მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7143.2
-0.0025
flag
AZN 1.5389
-0.0007
flag
CNY 38.803
-0.0004
flag
EUR 3.0233
0.0042
flag
GBP 3.5395
0.0077
flag
KZT 56.41
0.0015
flag
TRY 0.0546
-0.0002
flag
USD 2.6162
-0.0009
news banner

საქართველოს ეროვნული ბანკი „ხელბურთი 2026“ თემაზე საკოლექციო მონეტას უშვებს

news image
mbc image

ქართული ხელბურთის პოპულარიზაციის მიზნით,  ეროვნული ბანკი საქართველოს ხელბურთის ეროვნული ნაკრების ევროპის 2026 წლის ჩემპიონატზე ასპარეზობისადმი მიძღვნილ 1 ლარის ნომინალის ვერცხლის საკოლექციო მონეტას უშვებს.

ხელბურთის თემაზე მონეტის გამოშვების თხოვნით საქართველოს ეროვნულ ბანკს ხელბურთის ფედერაციამ მიმართა. აღნიშნული თხოვნა სებ-ის საბჭომ განხილვის შედეგად დააკმაყოფილა. 

საქართველოს ვაჟ ხელბურთელთა ეროვნული ნაკრები ევროპის 2026 წლის ჩემპიონატზე ზედიზედ მეორედ მიიღებს მონაწილეობას. შეგახსენებთ, რომ პირველად ქართველმა სპორტსმენებმა 2024 წელს მოიპოვეს ევროპის ჩემპიონატის საგზური და მონაწილეობა მიიღეს უდიდეს სახელბურთო ფორუმში. აღსანიშნავია ისიც, რომ 2026 წელს საქართველოს ხელბურთის ეროვნული ფედერაციის დაარსებიდან 70 წელი სრულდება.

„ხელბურთი 2026“ მონეტის დიზაინის ესკიზი საქართველოს ხელბურთის ფედერაციის (დიზაინერი გ. ჟღენტი) მიერ ეროვნულ ბანკთან თანამშრომლობით მომზადდა. დიზაინის სრულყოფა და მონეტების დამზადება ყაზახეთის ზარაფხანაში ექსკლუზიური ტექნოლოგიების გამოყენებით განხორციელდა.

მონეტები 3000-იანი ტირაჟით მოიჭრა და მისი სარეალიზაციო ფასი 200 ლარს შეადგენს.

მონეტის რეალიზაცია 2026 წლის 12 იანვარს, დილის 10:00 საათიდან დაიწყება როგორც საკასო ცენტრისა და ყვარლის ფულის მუზეუმის სალაროებიდან, ასევე, ფულის მუზეუმის ინტერნეტ მაღაზიის მეშვეობით.

საკასო ცენტრი - მისამართი: ქ. თბილისი, იასონ ლორთქიფანიძის 2 (კახეთის გზატკეცილი 72), ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 10:00-17:00 (შესვენება 13:00-14:00).

ყვარლის ფულის მუზეუმი - მისამართი: ქ. ყვარელი, შოთა რუსთაველის ქ. 10, სამუშაო დღეები: - ხუთშაბათიდან ორშაბათის ჩათვლით, 10:00-17:00 (შესვენება 13:00-14:00).

ფულის მუზეუმის ინტერნეტ მაღაზია - https://moneymuseum.nbg.gov.ge/

იმისათვის, რომ მონეტების შეძენა  შეძლოს მაქსიმალურად ბევრმა დაინტერესებულმა პირმა, მათი გაყიდვის დაწყებიდან პირველი სამი დღის განმავლობაში დაწესდება შეზღუდვა - ამ პერიოდში ერთ მომხმარებელს შეეძლება შეიძინოს არაუმეტეს 1 ცალი მონეტა.


საკასო ცენტრისა და ყვარლის ფულის მუზეუმის სალაროებიდან მონეტის შეძენისას, მომხმარებელმა აუცილებლად თან უნდა იქონიოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი. 
 

მონეტის დიზაინი და მახასიათებლები:

 

 

ავერსი: მთავარ კომპოზიციას წარმოადგენს საქართველოს ხელბურთის ფედერაციის ლოგოს დეტალები - ორნამენტის სახით შესრულებული ჯიქის გამოსახულება (რომელიც ბურთს ეხება) საქართველოს დროშის ფონზე (დროშის დეტალები წითელ ფერშია წარმოდგენილი). მონეტის მარცხენა ქვედა კუთხეში მოცემულია მონეტის ნომინალური ღირებულება, ხოლო კიდეზე, წრიულად დატანილია მოვლენის აღმნიშვნელი წარწერები: „საქართველოს ხელბურთის ეროვნული ფედერაციის 70 წლის იუბილე“ და „1956-2026“.

რევერსი: მთავარ კომპოზიციას წარმოადგენს კარში გატანილი ბურთის რელიეფური გამოსახულება, რომელზეც დატანილია საქართველოს ხელბურთის ასოციაციის ლოგოს დეტალის ცისარტყელასებრი გამოსახულება, მის ქვემოთ დატანილია წარწერები „EHF EURO 2026“, ხოლო ზემოთ - „საქართველო“ და „Georgia“, რომელთა შორის ვარსკვლავია გამოსახული. კიდეზე, წრიულად განთავსებულია მოვლენის აღმნიშვნელი წარწერები: „GEORGIAN HANDBALL NATIONAL TEAM AT EURO 2026“ და „საქართველოს ხელბურთის ეროვნული ნაკრები ევრო 2026 ჩემპიონატზე“.

ნომინალი: 1 ლარი
შემადგენლობა: Ag 925
წონა: 20 გრ
დიამეტრი: 33 მმ
წიბო: გლუვი
ხარისხი:  პრუფი
გამოშვების წელი: 2026
ტირაჟი: 3000
დიზაინერი: გიორგი ჟღენტი, საქართველოს ხელბურთის ეროვნული ფედერაცია
ზარაფხანა: ყაზახეთის ზარაფხანა (Kazakhstan Mint)

ეროვნული ბანკი მადლობას უხდის საქართველოს ხელბურთის ეროვნულ ფედერაციას და ყაზახეთის ზარაფხანას მონეტის დიზაინის მომზადების პროცესში გაწეული დახმარებისთვის.

banner image news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image 15 აგვისტოს დილამდე კახეთში, ქვემო ქართლში, თბილისსა და შემოგარენ ტერიტორიაზე მოსალოდნელია დროგამოშვებით ძლიერი ინტენსივობის ნალექი - გარემოს ეროვნული სააგენტო

15.08.2026.01:19

14 აგვისტოს გვიან საღამოდან 15 აგვისტოს დილამდე კახეთის და ქვემო ქართლის რეგიონებში, მათ შორის დედაქალაქში და შემოგარენ ტერიტორიაზე მოსალოდნელია დროგამოშვებით ძლიერი ინტენსივობის ნალექი, – ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

სინოპტიკოსების პროგნოზით, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება.

„მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გაქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო). დეტალური ინფორმაციისთვის მიყევით ბმულს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა