საქართველოს ბანკი განცხადებას ავრცელებს
საქართველოს ბანკი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც Business Insider Georgia უცვლელად გთავაზობთ: "თქვენი უსაფრთხოებისთვის გაცნობებთ, რომ სოციალურ ქსელებში გავრცელდა ყალბი ბმულები დამოუკიდებლობის დღის გათამაშებასთან დაკავშირებით
ინფორმაციისთვის, ეს არ არის საქართველოს ბანკის გათამაშება
გთხოვთ, არ გადახვიდეთ საეჭვო ბმულებზე, არ გაუზიაროთ თქვენი პირადი მონაცემები მესამე პირებს და დარწმუნდეთ, რომ შეტყობინება გავრცელებულია ოფიციალური არხების მეშვეობით", - წერს საქართველოს ბანკი.
სხვა სიახლეები
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი საინვესტიციო ბანკ „Cygnum Capital"-ის გენერალურ და მმართველ დირექტორებს შეხვდა
09.06.2026.19:00
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი საინვესტიციო ბანკ „Cygnum Capital"-ის გენერალურ დირექტორს, კლემენს კალისა და მმართველ დირექტორს, ჯეიკობ იანგს შეხვდა.
შეხვედრაზე საინვესტიციო ბანკის წარმომადგენლები გაეცნენ ქვეყნის მაკროეკონომიკურ და ფისკალურ პარამეტრებს, ეკონომიკური განვითარების ტენდენციებს.
საუბარი შეეხო ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარების საკითხებს, მიმოხილულ იქნა მიმდინარე წელს ევრობონდების რეფინანსირებისა და ახლახან გამოშვებული საშინაო სახაზინო ფასიანი ქაღალდებისადმი გამოხატული მზარდი საერთაშორისო ინტერესი და გამოშვების შედეგები.
ყურადღება დაეთმო იმ ნაბიჯებს, რომელსაც საქართველოს მთავრობა მრავალფეროვანი ინსტრუმენტების გამოყენებით ახორციელებს ადგილობრივი ფასიანი ქაღალდების ბაზრით მეტი არარეზიდენტი ინვესტორების დაინტერესებისთვის.
შეხვედრას დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე და სახელმწიფო ვალის მართვის დეპარტამენტის ხელძღვანელი ირაკლი კაჭარავა.