ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის გზაზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის გზაზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა.
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის საავტომობილო გზაზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია, ხოლო მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის გადაადგილება აკრძალულია.
სხვა სიახლეები
14 მაისიდან 30 ივნისის ჩათვლით ხაჯალია–სუფსის მონაკვეთზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება
13.05.2026.19:45
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ხაჯალია–სუფსის საავტომობილო გზაზე პერიოდული შეკეთების სამუშაოები მიმდინარეობს.
სამუშაოების წარმოების მიზნით, 2026 წლის 14 მაისიდან 30 ივნისის ჩათვლით, ხაჯალია–სუფსის საავტომობილო გზაზე ორივე მიმართულებით ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება.
შეზღუდვის პერიოდში, გრიგოლეთის მიმართულებით მოძრავი სატრანსპორტო საშუალებები ნიგვზიანის წრიულიდან, ხოლო სამტრედიის მიმართულებით მოძრავი ავტოტრანსპორტი - სუფსის წრიულიდან, საერთაშორისო მნიშვნელობის სამტრედია–ლანჩხუთი–გრიგოლეთის საავტომობილო გზით ისარგებლებს.