იანვრის ბოლოს ცნობილი იქნება კომპანია, რომელიც თბილისში ტრამვაის პროექტს განახორციელებს
იანვრის ბოლოს ცნობილი იქნება კომპანია, რომელიც თბილისში ტრამვაის პროექტის განხორციელებას დაიწყებს, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, პროექტი გაგრძელდება და „ჩვენ უნდა დავაბრუნოთ აღნიშნული საზოგადოებრივი ტრანსპორტი ქალაქში, რომ საზოგადოებას მივცეთ იმის შესაძლებლობა, რომ თვითონ გააკეთოს არჩევანი იმგზავროს მეტროთი, ავტობუსით, ტრამვაით თუ საკუთარი ავტომობილით“.
„ჩვენ წინასაარჩევნოდ ვისაუბრეთ თუ რამდენად მნიშვნელოვანი იყო აღნიშნული პროექტის განხორციელება. რა თქმა უნდა მომზადებული გვქონდა ყველაფერი და აღნიშნულთან დაკავშირებით ვიდრე საბოლოო გადაწყვეტილებები არ იქნებოდა არ ვსაუბრობდით და წინასაარჩევნოდ გაჟღერებული იქნა თუ რის გაკეთებას ვაპირებთ. თქვენ იცით, რომ გამოცხადებულია ტენდერი და იანვრის ბოლოსკენ გვეყოლება გამარჯვებული კომპანია, რომელიც უკვე დაიწყებს პროექტის განხორციელებას“, - აღნიშნა კალაძემ.
სხვა სიახლეები
მზის პანელების შეძენისა და მონტაჟის მოტივით 40 000 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე პროკურატურამ ერთ პირს ბრალი წარუდგინა
13.11.2026.16:35
თბილისის პროკურატურის თაღლითობის სისხლის სამართლის საქმეებზე საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველომ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა იმ მოტივით, რომ შეიძენდა და დაამონტაჟებდა მზის პანელებს, დაზარალებულებს 40 000 ლარი ჩაარიცხინა, რომელიც მიისაკუთრა და ქვეყნის ფარგლები დატოვა.
ბრალდებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (თაღლითობა, ჩადენილი დიდი ოდენობით) დაუსწრებლად წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, სასამართლოს უკვე მიმართა.