მინდა გთხოვოთ, დავზოგოთ ფული და მაისის ბოლოს ყველა გერმანიაში - გურამ კაშია
მინდა გთხოვოთ, დავზოგოთ ფული და მაისის ბოლოს ყველა გერმანიაში! - ასე მიმართა საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ნაკრების კაპიტანმა გურამ კაშიამ გულშემატკივრებს, რომლებიც რესპუბლიკის მოედანზე არიან შეკრებილები.
რესპუბლიკის მოედანზე, ზეიმი გრძელდება. ადგილზე შეკრებილებს საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელები, პრემიერ-მინისტრი და დედაქალაქის მერი შეუერთდნენ.
საქართველოს ნაკრებმა პენალტების სერიაში საბერძნეთის ნაკრები დაამარცხა და პირველად ისტორიაში ევროპის ჩემპიონატზე გავიდა. პირველ მატჩს საქართველოს ნაკრები გერმანიაში თურქეთის წინააღმდეგ იმუშავებს.
სხვა სიახლეები
სოფ.ბაბილი-ლასდილისა და უშგული-ლასდილის მონაკვეთებზე მოძრაობა დროებით აიკრძალა
19.07.2026.21:38
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი (წყალტუბოს გადასახვევი)-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის 141-ე კმ-ზე (სოფ.ცანა) და 144-ე კმ-ზე (სოფ.ყორულდაში) ჩამოსულია მიწის მასა, რის გამოც აღნიშნული გზის კმ92-კმ151 (სოფ.ბაბილი-ლასდილი) მონაკვეთზე და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ185-კმ190 (უშგული-ლასდილი) მონაკვეთზე დროებით იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
ამასთანავე, დღეს, ქუთაისი (წყალტუბოს გადასახვევი)-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის 98-ე კმ-ზე (საყდრის ხიდი) მონაკვეთზე ადიდდა მდინარე, გადმოვიდა საავტომობილო გზაზე და უსაფრთხოების მიზნით მოძრაობა აიკრძალა.