მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7223.9
-0.0048
flag
AZN 1.5672
-0.0005
flag
CNY 39.367
0.0033
flag
EUR 3.1012
0.0016
flag
GBP 3.59
0.0081
flag
KZT 54.73
-0.0019
flag
TRY 0.0578
-0.0002
flag
USD 2.6638
-0.0009
news banner

საირმეში, მდინარე წაბლარასწყალში წითელწინწკლებიანი კალმახის ქვირითი ჩაეშვა

news image
mbc image

საირმეში, ისტორიული პროექტის, „საირმეს რეკრეაციული ფერმის“ ფარგლებში, სსიპ „ველური ბუნების ეროვნულ სააგენტოსთან“ ერთად, დათევზიანების პირველი ეტაპი დასრულდა. მდინარე წაბლარასწყალის ერთ-ერთ შენაკადში წითელწინწკლებიანი კალმახის თვალის სტადიაზე არსებული 30 000 ქვირითი ჩაეშვა.

ირაკლი გორგოძე, „საირმეს რეკრეაციული ფერმის“ დირექტორი: „საირმეს რეკრეაციული ფერმის“ პროექტის ფარგლებში, საირმის ისტორიაში პირველად მდინარე დავათევზიანეთ. ჩვენთვის ეს ძალიან საპასუხისმგებლო პროექტია, რომლითაც 13 000 ჰექტარი ტყის უსაფრთხოებასა და მოვლა-პატრონობაზე ავიღეთ პასუხისმგებლობა. მიხარია, რომ მის ფარგლებში უკვე პირველი ნაბიჯები გადავდგით და ძალიან მალე მდინარის ეკოსისტემაში წითელწინწკლებიანი კალმახი გაჩნდება“.

 

აღნიშნული დათევზიანების პროცესი ნაწილია იმ მასშტაბური და ისტორიული პროექტისა, რომელიც საირმეშია დაგეგმილი. პირველად ისტორიაში ტერიტორიაზე ფერმა მოეწყობა, სადაც კავკასიურ კეთილშობილ ირემსა და არჩვს გაამრავლებენ. ინვესტორი ვანისა და ბაღდათის მდინარეებში მთის კალმახის გამრავლებაზეც იზრუნებს. პროექტის განსახორციელებლად 5 წლის განმავლობაში არანაკლებ 4 მილიონი ლარის ინვესტირება მოხდება.

პროექტის ფარგლებში რიგი სამუშაოები უკვე შესრულებულია. „საირმეს რეკრეაციულ ფერმაში“ ამ ეტაპზე 6 რეინჯერი და ერთი სპეციალისტი უკვე დასაქმებულია.

რეინჯერებს გადაეცემათ შიდა გადაადგილების საშუალებები - კვადროციკლები, ცხენები და მაღალი გამავლობის ავტომობილები. ამასთანავე, ისინი შესაბამისი ბრენდირებული ფორმებით იქნებიან წარმოდგენილნი. პროექტის ფარგლებში უკვე დამონტაჟდა 10 ფოტოხაფანგი, რომელთა რაოდენობაც უახლოეს პერიოდში გასამმაგდება. ფერმისთვის უკვე შეძენილია მაღალი გამავლობის 3 ავტომობილი და ბაგის ტიპის 2 ავტომობილი.

პროექტის ფარგლებში ვანისა და ბაღდათის ტერიტორიაზე განვითარდება ეკოტურიზმი, ასევე შემეცნებითი, რეკრეაციული და სათავგადასავლო ტურიზმი. დამსვენებლებისთვის, ტურისტებისა და ადგილობრივი მოსახლეობისთვის თანამედროვე სტანდარტების სივრცეები მოეწყობა, აშენდება პირველადი დახმარების სამედიცინო პუნქტები და კოტეჯები.

ტერიტორიაზე დაცული იქნება უსაფრთხოება, თუმცა ტყეში თავისუფლად გადაადგილების შესაძლებლობა მიეცემა ნებისმიერ მსურველს. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია დაავადებული ტყის აღდგენაც, ხოლო ცხოველების, ფრინველებისა და თევზებისთვის - საკვების შეტანა.

ადგილობრივი მოსახლეობისა და ვიზიტორებისთვის შეიქმნება და კეთილმოეწყობა ფერმამდე მისასვლელი, ასევე შიდა გზები, შეიქმნება საცხენოსნო და საფეხმავლო ბილიკები. ამასთანავე, მოეწყობა სახანძრო-სამაშველო მანქანების გადასაადგილებელი გზები და ტერიტორია აღიჭურვება სახანძრო უსაფრთხოების სისტემებით. აღნიშნულ სივრცეში გაიზრდება მობილური ქსელების დაფარვის არეალი, რაც სატელეფონო კავშირისა და ინტერნეტის ხარისხს გააუმჯობესებს.

გარდა ამისა, ადგილობრივი მოსახლეობისათვის რეგულარულად გაიმართება სახეობების აღწარმოებასთან დაკავშირებული საგანმანათლებლო ღონისძიებები.

მნიშვნელოვანია ის, რომ ტყით სარგებლობის საშუალება ადგილობრივ მოსახლეობას არ შეეზღუდება და ისინი ტერიტორიაზე კანონით დაშვებული ნებისმიერი საქმიანობის შესრულებას შეძლებენ.

 

 

news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image ზაფხულში მივიღებთ ახალ საინვესტიციო განაცხადებს წყალმომარაგების სექტორში - სემეკის თავმჯდომარე

08.06.2026.14:30

„რამდენიმე თვალსაზრისით, 2026 წელი სემეკისთვის უაღრესად აქტუალური და მნიშვნელოვანი პერიოდია“, ამის შესახებ გადაცემა „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას სემეკის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ განაცხადა. მისი განმარტებით, სემეკი მიმდინარე ზაფხულში წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სექტორში ახალი საინვესტიციო განაცხადების მიღებას დაიწყებს და მომდევნო სამი წლის საინვესტიციო გეგმებს შეაფასებს.

„ჩვენ მიმდინარე წლის ზაფხულში მივიღებთ ახალ საინვესტიციო განაცხადებს წყალმომარაგების სექტორში, ვინაიდან წყალმომარაგების სექტორში ჩვენს მიერ დამტკიცებული და შეთანხმებული ინვესტიციების ვადა არის მიმდინარე წლის ბოლომდე. ამიტომაც ჩვენ პერიოდულად უკვე არსებული და ჩადებული ინვესტიციების მონიტორინგს ვახორციელებთ, მაგრამ ამავდროულად შევაფასებთ ამ ჩადებულ ინვესტიციებს და მის ეფექტს და პლუს მომავალ სამწლიან პერიოდზე განსახორციელებელი ინვესტიციების მოცულობაზე ვიმსჯელებთ, რათა მდგომარეობა წყალმომარაგების და კანალიზაციის სექტორში კიდევ უფრო მეტად გაუმჯობესდეს როგორც დედაქალაქში, ასევე რეგიონებში. ასევე მნიშვნელოვანი იქნება წლევანდელი წელი იმით, რომ 22-23 სექტემბერს ჩვენ ვუმასპინძლებთ მსოფლიო ენერგეტიკის მარეგულირებელთა ფორუმს, რომლის მოსამზადებელი სამუშაოებიც აქტუალურ ფაზაშია. უკვე ძალიან ბევრი ენერგეტიკული ორგანიზაცია, ჩვენი პარტნიორი მარეგულირებელი უწყებები, კვლევითი ინსტიტუტები რეგისტრირდებიან და შესაბამისად აქვთ ინტერესი, რომ ჩამოვიდნენ საქართველოში და დაესწრონ ამ ძალიან მნიშვნელოვან ღონისძიებას. ასევე ჩვენ ეტაპობრივად ვხვეწთ მარეგულირებელ აქტებს, ნორმებს, ვგეგმავთ არა ერთ სიახლეს, მათ შორის მომხმარებელთა ძალიან ბევრი სერვისის ელექტრონულ პლატფორმებზე კიდევ უფრო მეტად გადატანასთან დაკავშირებით, რომ მომხმარებელს კიდევ უფრო იშვიათად მოუწიოს ენერგეტიკული ორგანიზაციების ოფისში სტუმრობა და მან ყველა სერვისი და შესაძლო ოპერაცია სახლიდან გაუსვლელად შეძლოს. ასე რომ, ძალიან ბევრი სიახლე გვექნება ამ თვალსაზრისით და ვაცნობთ ჩვენს აბონენტებს აუცილებლად“, - აღნიშნა დავით ნარმანიამ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა