როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
6 ოქტომბერს სინოპტიკოსები მზიან ამინდს ვარაუდობენ ქუთაისში, სადაც დღისით +26 და ღამით +17 გრადუსია მოსალოდნელი.
ოზურგეთშიც უნალექო ამინდია. დღისით +24 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +15.
ბათუმშიც მზიან ამინდს ვარაუდობენ, დღისით ჰაერი +26 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +17 გრადუსი დაფიქსირდება.
ფოთში მზიან ამინდს ვარაუდობენ. დღისით +26 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +17 გრადუსია მოსალოდნელი.
ზუგდიდში დღისით ტემპერატურა +25, ღამით კი +15 გრადუსია ნავარაუდევი.
მზიანი დღეა სოხუმშიც. +23 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +17 გრადუსი დაფიქსირდება.
მესტიაშიც მზიან ამინდს ვარაუდობენ, დღისით +24 გრადუსი იქნება, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება.
ამბროლაურშიც უნალექო დღეა, ჰაერი +26 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +11 გრადუსი დაფიქსირდება.
უნალექო ამინდია ჭიათურაში, დღისით +25 გრადუსი, ღამით კი +14 გრადუსი დაფიქსირდება.
ახალციხეში მზიანი დღეა. დღისით ჰაერი +26 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა +6 გრადუსი იქნება.
ბორჯომში მზიანი ამინდია, +26 იქნება დღისით, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება.
უნალექო დღეა მოსალოდნელი ბაკურიანშიც, დღისით +22 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +2 გრადუსი დაფიქსირდება.
გორში მზიანი ამინდია მოსალოდნელი. დღისით +25 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +12 გრადუსი დაფიქსირდება.
უნალექო დღეა ცხინვალშიც, ჰაერის ტემპერატურა +24 გრადუსი იქნება, ღამით კი +11 გრადუსი დაფიქსირდება.
გუდაურში უნალექო ამინდია მოსალოდნელი. დღის განმავლობაში +13 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +5 გრადუსი იქნება.
ომალოში დღისით +17, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება.
ლაგოდეხში ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +27 გრადუსი იქნება, ღამით კი +14 გრადუსი დაფიქსირდება.
უნალექო დღე იქნება თელავშიც, +24 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +13 გრადუსია ნავარაუდევი.
მზიან ამინდს ვარაუდობენ გურჯაანშიც. დღისით +25 გრადუსი, ღამით კი +13 გრადუსი დაფიქსირდება.
სიღნაღში მზიანი დღეა მოსალოდნელი, დღისით +25 გრადუსი იქნება, ღამით +13 გრადუსი დაფიქსირდება.
რუსთავში დღისით +27 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +14 გრადუსი დაფიქსირდება.
თბილისში მზიან ამინდს პროგნოზირებენ. ჰაერის ტემპერატურა დღისით +27 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +14 გრადუსი იქნება
სხვა სიახლეები
სურსათის ეროვნული სააგენტო ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
16.07.2026.16:28
ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამა მაქსიმალურად გამჭვირვალეა და ბრალდებები სხვადასხვა ლოკაციიდან ძაღლების არაგეგმურად აყვანის შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება, - განცხადესბას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
„ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამა გეგმის შესაბამისად, ორი მიმართულებით მიმდინარეობს და მოიცავს როგორც მიუსაფარი, ასევე პატრონიანი ძაღლებისთვის ვეტერინარული მანიპულაციების ჩატარებას. პროგრამის ფარგლებში, მიუსაფარ/მიკედლებულ ძაღლებს უტარდებათ სტერილიზაცია/კასტრაცია, იდენტიფიკაცია-რეგისტრაცია, ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, დიაგნოსტიკური კვლევები, ხოლო პატრონიანი ძაღლების შემთხვევაში გათვალისწინებულია ძუ ძაღლების სტერილიზაცია, იდენტიფიკაცია (მიკროჩიპების გამოყენებით) და ერთიან ელექტრონულ ბაზაში რეგისტრაცია.
ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამის შემუშავების პროცესში, სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალური მოწვევით, ჩართული იყო ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WOAH) მიერ რეკომენდებული ექსპერტი, რომელსაც 20 წელზე მეტი პროფესიული გამოცდილება აქვს ცხოველთა კეთილდღეობისა და მიუსაფარი ცხოველების პოპულაციის მართვის სფეროში. იგი არის ICAM-ის (International Companion Animal Management Coalition) მმართველი საბჭოს წევრი, FAO-სა და TAIEX-ის ექსპერტი, მრავალი წლის განმავლობაში ხელმძღვანელობს RSPCA-ის საერთაშორისო პროგრამებს ევროპისა და კავკასიის რეგიონში. პროგრამა მისი რეკომენდაციებით ხორციელდება, რაც უზრუნველყოფს შესაბამისობას საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკასთან.
ამავდროულად, პროცესის მაქსიმალური გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით, შექმნილია შესაბამისი პლატფორმა - ფეისბუკ გვერდი , რომელზეც ინფორმაციები მუდმივ რეჟიმში ახლდება, მათ შორის, ქვეყნდება ძაღლების აყვანისა და ბუნებრივ არეალში დაბრუნების ამსახველი ვიდეომასალა, განრიგი, თარიღი და ლოკაციები.
აღსანიშნავია ისიც, რომ ღონისძიებები ცხოველთა მოყვარულებთან, მიმკედლებლებთან და ადგილობრივ მუნიციპალიტეტებთან კოორდინაციით ხორციელდება და ვეტერინარული მანიპულაციების დასრულების შემდეგ ცხოველი პირვანდელ არეალს უბრუნდება.
„ჰიპერპოპულაციის პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელების პროცესი სრულად გამჭვირვალეა. ეკიპაჟები ცხოველების აყვანას წინასწარ დადგენილი და გამოქვეყნებული განრიგით ახორციელებენ. შესაბამისად, ყოველგვარ საფუძველს არის მოკლებულია ცალკეული ჯგუფების მიერ გავრცელებული ბრალდებები, ამა თუ იმ ლოკაციიდან ძაღლების აყვანის შესახებ“, - განაცხადა ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამის უფროსის მოადგილემ ცირა ნაფეტვარიძემ.
მნიშვნელოვანია, რომ პროგრამა არის კომპლექსური და, ვეტერინარული ღონისძიებების პარალელურად, გათვალისწინებულია ცხოველთა ინტერმუნიციპალური თავშესაფრების მშენებლობა სამეგრელო-ზემო სვანეთის, ქვემო ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში", - ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.