მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7214.3
-0.0084
flag
AZN 1.5651
-0.0014
flag
CNY 39.291
0.0048
flag
EUR 3.0779
0.0096
flag
GBP 3.5643
0.0125
flag
KZT 54.53
-0.0026
flag
TRY 0.0577
-0.0001
flag
USD 2.6607
-0.0018
news banner

კორშა-შატილის მონაკვეთზე მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

news image
mbc image

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის კმ53-კმ106 (კორშა-შატილი) მონაკვეთზე მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება შეზღუდულია.

საავტომობილო გზის კმ1-კმ52 (ჟინვალი-კორშა) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრაცია მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან იქნება შესაძლებელი - საჯარო რეესტრი მომხმარებელს ახალ ციფრულ სერვისს სთავაზობს

09.06.2026.16:54

იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო მოქალაქეებს „გონიერი კონტრაქტის“ ახალ ინოვაციურ მომსახურებას სთავაზობს. საქართველოს მოქალაქეებს ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრაცია მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან, დისტანციურად შეუძლიათ. ინფორმაციას საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. 

ახალი სერვისი გონიერი კონტრაქტის თანამედროვე ტექნოლოგიაზეა დაფუძნებული და დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობას აძლევს, მომსახურება სწრაფად, მარტივად და უსაფრთხოდ მიიღონ.

ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრაცია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი სერვისია. მოქალაქეთა მაღალი ინტერესისა და მომართვიანობის გათვალისწინებით, სააგენტომ აღნიშნულ მომსახურებაში გონიერი კონტრაქტის მექანიზმი დანერგა, რაც პროცესს კიდევ უფრო სწრაფად და მარტივად ხელმისაწვდომს ხდის.

გონიერი კონტრაქტის ინოვაციური სერვისის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა უსაფრთხო და თანადროული ანგარიშსწორებაა. სისტემა უზრუნველყოფს რეგისტრაციის პროცესისა და შესაბამისი ფინანსური ოპერაციის ერთდროულ განხორციელებას, რაც მომხმარებლებისთვის დამატებით გარანტიას ქმნის.

გონიერი კონტრაქტის სერვისით სარგებლობა შეუძლიათ საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც ფლობენ მოქმედ პირადობის დამადასტურებელ მოწმობას ან პასპორტს. მომსახურების მისაღებად დაინტერესებული პირები უნდა ეწვიონ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდს napr.gov.ge და მათთვის სასურველ დროს დაჯავშნონ დისტანციური სესია.

გონიერი კონტრაქტის პლატფორმა წარმატებით გამოიყენება უძრავი ქონების დისტანციური შეძენის პროცესშიც, რაც საქართველოს მოქალაქეებს, მათ შორის ემიგრანტებს, შესაძლებლობას აძლევს, საქართველოში ქონების შეძენა შუამავლებისა და მინდობილობის გარეშე განახორციელონ.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო განაგრძობს ციფრული სერვისების თანამედროვე ტექნოლოგიებითა და უსაფრთხოების მაღალი დაცვის სტანდარტებით განვითარებას და მოქალაქეებისთვის სახელმწიფო მომსახურებების კიდევ უფრო მარტივ, სწრაფ და უსაფრთხო ფორმით შეთავაზებას.

საჯარო რეესტრი მუდმივად ზრუნავს ინოვაციური სერვისების განვითარებაზე, სააგენტო მსოფლიოში პირველი საჯარო უწყებაა, რომელმაც ბლოკჩეინის ტექნოლოგია დანერგა და უძრავი ქონების რეგისტრაციაში წარმატებით გამოიყენა.

ბლოკჩეინი მონაცემთა დეცენტრალიზებული ბაზაა და ნებისმიერი ტრანზაქციის დაცულობას, გამჭვირვალობასა და ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა