მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7206
-0.0073
flag
AZN 1.5623
-0.0002
flag
CNY 39.301
-0.0006
flag
EUR 3.0835
-0.0013
flag
GBP 3.5646
-0.0028
flag
KZT 54.51
0.0027
flag
TRY 0.0574
0
flag
USD 2.6554
-0.0009
news banner

ნათია თურნავა მსხვილი ამერიკული და ევროპული საინვესტიციო ფონდების წარმომადგენლებს შეხვდა

news image
mbc image

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა მსხვილი ამერიკული და ევროპული საინვესტიციო კომპანიებისგან შემდგარ დელეგაციას შეხვდა.

საინვესტიციო ჯგუფის შემადგენლობაში შედიან ისეთი კომპანიების წარმომადგენლები, როგორებიცაა: Amundi, Helikon Investments, Yiheng Capital, T. Rowe Price, LMDV Capital, Schroder Investment Management UK, Citi და სხვა.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა უცხოელ ინვესტორებს მადლობა გადაუხადა ქართული საფინანსო ბაზრის მიმართ მაღალი ინტერესისა და ნდობისთვის.

შეხვედრაზე განიხილეს საქართველოს მიმდინარე მაკროეკონომიკური ტენდენციები და სამომავლო პერსპექტივები. საუბარი შეეხო საფინანსო სექტორში არსებულ ვითარებას.

როგორც ნათია თურნავამ აღნიშნა, საქართველოში მაკროეკონომიკური მდგომარეობა მდგრადია, ჯანსაღია საფინანსო სექტორის ინდიკატორები, მაღალია ეკონომიკური ზრდა, ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის შედეგად კი წლების განმავლობაში ფასების სტაბილურობა ნარჩუნდება.

შეხვედრაზე სტუმრებს  სებ-ის სხვადასხვა დეპარტამენტის წარმომადგენლებმა დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს მაკროეკონომიკური პარამეტრების, საბანკო და საფინანსო სექტორის მდგომარეობის და  კაპიტალის ბაზრის შესახებ.

აღსანიშნავია, რომ გლობალურ ინვესტიციებზე ორიენტირებული ამერიკული და ევროპული საინვესტიციო ფონდების წარმომადგენლები უკვე ახორციელებენ ინვესტიციებს საქართველოში და თავის მხრივ მომავალშიც დაინტერესებული არიან  ქართულ საფინანსო სექტორში დამატებითი ინვესტირებით.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი განცხადებას ავრცელებს

16.06.2026.20:42

ჩუღურეთის რაიონში, კოტე მარჯანიშვილის ქუჩაზე საავტომობილო გზის საფარის ჩავარდნა წყალმომარაგების მიწისქვეშა ქსელის ფარულმა დაზიანებამ გამოიწვია.

ჯივიპის ტექნიკურმა ჯგუფმა ადგილზე ჩაატარა ქსელის დიაგნოსტირება და დაუყოვნებლივ დაიწყო გადაუდებელი აღდგენითი სამუშაოები.

ობიექტზე სამუშაოები გაგრძელდება უწყვეტ რეჟიმში, მთელი ღამის განმავლობაში.

მილსადენის რეაბილიტაცია და საგზაო ინფრასტრუქტურის პირვანდელი სახით მოწესრიგება დასრულდება ხვალ, 17 ივნისის დილის 07:00 საათამდე.

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა