მებაჟე ოფიცრებმა შსს-ს თანამშრომლებთან კოორდინაციით, ბათუმის აეროპორტში 4 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება კანაფის ფისოვანი მასა აღმოაჩინეს
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვები პუნქტი ,,ბათუმის აეროპორტის“ მებაჟე ოფიცრებმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებთან კოორდინაციით, ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების შედეგად, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში, მალულად განთავსებული, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება კანაფის ფისოვანი მასა (4 კილოგრამამდე) აღმოაჩინეს.
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, მებაჟე ოფიცრის მიერ, მგზავრის (რომელიც ჩამოფრინდა ბანგკოკი-სტამბოლი-ბათუმის რეისით) ბარგისა და ხელბარგის ფიზიკური დათვალიერების შედეგად, აღმოჩენილი იქნა თხევადი საპნისთვის განკუთვნილი 4 ცალი პლასტმასის ბოთლი.
აღნიშნული საქონელი დამატებით, დეტალურ დათვალიერებას დაექვემდებარა, რის შედეგადაც ოთხივე პლასტმასის ბოთლში, ნარკოტიკული საშუალება კანაფის ფისოვანი მასა იქნა გამოვლენილი.
გამოძიებას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 262-ე მუხლების შესაბამისად, აწარმოებს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი.
სხვა სიახლეები
თბილისის საკრებულოს დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით სერბეთის დედაქალაქში იმყოფება
14.05.2026.18:56
სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში, ადგილობრივი ხელისუფლების მიწვევით თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დელეგაცია იმყოფება. დელეგაციის წევრები - თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ზურაბ ჩიკვილაძე, ფრაქცია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე ზაქარია წიკლაური, სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე კახაბერ ლაბუჩიძე და სარევიზიო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე ცოტნე ჩიქვინიძე - ბელგრადში მხარეთა დაახლოების, გამოცდილების გაზიარების და თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდნენ.
თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის, ზურაბ ჩიკვილაძის, განცხადებით, მსგავსი ტიპის ვიზიტები ხელს უწყობს პარტნიორული ურთიერთობების გაძლიერებას და სხვადასხვა ქვეყნის წარმატებული პრაქტიკის გაცნობას.
„ჩვენს ქვეყნებს ბევრი რამ აქვთ საერთო, მათ შორის ეკონომიკური გამოწვევები. სწორედ ამიტომ მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებიც განვიხილეთ და დაგვეგმეთ შემდგომი საქმიანი ვიზიტი ჩვენს დედაქალაქში“, - განაცხადა ზურაბ ჩიკვილაძემ.
შეხვედრა გაიმართა ბელგრადის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ვიცე-პრეზიდენტ იგორ იავანოვიჩთან, ასევე, ბელგრადის საკრებულოს წევრებთან ვლადიმერ ტრაჟკოვიჩთან და მირა იავანოვიჩთან. შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ადგილობრივი თვითმმართველობის მიმართულებით არსებულ გამოცდილებას და მუნიციპალური მართვის თანამედროვე მიდგომებს. თბილისის საკრებულოს წევრები შეხვდნენ ასევე ქალაქ ბელგრადის საფინანსო სამსახურის ხელმძღვანელს, კატერინა კუბრიკს და ეკონომიკურ და სოციალურ საკითხთა სამსახურის ხელმძღვანელს, ვიოლეტა ფილიპს და ქალაქის ეკონომიკური განვითარების, სოციალური და ჯანდაცვის პროგრამები განიხილეს.
ვიზიტის ფარგლებში გამართული შეხვედრები აერთიანებს მუნიციპალური სერვისების, ინფრასტრუქტურისა და საზოგადოებასთან ეფექტიანი კომუნიკაციის საკითხებს. აღსანიშნავია, რომ მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობასა და გამოცდილების გაზიარების აუცილებლობაზე.