მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7179.8
-0.005
flag
AZN 1.537
-0.0033
flag
CNY 38.931
-0.0026
flag
EUR 3.0364
-0.0002
flag
GBP 3.5359
0.005
flag
KZT 57.34
0.0005
flag
TRY 0.0539
-0.0003
flag
USD 2.6126
-0.0054
news banner

ინტენსიურად განვიხილავთ სტრატეგიული ჰესების მშენებლობას, რომლებიც დააკმაყოფილებს ქვეყნის შიდა მოხმარებას და გაზრდის საექსპორტო შესაძლებლობებს, მათ შორის, შავი ზღვის წყალქვეშა ენერგეტიკული კაბელის მეშვეობით - ინგა ფხალაძე

news image
mbc image

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, ინგა ფხალაძის განცხადებით, საქართველოს მთავრობა, ენერგეტიკული სტრატეგიის შესაბამისად, აქტიურად მუშაობს 10-წლიან სამოქმედო გეგმაზე, რომლის ფარგლებშიც ქვეყანაში უნდა აშენდეს ელექტროენერგიის გენერაციის ობიექტები, მათ შორის, ჰიდროენერგიის, მზისა და ქარის სადგურები.

„ჩვენი ენერგეტიკული პოლიტიკის ფარგლებში ძალიან ინტენსიურად განვიხილავთ მნიშვნელოვანი, სტრატეგიული ჰესების მშენებლობას, რომლებიც სრულად დააკმაყოფილებს ქვეყნის შიდა მოხმარებას, თითქმის გაანულებს იმპორტის საჭიროებას და გაზრდის ელექტროენერგიის საექსპორტო შესაძლებლობებს, მათ შორის, ევროპის ქვეყნებში შავი ზღვის წყალქვეშა ენერგეტიკული კაბელის მეშვეობით" - აღნიშნა ინგა ფხალაძემ.

მინისტრის მოადგილის შეფასებით, ამ პროცესში ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის ელექტროენერგეტიკული ქსელის მოდერნიზაცია და გაფართოება.

„ძალიან დიდი სამუშაოა გასაწევი იმისთვის, რომ მოხდეს ქსელის აღდგენა და გაფართოება. ელექტროენერგეტიკულ ქსელს უნდა შეეძლოს ახალი გენერაციის მიღება და გატარება, რომელიც, მაგალითად, უახლოესი 4-5 წლის განმავლობაში შეემატება ქვეყანას. ჩვენ ვამუშავებთ გეგმებს, რომლებიც ითვალისწინებს ქსელის გაფართოებას, გარემონტებას, ასევე იმ ლიცენზიებისა და მემორანდუმების დახვეწას, რომლებიც სინქრონულად ოპერირების წარმართვისთვის არის მნიშვნელოვანი" - განმარტა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ.

როგორც ინგა ფხალაძემ აღნიშნა, ენერგეტიკული პოლიტიკა, რომელიც დღეს ეკონომიკის სამინისტროში მუშავდება, პირდაპირ მიმართულია ქვეყნის ეკონომიკური ზრდისკენ და იმ მიზნებისკენ, რომ მოხდეს ქვეყნის ინტეგრაცია როგორც მეზობელი, ისე ევროპული ქვეყნების ბაზრებთან ელექტროენერგიით ძალიან გამართულ, წარმატებულ ვაჭრობაში.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image საქართველოს ეროვნული ბანკი „თვის მიმოხილვას“ აქვეყნებს

04.09.2026.17:15

მიმოხილვაში ქვეყნის საბანკო და საფინანსო სექტორებში არსებული მდგომარეობისა და მაკროეკონომიკური პარამეტრების დეტალურ ანალიზს გაეცნობით. გამოცემის მიზანია ფართო საზოგადოებას ქვეყნის მოკლევადიანი (ერთთვიანი) მაკროეკონომიკური ანალიზი ოპერატიულად მიაწოდოს. ანგარიშში წარმოდგენილი ანალიზი ამ ეტაპზე არსებულ უახლესს ინფორმაციას ეყრდნობა.

ძირითადი ტენდენციები

ინფლაცია

  • აგვისტოში წლიურმა ინფლაციამ 5.6% შეადგინა, ხოლო ივლისთან შედარებით ფასების საერთო დონემ 0.4%-ით მოიმატა
  • საბაზო ინფლაციამ, რომელიც სამომხმარებლო კალათიდან მერყევ სურსათის, ენერგომატარებლების და სიგარეტის ფასებს გამორიცხავს, აგვისტოში 3.6% შეადგინა
  • მომსახურების ინფლაცია 4.4%-ს გაუტოლდა

საბანკო სექტორი

  • ივლისში, გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, სესხების ზრდის ტემპი 0.2 პპ-ით გაიზარდა და წლიური მაჩვენებელი 14.7%-ს გაუტოლდა
  • დეპოზიტების დოლარიზაცია ივლისში 0.5 პპ-ით შემცირდა და 43.2% შეადგინა
  • ივლისში, მთლიანი საკრედიტო პორტფელის დოლარიზაციამ 41.3% შეადგინა

საგარეო სექტორი

  • იმპორტი - საქონლის იმპორტი წლიურად 5.8%-ით გაიზარდა და 1.7 მლრდ აშშ დოლარს გაუტოლდა. ივლისში იმპორტის ზრდა ძირითადად შუალედური მოხმარების საქონლის იმპორტის ზრდამ განაპირობა, რომლის წვლილმა 6.5 პპ შეადგინა
  • ექსპორტი - ექსპორტი 30.0%-ით გაიზარდა და 793.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ივლისში საქონლის რეგისტრირებული ექსპორტის წლიური ზრდა ძირითადად სამომხმარებლო (15.4 პპ წვლილით) და შუალედური მოხმარების (13.8 პპ წვლილით) საქონლის ექსპორტის ზრდამ განაპირობა. ასევე გაზრდილია საინვესტიციო საქონლის ექსპორტიც (0.8 პპ წვლილით)
  • ივლისის მდგომარეობით, წინა თვესთან შედარებით, ოფიციალური საერთაშორისო რეზერვები 404.6 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა. რეზერვების მთლიანმა მოცულობამ კი ისტორიულად მაღალ მაჩვენებელს მიაღწია და 7.5 მლრდ აშშ დოლარს გადააჭარბა

გამოცემის ნახვა შესაძლებელია ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე "პუბლიკაციების" რუბრიკაში.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა