მებაჟე ოფიცრებმა დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს და ვერცხლის ნაკეთობების შემოტანის მცდელობები აღკვეთეს
1-15 ივლისს, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტებში ,,ქუთაისის აეროპორტი“ და ,,თბილისის აეროპორტში“ კანონდარღვევის ფაქტები აღიკვეთა.
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს 3 მოქალაქის კუთვნილი ხელბარგის ეჭვის საფუძველზე, დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული ოქროსა და ვერცხლის საიუველირო ნაკეთობები/ოქროს მონეტები (საერთო წონა - 281,24 გრამი) გამოვლინდა.
არადეკლარირებული საქონლის საბაჟო ღირებულებამ ჯამში, 42 696,26 ლარი შეადგინა.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად, 2 კანონდამრღვევი მოქალაქე სანქციის სახით, საერთო ჯამში, 11 597,26 ლარით დაჯარიმდნენ, ხოლო ერთი სამართალდამრღვევი პირის მიმართ, ვინაიდან აღნიშნული ოქროს ნივთების საბაჟო ღირებულება 15 000 ლარს აღემატებოდა, საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.
სისხლის სამართლის კანონმდებლობით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნების შემცველი, კიდევ რამდენიმე ფაქტი საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,თბილისის აეროპორტშიც“ გამოვლინდა.
მებაჟე ოფიცრების მიერ, საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეების კუთვნილი ბარგის, ეჭვის საფუძველზე დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული ოქროს/ვერცხლის საიუველირო ნაკეთობები (ოქროს ნაკეთობების საერთო წონა: 110,94 გრამი, ვერცხლის ნაკეთობების საერთო წონა 2 010 გრამი) გამოვლინდა.
არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 46 778,04 ლარი შეადგინა.
„2 მოქალაქის საქმის მასალები, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა, ხოლო საქართველოს მოქალაქე და ერთი უცხო ქვეყნის ბინადარი საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად, ჯამში 13 000 ლარით დაჯარიმდნენ.
აქვე გაცნობებთ, რომ ფიზიკური პირის მიერ საზღვრის კვეთისა და საბაჟო კონტროლის შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ შემოსავლების სამსახურის ვებ-გვერდზე www.rs.ge“, - აცხადებენ შემოსავლების სამსახურში.
სხვა სიახლეები
საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭომ ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას ერთხმად ჩამოაშორა
09.10.2026.20:32
საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭომ დღეს განიხილა საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის საბჭოს საქმიანობაში მონაწილეობიდან აცილების საკითხი, - ნათქვამია ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
განცხადების თანახმად, საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ ნანა ყეინიშვილთან დაკავშირებით გამოძიების დასრულებისა და ობიექტური ჭეშმარიტების დადგენამდე, ეროვნული ბანკის საბჭოს მაღალი რეპუტაციული სტანდარტიდან გამომდინარე, საბჭომ გადაწყვიტა, რომ ნანა ყეინიშვილი არ უნდა მონაწილეობდეს საბჭოს მიერ გადაწყვეტილებების შემუშავებისა და მიღების პროცესში.
„აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებულ იქნა ერთხმად. გადაწყვეტილების მიღებისას საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ ორგანული კანონისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისი მუხლებით, რომლითაც გათვალისწინებულია კოლეგიურ ადმინისტრაციულ ორგანოში დაინტერესებული პირის აცილების საკითხი. კერძოდ, ადმინისტრაციულ წარმოებაში არ შეიძლება მონაწილეობდეს ის თანამდებობის პირი, რომელსაც აქვს პირადი ინტერესი, ანდა არსებობს სხვა გარემოება, რომელიც ზეგავლენას მოახდენს მის გადაწყვეტილებაზე“, - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.