მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7267.8
-0.0018
flag
AZN 1.5776
-0.0014
flag
CNY 39.488
-0.0006
flag
EUR 3.1404
-0.019
flag
GBP 3.6245
-0.0235
flag
KZT 57.11
-0.0078
flag
TRY 0.059
-0.0002
flag
USD 2.6818
-0.0025
news banner

იუსტიციის სახლის თავმჯდომარე ვახტანგ ჟვანია გაერო-ს საჯარო ადმინისტრირების ექსპერტთა კომიტეტის 25-ე სესიაზე მოხსენებით წარდგა

news image

იუსტიციის სახლის თავმჯდომარე ვახტანგ ჟვანია გაერო-ს საჯარო ადმინისტრირების ექსპერტთა კომიტეტის  25-ე სესიაზე,  მონაწილე ქვეყნების წარმომადგენლებისთვის სერვისის მიწოდების  ქართული საუკეთესო ორაქტიკისა და გამოცდილების გაზიარების მიზნით მოხსენებით წარდგა.

გამოსვლისას ყურადღება გამახვილდა თანამედროვე საჯარო ადმინისტრირებაში ციფრული კომპეტენციების გაძლიერებაზე, ინოვაციური სერვისების განვითარებასა და მოქალაქეზე ორიენტირებული პოლიტიკის მნიშვნელობაზე. 

,,დღეისათვის იუსტიციის სახლი სახელმწიფო და კერძო სექტორის 600-მდე სერვისს ახორციელებს და მომხმარებელს სთავაზობს მომსახურების მიღების სხვადასხვა არხს, მათ შორის: ფილიალებს, „მობილურ იუსტიციის სახლს“, იუსტიციის სახლის სივრცეებს პენიტენციურ დაწესებულებებში, პროექტს „ბიზნეს ასისტენტი“, ასევე ქოლ-ცენტრსა და ონლაინ ჩატს.2011 წელს პირველი ფილიალის გახსნიდან დღემდე, იუსტიციის სახლი უკვე 127 ფილიალით არის წარმოდგენილი მთელი ქვეყნის მასშტაბით. ის მომხმარებლებისთვის უზრუნველყოფს სერვისებზე სწრაფ და მარტივ წვდომას კომფორტულ გარემოში. გლობალური განვითარების პრიორიტეტების შესაბამისად, იუსტიციის სახლი მტკიცედ უჭერს მხარს გაეროს მდგრადი განვითარების პრინციპებს", - განაცხადა იუსტიციის სახლის თავმჯდომარე ვახტანგ ჟვანიამ. 

ასევე ხაზი გაესვა, რომ იუსტიციის სახლი , როგორც რეგიონში სერვისის მიმწოდებელი უმსხვილესი ინსტიტუცია, მუდმივი განვითარებისა და თანამედეოვე მიდგომების გამოყენებით,  უზრუნველყოფს სწრაფ, ხელმისაწვდომ და მაღალი ხარისხის მომსახურებას და ამავდროულად, აქტიურად ნერგავს ხელოვნურ ინტელექტსა და თანამედროვე ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებს.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image 14 მაისიდან 30 ივნისის ჩათვლით ხაჯალია–სუფსის მონაკვეთზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება

13.05.2026.19:45

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ხაჯალია–სუფსის საავტომობილო გზაზე პერიოდული შეკეთების სამუშაოები მიმდინარეობს.

სამუშაოების წარმოების მიზნით, 2026 წლის 14 მაისიდან 30 ივნისის ჩათვლით, ხაჯალია–სუფსის საავტომობილო გზაზე ორივე მიმართულებით ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება.

შეზღუდვის პერიოდში, გრიგოლეთის მიმართულებით მოძრავი სატრანსპორტო საშუალებები ნიგვზიანის წრიულიდან, ხოლო სამტრედიის მიმართულებით მოძრავი ავტოტრანსპორტი - სუფსის წრიულიდან, საერთაშორისო მნიშვნელობის სამტრედია–ლანჩხუთი–გრიგოლეთის საავტომობილო გზით ისარგებლებს.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა