მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7143.2
-0.0025
flag
AZN 1.5389
-0.0007
flag
CNY 38.803
-0.0004
flag
EUR 3.0233
0.0042
flag
GBP 3.5395
0.0077
flag
KZT 56.41
0.0015
flag
TRY 0.0546
-0.0002
flag
USD 2.6162
-0.0009
news banner

საოლქო საარჩევნო კომისიების დროებითი წევრების შესარჩევად კონკურსი გამოცხადდა

news image
mbc image

2025 წლის 4 ოქტომბრის არჩევნებისათვის საოლქო საარჩევნო კომისიების დროებითი წევრების შესარჩევად კონკურსი გამოცხადდა. შესაბამისი განკარგულება ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 5 აგვისტოს გამართულ სხდომაზე მიიღო.

საარჩევნო ადმინისტრაცია, ბოლო წლებში დამკვიდრებული პრაქტიკის შესაბამისად, მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებისთვის საოლქო საარჩევნო კომისიების დროებითი წევრების შერჩევის პროცესს ღიად და გამჭვირვალედ წარმართავს.  შესაბამისად, უზრუნველყოფილი იქნება კანდიდატების შერჩევის პროცესის მაქსიმალური გამჭვირვალობა - კომისიის წევრობის მსურველების თანხმობის შემთხვევაში მათთან გასაუბრება ღიად, ლაივ რეჟიმში განხორციელდება. ჩართულ მხარეებს და დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ექნებათ გასაუბრებას უშუალოდ დააკვირდნენ ცესკოს ოფიციალური სოციალური ქსელების მეშვეობით.

რაც შეეხება კონკურსის დეტალებს - საოლქო საარჩევნო კომისიების დროებითი წევრების შესარჩევი კონკურსი 73 საოლქო საარჩევნო კომისიაში გამოცხადდა. თითოეულ ოლქში სამი ვაკანტური ადგილია. საოლქო საარჩევნო კომისიის წევრობის მსურველების განაცხადების მიღება დღეს დაიწყო. 

მივმართავთ დაინტერესებულ პირებს, რომლებიც აკმაყოფილებენ საარჩევნო კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებს, იაქტიურონ და დროულად შემოიტანონ საკონკურსო დოკუმენტაცია.

აქვე შეგახსენებთ, რომ საკონკურსო საბუთები მიიღება 2025 წლის 6 აგვისტოდან 7 აგვისტოს 18:00 საათის ჩათვლით, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, განმცხადებელმა საკონკურსო დოკუმენტაცია შესაძლებელია ასევე წარადგინოს სპეციალური ელექტრონული პლატფორმის (Konkursi.cec.gov.ge) საშუალებით. 

დეტალური ინფორმაცია განთავსებულია ცესკოს ოფიციალურ ვებგვერდზე, ინფორმაციის მისაღებად ასევე შეგიძლიათ მიმართოთ კონტაქტ-ჰაბს - 2 51 00 51 

დეტალური ინფორმაცია კონკურსის შესახებ და განცხადების ფორმა იხილეთ ბმულზე - https://cesko.ge/ge/siakhleebi/pres-relizebi/singleview/11036599-konkursebi-saolko-saarchevno-komisiebis-droebiti-tsevrebis-vakantur-tanamdebobebze

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image 15 აგვისტოს დილამდე კახეთში, ქვემო ქართლში, თბილისსა და შემოგარენ ტერიტორიაზე მოსალოდნელია დროგამოშვებით ძლიერი ინტენსივობის ნალექი - გარემოს ეროვნული სააგენტო

15.08.2026.01:19

14 აგვისტოს გვიან საღამოდან 15 აგვისტოს დილამდე კახეთის და ქვემო ქართლის რეგიონებში, მათ შორის დედაქალაქში და შემოგარენ ტერიტორიაზე მოსალოდნელია დროგამოშვებით ძლიერი ინტენსივობის ნალექი, – ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

სინოპტიკოსების პროგნოზით, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება.

„მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გაქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო). დეტალური ინფორმაციისთვის მიყევით ბმულს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა