანია ფართო საზოგადოებას ქვეყნის მოკლევადიანი (ერთთვიანი) მაკროეკონომიკური ანალიზი ოპერატიულად მიაწოდოს. ანგარიშში წარმოდგენილი ანალიზი ამ ეტაპზე არსებულ უახლესს ინფორმაციას ეყრდნობა.

ძირითადი ტენდენციები

ინფლაცია

  • აგვისტოში წლიურმა ინფლაციამ 5.6% შეადგინა, ხოლო ივლისთან შედარებით ფასების საერთო დონემ 0.4%-ით მოიმატა
  • საბაზო ინფლაციამ, რომელიც სამომხმარებლო კალათიდან მერყევ სურსათის, ენერგომატარებლების და სიგარეტის ფასებს გამორიცხავს, აგვისტოში 3.6% შეადგინა
  • მომსახურების ინფლაცია 4.4%-ს გაუტოლდა

საბანკო სექტორი

  • ივლისში, გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, სესხების ზრდის ტემპი 0.2 პპ-ით გაიზარდა და წლიური მაჩვენებელი 14.7%-ს გაუტოლდა
  • დეპოზიტების დოლარიზაცია ივლისში 0.5 პპ-ით შემცირდა და 43.2% შეადგინა
  • ივლისში, მთლიანი საკრედიტო პორტფელის დოლარიზაციამ 41.3% შეადგინა

საგარეო სექტორი

  • იმპორტი - საქონლის იმპორტი წლიურად 5.8%-ით გაიზარდა და 1.7 მლრდ აშშ დოლარს გაუტოლდა. ივლისში იმპორტის ზრდა ძირითადად შუალედური მოხმარების საქონლის იმპორტის ზრდამ განაპირობა, რომლის წვლილმა 6.5 პპ შეადგინა
  • ექსპორტი - ექსპორტი 30.0%-ით გაიზარდა და 793.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ივლისში საქონლის რეგისტრირებული ექსპორტის წლიური ზრდა ძირითადად სამომხმარებლო (15.4 პპ წვლილით) და შუალედური მოხმარების (13.8 პპ წვლილით) საქონლის ექსპორტის ზრდამ განაპირობა. ასევე გაზრდილია საინვესტიციო საქონლის ექსპორტიც (0.8 პპ წვლილით)
  • ივლისის მდგომარეობით, წინა თვესთან შედარებით, ოფიციალური საერთაშორისო რეზერვები 404.6 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა. რეზერვების მთლიანმა მოცულობამ კი ისტორიულად მაღალ მაჩვენებელს მიაღწია და 7.5 მლრდ აშშ დოლარს გადააჭარბა

გამოცემის ნახვა შესაძლებელია ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე "პუბლიკაციების" რუბრიკაში.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა